Feedback

სოლოლაკელების გასაჭირი - ვინ დარჩება კიდევ უსახლკაროდ? მძიმე ამბები PKTV-ს 'სახლის ანატომიაში'

  /   ნანახია 1143 ჯერ

სოლოლაკელების გასაჭირი - ვინ დარჩება კიდევ უსახლკაროდ? მძიმე ამბები PKTV-ს 'სახლის ანატომიაში'

17.10.2017 თბილისი, სოლოლაკის უბანი; პაოლო იაშვილის ქ.#7 და ამაღლების ქ. #16 ტელეკომპანია PKTV-ს "სახლის ანატომია" გთავაზობთ რეპორტაჟს ამ ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან - მოსახლეობა საცხოვრებელი ბინების დანგრევისა და ქუჩაში დარჩენის საშიშროების რეალური საფრთხის წინაშე დგას. სად არის პატრონი? სად არის ქალაქის მერია, გამგეობა, საკრებულო და ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი?

ტელევიზიაში ტელეფონით ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე გავიდა.

გთავაზობთ რეპორტაჟს, რომელიც მოამზადეს ჟურნალისტმა გიგა ლელაძემ და ოპერატორმა თემურ ლაგვილავამ. პროდუსერი და მიმართულების ავტორი ქეთი სესიაშვილი მონტაჟი: ქართლოს ქუთათელი.

ჩვენ ინტერვიუები ჩავიწერეთ პაოლო იაშვილის ქ. #7-ში მცხოვრებ ქეთევან კიკნაძესთან - ყველასთვის საყვარელ, ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავთან, რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტთან, ამ სახლში ცხოვრობდა მისი მეუღლე, ცნობილი რეჟისორი, აწ გარდაცვლილი გიგა ლორთქიფანიძე.

ასევე ინტერვიუ ჩავწერეთ ამაღლების ქ. #16-ში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონ ანიკო ქარცივაძესა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ამხანაგობის თავმჯდომარე გულნარა არჩვაძესთან

გვიყურეთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV-ს silktv (251-ე არხი), magticom (151-ე არხი), myvideo, ჩვენი ვებ-საიტიდან PKTV.GE (live), youtube.com.

ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ!

დაგვიკავშირდით: (+995)577 40 83 82,   (032)218 25 19,  

ტელევიზიაში ამოქმედდა საქველმოქმედო ზარი: 09 01 40 40 47. ზარის ღირებულება - 1 ლარი. დარეკვა ნებისმიერი ქსელიდან. ამით თქვენ შეეწევით თქვენს ტელევიზიას - დამოუკიდებელ, მართალ, არავისგან მართულ ტელეკომპანია PKTV -ს! გმადლობთ