Feedback

ზოგის ფიცი მწამს, ზოგის კი ბოლო მაკვირვებს.

  /   ნანახია 1917 ჯერ

ზოგის ფიცი მწამს, ზოგის კი ბოლო მაკვირვებს.

ახალაიას ზონდერს, კაცის მწამებელ გიორგი კერესელიძეს მთელი სამინისტრო დაუდგა თავდებად ირაკლი ალასანიას და ვახტანგ კაპანაძის ჩათვლით ციხიდან გამოიყვანეს და ლოგისტიკის სარდლად დანიშნეს.

საზოგადოებას უჭირს დაიჯეროს რომ გიორგი ონიანს რომელიც გამოირჩევა მისი ღირსეული სამოქალაქო პოზიციებით, არის უამრავი საპროტესტო აქციის მონაწილე, (მათ შორის ქართული მარშის ერთერთი ორგანიზატორი) თითქოს, პირად საქმეზე შეეშინდა პროკურატურაში გამოცხადება რითიც სახლში მიემალა სამართალდამცავებს.

როგორც წესი დამნაშავეები სახლში არ იმალებიან, თუ ორგანოებს კაცის გაფრთხილება უნდათ უწყების გადასაცემად ისე მშვენივრად მონახავდნენ და მიაგნებედნენ მას როგორც მისი დაკავების დროს როგოეც გიორგი ონიანს შემთხვევაში გააკეთეს.

თუმცა ჩემი ბლოგი ვინმეს ოპერატიულ ხულიგნობებს არ ეძღვნება, ეს  საქმე სააპელაციო სასამართლოში წარდგინდა და უწყებას იქ მოუწევს მისი ბუნდოვანი ქმედების დაცვა.

საქმე იმაშია რომ ქართული საპარლამენტო სივრციდან გარდა ემზარ კვიციანისა არავის ეყო გამბედაობა თავდებად დადგომოდა გიორგი ონიანის სიმართლეს.

    ყველაფერთან ერთად ნაციონალურმა მიძრაობამ, უმრავლესობის რიგებში დანერგა შიში, იქ ყველა ასეთი არაა მაგრამ მასაზე გავლენა უდაოდ მოახდინეს.

უმრავლესობაში ვისაც შერჩა ღირსება და ნაც მოძრაობის დაუძინებელი მტერია მიუხედავად მისი სტატუსისა არ პატიობენ და საქმეში ჩართული ჰყავთ  კოაბიტირებული ოპერატიულ სამსახურებში ჩანერგილი ,,კადრები".
უარგუმენტაციოდ არაფერს ვამბობ თუმცა დეტალებზე ახლა არ ვისაუბრებ.

პარლამენტი კრებითი ორგანოა, თქვენ მაქ ფიცს დადეთ ბატონებო, ახლა თქვენს მიერ დადებულ პარლამენტარის ფიცს არ შეგახსენებთ, მაგრამ როცა ხედავთ რომ საზოგადოების გულში ე.წ. ოპოზიციური ძალა (ნაცები) მდუმარე გადატრიალებას აწყობენ, როცა საზოგადოების დაყოფის და შეტაკებისთვის ყველაფერს აკეთებენ, ვგულისხმობ ბატონი რეზო ამაშუკელის და ჯანსუღ ჩარკვიანის შორის დეზინფორმაციული სტატიების გავრცელებას. თქვენ ჩუმად არუნდა ისხდეთ, მარტო ემზარ კვიციანს არა აქვს ვალდებულება მაქ დადებული ფიცის წინაშე, თორე ნაცებს არც ღმერთის სწამთ არც ფიცის და არც ეკლესიის.

ჩუმად ყოფნა, და მარტო საკუთარ ახლობლებზე და კუჭზე ზრუნვა მამულიშვილური საქციელი ვერ იქნება.

ერის არჩეულმა კრებითმა ორგანომ უნდა შეძლოს სამართლიანი კანონის შექმნა, ასევე თქვენ  გეკისრებათ საზოგადოებაში შექმნილი ბურუსის გაფანტვაც.

ამ ეტაპზე მეტს არ ვიტყვი, უბრალოდ ზოგის ფიცის მწამს მაგრამ ზოგის ბოლო მაკვირვებს.


ბლოგის ავტორი : შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე.