Feedback

თუ ხანძარი შემთხვევითობაა რატომ ნაცების ოფისები არ იწვის!

  /   ნანახია 983 ჯერ

თუ ხანძარი შემთხვევითობაა რატომ ნაცების ოფისები არ იწვის!

 

მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობიდან მოხსნა დედაკაც ხიდაშელს რომ არ ეთავა, დღეს გვეყოლებოდა რამოდენიმე ერთეულით მეტი ცეცხლჩამქრობი ვერტმფრენი და ცოცხალი თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული...


ხალხის მწამებელი ნაცმო ძრაობის საინფორმაციო მანქანა რუსთავი-2, შესაძლებლობას არ უშვებს რომ მინდია ჯანელიძის სახელი ლაფში გასვაროს.

საკითხავია რატომ იჩენს ეს დესტრუქციული ძალა ასეთ გამორჩეულ პერსონიფიცირებას.

 

არ შემიძლია არ დავეთანხმო ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს ამ სიტვაციის მართებულ გააზრებაში.

1.დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი "რუსთავი-2" მიზანმიმართულად უტევს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, რომლის ბიუჯეტიც არა 30 მილიონი ლარი, არამედ 3 მილიონი ლარია, ანუ 10-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში.

2.უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსგან "რუსთავი-2", რატომღაც, მეხანძრეობისა და მაშველთა კორპუსის ფუნქციის შესრულებას ითხოვს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტულად ჯანელიძის უწყება პირდაპირი პიარ-და პოლიტიკური შეტევის ქვეშაა.

3.

დააკვირდით მოცემულობას:

უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უმაღლესი სათათბიროა, საკოოორდინაციო და სარეკომენდაციო ორგანოა. საბჭო არ არის პირველად მორეაგირე ორგანო, აქ მეხანძრეები და მაშველები არ მუშაობენ. მუშაობენ ექსპერტები, რომლებიც უსაფრთხოების პოლიტიკას, კრიზისული სიტუაციების ანალიტიკურ დოკუმენტებს ქმნიან. საბჭოს აპარატს არ გააჩნია ვერტმფრენები, მძიმე ტექნიკა, მორეაგირე ცოცხალი ძალა.

საბჭოში 60-მდე თანამშრომელი მუშაობს, ძირითადად, ანტიკრიზისულ პოლიტიკას ქმნიან და ამ დოკუმენტებს აწვდიან პრემიერი-მინისტრს. ამდენად, ისინი არ არინ მეხანძრეები და მაშველები, გაიგოს ეს ყველამ.

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 11 იანვრის #4 დადგენილებით დაამტკიცა კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2010 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით მომზადდა. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკების შემცირების პოლიტიკას. ადგენს კონკრეტულ მიმართლებებს. დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს სხვა უწყებების უფლებამოსილებებს, მონიტორინგს კი ახორციელებს საბჭოს აპარატი და შესრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საბჭოს.

დოკუმენტს აქვს სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, რომელიც დახლოებით 900 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა გაწერილია სხვადასხვა უწყებების ბიუჯეტებში, პლუს არსებობს საერთაშორისო დონორების სამწლიანი სტრატეგია.

 

საბჭოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მისი წევრები არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და საბჭოს მდივანი.

4."რუსთავი-2"-ის საყურადღებოდ იმასაც ვიტყვი, რომ კრიზისების მართვის საბჭოს საქმიანობას ყველა საერთაშორისო პარტნიორი მხოლოდ მაღალ შეფასებას აძლევს: ევროკავშირი, გაერო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი... მაგრამ ამაზე "რუსთავი-2", ცხადია, არაფერს იტყვის. ეს სააკაშვილ- ბოკერიების ინტერესში არ შედის. მის ინტერესში შედის სათათბირო და სარეკომენდაციო ორგანო წარმოაჩინოს, როგორც მეხანძრეთა რაზმი, რომელიც 3 მილიონ ლარს იღებს ბიუჯეტიდან და ხანძარს ვერ აქრობს. ესაა იდიოტიზმი, არაკომპეტენტუროობა, სიბეცე! თორემ მე არც ჯანელიძეს ვიცნობ და არც ამ აპარატის ექსპერტებს. მე საბჭოს შესახებ საჯარო დებულებებს გავეცანი.

5

"რუსთავი-2" პასუხს სთხოვს კრიზისების საბჭოს და არა გარემოს დაცვის სამინისტროს! 
პასუხს სთხოვს კრიზისების საბჭოს და არა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს! 
პასუხს სთხოვს კრიზისების საბჭოს და არა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს!

საზოგადობას რჩება წარმოდგენა, თითქოს ჯანელიძეს სამი ვერტმფრენი სახელმწიფო კანცელარიის სახურავზე ჰყავს დაბმული და ბორჯომში არვუშვებს ხანძრის ჩასაქრობად.

p.s. ამ ყველაფერს კი დავამატებდი მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობიდან მოხსნა დედაკაც ხიდაშელს რომ არ ეთავა, დღეს გვეყოლებოდა რამოდენიმე ერთეულით მეტი ცეცხლჩამქრობი ვერტმფრენი და ცოცხალი თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული. დანარჩენზე საუბარს გავაგრძელებ...

ბლოგის ავტორი: შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე.