Feedback

კრებითი სახელები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

  /   ნანახია 5274 ჯერ

კრებითი სახელები  საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

 

დაზვერვა- ღრმა შინაარსის მატარებელი სიტყაა, ის ტრადიციული და არატრადიციული  ბრძოლის ინპროვიზირებულ მეთოდებს მოიცავს. მისი განშტოებები  რადიკალურად განსხვავებულია. საბოლოოდ კი ყველა ,,ხაზს" ერთი მიზნისკენ აერთიანებს: შეასუსტოს,ბრძოლის უუნარო გახადოს დაშალოს და დემორალიზირება გაუკეთოს ქვეყანას ვის წინააღმდეგაც ის იბრძვის.

ყველა ტრადიციული საომარი კამპანია რომელიც მოკლებულია საზოგადოებრივ მხარდაჭერას წინასწარ განწირულია დამარცხებისთვის. სადაზვერვო სამსახურების საქმიანობა და ინტერესები მხოლოდ ტრადიციული ომის დროს მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების შესახებ ინფორმაცის შეგროვება  არაა, მისი ფუნქციაა სახეცვლილი არატრადიციული მეთოდებით გათიშოს ერის ერთობა რის შემდეგაც ქვეყანას გამოფიტავს თავდაცვითი პოტენციალიდან.

 

მშვიდობიანობის დროს დაზვერვის სამსახურები  საკუთარი ინტერესების სტაბილიზაციისათვის დაინტერესებულ სახელმწიფოში თავიანთი ოპერატიული ქსელების მეშვეობით სწავლობენ: შიდა პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებას. საჭიროების შემთხვევაში ქმნიან ,,დაბრკოლების ზოლებს" იწვევენ დესტაბილიზაციას, ატარებენ დივერსიებს, ქმნიან საბოტაჟს რაც ეყრდნობა შესწავლილი ინფორმაციის მყარ ანალიზს და ფაქტობრივ გარემოებებს. ლოკალურ შემთხვევებში იყენებენ მაღალჩინოსანთა მოსყიდვის, კომპრომეტირების, და გადაბირების ტრადიციულ მეთოდებს. სიტუაციების მანიპულაციისთვის ისინი ინტერესდებიან საზოგადოებისათვის ცნობადი სახეებით: მსახეობებით, ჟურნალისტებით, და .. რათა საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიულად მოხდეს მათი გამოყენება დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში.

 პირდაპირ თუ ირიბად უცხო ქვეყნის დაზვერვის უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენს  მოწინააღმდეგე ქვეყნის ეროვნული ღირებულებები, ტრადიციები, სარწმუნოება და ყოველი ის რაზეც სახელმწიფოებრივი იდეა დგას.

არის პროფესიული გამონათქვამი ,,შეიძლება არსებობდეს ორი მეგობარი ქვეყანა მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეც სამსახური"

 

ქვეყნის თავდაცვის უნარიანობაზე პასუხს მხოლოდ არმია არ აგებს, სპეციფიური არატრადიციული საფრთხეები რომლებიც ფარული ბატალიების ფრონტზე მიმდინარეობს აღსაკვეთია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ეს მათი უშვალო გამოწვევაა და უმთავრესი საბრძოლო ამოცანაც.

 ამისთვის არსებობს კონტრ დაზვერვის სამსახური რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით რათა არ დაუშვას უცხო ქვეყნის დაზვერვის ინტერენცია როგორც ხილულ ისე ფარულ ომში.

ის ვალდებულია მოახდინოს სიტუაციის ანალიზი, განსაზღვროს საფრთხეები, დაამუშაოს მიღებული ინფორმაცია,  მათშორის დაიწყოს შესწავლა, აწარმოოს მოკვლევა და დაგეგმოს ღონისძიებები კონტრ მოქმედებისთვის.

 

ქართული მარშის წინააღმდეგ დაწყებული ისტერია მოიცავდა სამ ფაზას 

1. თათია დოლიძის ფაქტორი

მან წარმოაჩინა თითქოს აკადემიურ სახე, რომელიც იყო გაჯერებული ეპისტოლური ჟანრით

ამ ე.წ. ,,ქადაგების" პროცესში ის აგრესიულად იხსენიებდა 10000 მეტ დემონსტრანტს და ქართველ ერს უყალიბებდა ქცევის პოსტულატებს. ბოლოს კი მოიხსენიებდა მათ ფაშისტებად და მეზობელი ქვეყნის აგენტებად.

2.თეონა ბაღდავაძის ფაქტორი

 რომელიც სოლიდარული იყო ქალბატონი თათია დოლიძის და ამავდროულად აკნინებდა ქართველი მამაკაცის ღირსებას. ამბობდა მარშზე მყოფი,,მამაკაცები საროსკიპოშიც არ შეიშვებოდნენ" ამით ქალბატონი თეონა ცდილობდა არამხოლოდ ქართული მარშის იდეის დისკრედიტაციას არამედ ამზადებდა პლაცდარმს მომავალ დღეებში ქალთა სახელით დაწყებულიყო მასიური გამოსვლები და გადანიღბულიყო ეროვნული თემა.

3.ნინა სუბლატი რომელიც ასევე გამოვიდა ქართული მარშის წინააღმდეგ, ტიპიური ვულგარული და ქუჩური  რიტორიკით რომელიც  საუბარში იხსენიებდა ორალური სექსის ტერმინებს და დამამცირებლად მოიხსენიებდა ქართველ მამაკაცებს.


ეს სამი ელემენტი წარმოადგენს ე.წ. მაღალი წრის ქალბატონს 

1.თათია დოლიძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი, დიპლომატის ამბიციებით. ირკვევა რომ ის არის არაქართული წარმოშობის, ვრცელდება ფოტოები სადაც ის არაოფიციალურ ვითარებაში გალაღებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ბოევიკთან თემურ ცხურბათთან რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული სქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. ქალბატონი თათიას ავიწყდება რომ დიპლომატიურ საქმიანობაში არსებობს გარკვეული ზღვარი და ეტიკეტი, მათშორის ურთიერთობის. როგორც ყოფილი წარმომადგენელი ის ვალდებულია შეინახოს სახელმწიფოებრივი ინფორმაცია მოეპყრას მას დადგენილი წესით და გაემიჯნოს ყველა სახის დესტრუქციას რომელიც აკნინებს ქართველი ერის გამოხატულ ინტერეს.

თათია დოლიძეს საპარლამენტო სხდომახე გამოსვლის დროს ეკუთვნის სიტყვები ,,აფხაზეთს აქვს ძალიან ბევრი რესურსი საიმისოდ, რომ რაღაც სახელმწიფოებრივის იდეაზე ისაუბროს"

 კონტრ დაზვერვით საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამდებობაზე დასანიშნი პირის წარსულს მის წარმომავლობას და პიროვნული მახასიათებლების შესწავლას. გამომდინარე აქედან დღის წესრიგში უნდა დადგეს იმ პიროოვნების შესწავლის საკითხიც ვინც თათია დოლიძეს  მისცა სახელმწიფოებრივი დაშვება რითიც აშკარად  ცუდად წაახალისა თანამდებობაზე. სადაზვერვო საქმიანობაში ხშირია ისეთი ფანდები როცა პერსონები მიზანმიმართულად ახდენენ გარკვეული თემის გააქტიურებს, ნიღბავენ თავის პერსონას რათა შემდგომში ამ გაღებული მსხვერპლით მოახდინონ ასმაგი შედეგის მიღება. შემდგომში დასმულ კითხვებზე აპელირება გააკეთონ წარულზე და მიგითითონ ყალბად შექმნილ ისტორიაზე რომელიც მხოლოდ წინასწარ გათვლილ მიზნამდე მისასვლელი გზა იყო. 

დღეს ქალბატონი თათია იძახის რომ მან გაეროში რუსეთის ელჩს საკადრისი პასუხი გასცა და ის ამიტომ მისი ქვეყნის საამაყო შვილია. 

ასეთ პასუხებს მოწინააღმდეგე მხარეს სცემენ თითქმის ყველა სარბიელზე თუმცა მათი პუბლიცირება ნაკლებად ხდება, გარდა ამისა ქალბატონი თათია მიისწრაფის პოპულიზმისკენ მონაწილეობას იღებს ე.წ. შოუებში და ცდილობს საზოგადოების თვალში მოხვედრას რაც აშკარად ემსახურება სათანადო მიზანს.

2.თეონა ბაღდავაძე- დაუყოვნებლივ შესასწავლია რა კავშირში იმყოფება უცხოელებთან, მისი კონტაქტები, სანათესაო წრე, საბიუჯეტო რესურსი გასაგებია ვისზე არის ფინანსურად დამოკიდებული. როგორ მოხვდა კომპანია ,,ბილაინის" პრეს სამსახურის უფროსად?

 როგორც წესი პრესასთან ურთიერთობის მენეჯერები ათიათასი კაცის შეურაცმყოფელ განცხადებებს არ აკეთებენ. ვინაიდან ასეთი რანგის ხელმძღვანელებს აქვთ ურთიერთობის დრესკოდი და თმენის განსაკუთრებული ვალდებულება. მისი ასეთი არამარკეტინგული გამოსვლა რაც მოვლენათა მოზაიკაში ერთი ნატეხია  უდაოდ არის მისი მოტივების შესწავლის საფუძველი. 

3. ნინა სუბლატი - აუცილებლად უნდა დადგინდეს მის უცხოური ვოიაჟები, უცხოური კონტაქტები,  ინტერესები.  არის თუ არა ის ნარკოდამოკიდებული , აზარტული თამაშის მიმართ მიდრეკილი ამ ორ ასპექტს კონტრ დაზვერვით საქმიანობაში თავისი ხარისხი  გააჩნია. ქალბატონი სუბლატის არააკადემიური გამოსვლა გათვლილი  იყო საზოგადოების იმ ფენისთვის ვინც სოციუმის კულტურულ ფსკერზე იმყოფება და მაღალი ინტელექტუალური მონაცემებით არ გამოირჩევა  აშკარაა რომ ის მუშაობდა საზოგადოების ამ ვიწრო წრის აზრზე ე.წ. თინეიჯერების ჩათვლით.

ამ ტრიადის იმპულს მოჰყვა ე.წ ქალთა მარში რამაც ცხადყო რომ მათი სიტვაციის ხელოვნური აგზნებადობა უნდა გამხდარიყო ქართული მარშის საპირწონე პასუხი ,  თითქოს საქართველოში ქალებზე ძალადობა ხორციელდება რომ თითქოს მათი უფლებები დარღვეულია სიტუაციის გლობალიზება და გენდერული პრობლემების გააქტიურება ზუსტად რომ წარმოადგენდა ეროვნული ინტერესების გადაფარვის ტაქტიკურ მანევრს და პრობლემების სხვა სპექტრში გადატანას.

მე მივიჩნევ რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების ხელოვნური დაძაბვის მცდელობა განხორციელებულია საგარეო ძალების დაზვერვის სამსახურების მიერ. რასაც კავშირი აქვს საზღვრის გადმოწევასთან ასევე  იქ შეკრებილ  საზოგადოებასთან.  თითოეული დესტრუქციული პროცესი აშკარად მართულია გარე ძალების მიერ რომლებსაც საქართველოში აქვთ სხვადასხვა სახის ინტერესები როგორც : ტერიტორიული, რელიგიური, სოციალური და გეოსტრატეგიული.

მე მივიჩნევ მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროში მომსახურე პატრიოტი პროფესიონალებისა აღნიშნული საკითხი სცდება ამ უწყების საგამოძიებო კომპეტენციას და უშვალოდ შედის  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და კერძოდ კონტრდაზვერვის კომპეტენციაში.

გამომდინარე სიტვაციიდან არშეიძლება დავიბრმაოთ თვალები და საქმე აღვძრათ ვინმეს მუქარის ან შეურაცხყოფის ფაქტზე როცა რეალურად ანტისახელმწიფოებრივ  დესტრუქციასთან გვაქვს საქმე.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ  გააქტიურდა დღეს იყო ეს თათია დოლიძე, თეონა ბაღდავაძე თუ ნინა სუბლატი ისინი მხოლოთ კრებითი სახელებია მნიშვნელობა აქვს იმას ვინ დგას მათ უკან და რა ძალაა ეს?

სახელმწიფო მეთაურებმა უნდა მოუსმინონ უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ მოხსენებებს, საჭირო  არაა თავი ავარიდოთ პრობლემებს  ხსნა მხოლოდ  ეროვნული ინტერესების დაცვაშია.


ბლოგის ავტორი: შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე