Feedback

19–წლის გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე დღეს საკუთარ სახლში გადაასვენეს!!

  /   ნანახია 550 ჯერ

19–წლის გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე დღეს საკუთარ სახლში გადაასვენეს!!

19 წლის წვევამდელი ბექა რუსია, რომლიც შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა აბაშაში, საკუთარ სახლში გვიან ღამით გადასვენეს. ადგილზე შს მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. მან გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ დაკითხულია ის წვევამდელიც, რომელსაც წინასწარი ვერსიით ტყვია გაუვარდა. შემთხვევა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სოფელ მუჟავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა.

ახალგაზრდას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ჭრილობა სახის არეში ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცვლისა და იარაღის გადაბარების დროს მოხდა.

ბექა რუსუია ჯარს ოქტომბრის ბოლოს ასრულებდა.