Feedback

ნამდვილად უნდა გრძნობდე რომ უფალი შენთან არის და იქნები გახარებული და ბედნიერი.! – ილია მეორე_

  /   ნანახია 274 ჯერ

ნამდვილად უნდა გრძნობდე რომ უფალი შენთან არის და იქნები გახარებული და ბედნიერი.! – ილია მეორე_

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიტყვების “ჩვენთან არს ღმერთი” მნიშვნელობაზე ისაუბრა. მანამდე კი ილია მეორემ “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა.

"თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს ჩვენთან არს ღმერთი, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული... ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, - ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.