Feedback

სიმონეთის სასროლეთზე დაზიანებულ სამხედროს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

  /   ნანახია 367 ჯერ

სიმონეთის სასროლეთზე დაზიანებულ სამხედროს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

სიმონეთის სასროლეთზე დაზიანებულ სამხედროს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი ეხმაურება  ონლაინ სააგენტო ,,მეოთხე ელექტრონული გაზეთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სადაც აღნიშნულია რომ სიმონეთის სასროლეთზე 33 წლის სამხედრო მოსამსახურეს ვალერი ჭანტურიძეს  მომხდარი დაზიანების გამო ხელის ამპუტაცია დასჭირდა.

იხილეთ ლინკი

http://meotkhe.ge/2017/10/30/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A/

 

განცხადებაში ნათქვამია რომ სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდა 12 წლიანი მსახურის გამოცდილება ასევე აღნიშნულია რომ დაშავებულის დედა  თავდაცვის უწყებას გაურკვევლობაში ადანაშაულებს.

 

ორგანიზაცია მიიჩნევს რომ თავდაცვის უწყებამ გააკეთა უპასუხისმგებლო კომენტარი სადაც აცხადებს რომ

,,დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უცაბედი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა“

აქვე ნათქვამია  რომ დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძეიბა 124 -ე მუხლით რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი განმარტავს რომ სასროლეთზე  სამხედრო ქვედანაყოფების  წვრთნის დროს რაც შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა კალიბრის და ტექნიკური   იარაღიდან სროლით სავარჯიშოებს, უნდა განხორციელდეს წესდებაში მითითებული უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვის და ინსტრუქტორთა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ.

აქვე განვმარტავთ რომ სასროლეთის ხელმძღვანელობა ვალდებულია განსაზღვროს სასროლეთზე მყოფი სამხედრო დანაყოფების და შენაერთების (ოცეულების, ასეულების, ბატალიონების, ბატარეებისა და ბრიგადების)  ადგილმდებარეობა მიიღოს მათგან მოხსენებები, უზრუნველყოს მათი სროლის სექტორების დისტანცირება რათა საწვრთნელ პროცესში  არმოხდეს ცეცხლის ურთიერთ გადაკვეთა ასევე გაატაროს სხვა წესდებით გათვალისწინებული ღონისძიებები დაავალოს სასროლეთზე მყოფ დანაყოფებს საგუშაგო კოშკზე მეკავშირეების განთავსება.

 

წესდებით გაწერილი უსაფრთხოების ნორმების დაცვა და მასზე ზუსტი კონტროლი  თავისთავად გამორიცხავს: შემთხვევებს, დამთხვევებს და უცაბედ ალბათობებს.

ორგანიზაციას მიაჩნია რომ სამხედრო პოლიცია აღნიშნულ საკითხს სათანადოდ არ გამოიძიებს  ასევე  თავდაცვის უწყება საზოგადოებას არ ჩააყენებს ვითარების ჭეშმარიტ არსში.

ვინაიდან სამხედრო პოლიციის უფროსი დავით კარიაული გახლავთ მინისტრ ლევან იზორიას მეგობარი რომელიც თანამდებობაზე მხოლოდ ამ ნიშნით არის დანიშნული.

 ორგანიზაცია ამ საკითში ხედავს საფრთხეს რამაც შესაძლოა ყალბი იმიჯის შენარჩუნების მოტივით მეგობრულმა ურთიერთობებმა ზეგავლენა იქონიოს მომხდარი ფაქტის ირგვლივ ჭეშმარიტების დადგენაში.

როგორც ეს კრწანისი ინცინდენტის შემთხვევაში განხორციელდა ვგულისხმობთ მინისტრ ლევან იზორიას განცხადებებს რომელიც გამოძიების შედეგებს არც კი დაელოდა.

ორგანიზაცია მიიჩნევს რომ განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების კომპლექსური დარღვევა რამაც ეს კონკრეტული შემთხვევა ფატალურ უბედურებამდე  მიიყვანა.

 აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას საზოგადოებრივი გამჭვირვალობის  ფარგლებში ჩავერთოდ აღნიშნულ საკითხში   ვინაიდან მიგვაჩნია რომ უსაფრთხოების ნორმების მაშტაბური და პერმანენტულიუ დარღვევა იწვევს პირადი შემადგენლობის დაზიანებას რაც უმრავლეს შემთხვევაში მთავრდება ფატალური შედეგით.

შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი მიიჩნევს რომ შესაძლოა ამ ქმედებებში რაც არმიას ანეიტრალებს  უსაფრთხოების ნორმენის შეგნებული თუ შეუგნებელი უგულველყოფიდან დილეტანტიზმის და გულგრილობის საფარველის მიღმა შესაძლოა საქმე გვქონდეს  სწორედ არმიის ძირგამომთხრელ საქმიანობასთან.

ორგანიზაცია მოწუწოდებს თავდაცვის სამინისტროს გამოქვეყნოს თინა ხიდაშელის მინისტრობიდან დღემდე არსებული სტატისტიკა თუ რამდენი ჯარისკაცია გარდავლილი უსაფრთხოების ნორმების კომპლექსური დარღვევების გამო.

ასევე ვგმობთ სამხედრო ომბუდსმენის თამარ გაბიანის საქციელს  ჯარისკაცთა უფლებების უხეშ დაღვევებზე არ რეაგირების და სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის დაკნინების გამო.