Feedback

ილია მეორე– ძმობას რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის ვერავინ დაარღვევს!!

  /   ნანახია 421 ჯერ

ილია მეორე– ძმობას რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის ვერავინ დაარღვევს!!

უწმინდესმა აფხაზეთში დაღუპული 25 პირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ „იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს“.

"ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი გმირებისთვის. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს ამარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის. ჩვენი სულიერი ძმები არიან ქართველებიც და აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა. იმ ძმობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, ვერავინ დაარღვევს. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა განამწესოს ღმერთმა სულნი მათი, სადაცა მართალნი განისვენებენ. ღმერთმა დალოცოს და აცხონოს მათი სულები" - ბრძანა უწმინდესმა.

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ 25 პირს სამების ტაძრიდან, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ცოტა ხანში გამოასვენებენ. მათ დღეს დაკრძალავენ.