Feedback

50-წლის ქართველი მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.!

  /   ნანახია 415 ჯერ

50-წლის ქართველი მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვნეს.!

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთში, ალაქ პუატიეში 50 წლის ქართველი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობრები ყვებიან, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენებამ მანქანაში მოუწია. 

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მამაკაცის ავადმყოფობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო. 

"ნიუპოსტი" დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ცდილობს.