Feedback

,,ძაღლების მომვლელად დაგასაქმებდით პოლიტიკური განცხადება რომ არ გაგეკეთებინა"

  /   ნანახია 1944 ჯერ

,,ძაღლების მომვლელად დაგასაქმებდით პოლიტიკური განცხადება რომ არ გაგეკეთებინა



ბატონებო თქვენს წინაშეა შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი უჩა გაგუჩია.

იშვიათად მეგულება ისეთი მამაცი ადამიანი, ვინც საომარი ფორსმაჟორის დროს საკუთარ თავზე საარტილერიო ცეცხლს გამოიძახებს. ალბად მოხდენით ბევრი რამე უნდა მოხდეს და კანონიც კანონია, მაგრამ როცა ტყვიები ფრინავს და ჭურვები სკდება მოვალეობები ბევრს ავიწყდება.

ყველას კარგად გვახსოვს 2008 წელი, შინდისის ტრაგედია ამ ადამიანმა საკუთარ ხელმძღვანელობას მისცა მისი კოორდინატები ,,ალყაში ვარ და დაგვბომბეთო" ეს ნიშნავს საკუთარ თავზე საარტილერიო ცეცხლის გამოძახებას, იგივე შეგნებულ სიკვდილს ტყვედ არჩაბარებას, შეგნებულ თავგანწირვას. გმირს არავის არ დაუძახებ, მითუმეტეს ცოცხალ ადამიანს მაგრამ თუ რამეს ნიშნავს დღეს სიტყვა ,,გმირი" ის შეგნებულ თავგანწირვაზე დგას.

რა მოხდა იქ და რა ნახა თავად ეს მისი სათქმელია, ვიცი რომ იყო დაჭრილი და ვიცი რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ომის შემდგომ  მშობლიურმა უწყებამ როგორც ,,чужой" გაიყვანეს თადარიგში ანუ მოიშორეს გაანთავისუფლეს.

ნაცების ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უწყებაში მის  სამოქალაქო შტატზე აღდგენას თურმე ხელი შეუშალა 2008 წლის ომთან დაკავშირებულმა მოკლე ინტერვიუმ, სადაც თადარიგის კაპიტანმა უჩა გაგუჩიამ ისაუბრა მხოლოდ  ლოკალურ უბედურებაზე რაც თავად ნახა და რამაც გაწირა და დაღუპა ჯარისკაცები.

მისი საქმის შესწავლის დროს ბატონებმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ  მოითხოვეს ამ საკითხზე გაგუჩიას არ ესაუბრა ღიად რაც მან ნახა ეს უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ. სიჩუმის სანაცვლოდ  მას ძაღლების მომვლელად დაასაქემბდნენ.

თუმცა რა არუნდა ესაუბრა რაც უკვე ღიად და საჯაროდ კაცურად ჰქონდა ნათქვამი.

ბოლოს შედეგი ასეთი დადგა, ბატონმა გენერალ-მმაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ განაცხადეს ,,ძაღლების მომვლელად ვერ დაგასაქმებთ პოლიტიკური განცხადება გამოგივიდა და მიტომო"

,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი გულდასმით შეისაწავლის" შინდისის მოვლენების იმ ახალ გარემოებებს რასაც ასე დიდი მონდომებით მალავენ კონკეტული პერსონები!


თადარიგის კაპიტან უჩა გაგუჩიას არა აქვს არც სამსახური არც ჩინ -მედლები არც ე.წ. ვეტერანის საბუთი, სამაგიეროდ მას აქვს მოვალეობის უზარმაზარი გრძნობა , საქართველოს გამო მიღებული ტრამვები და ჭრილობები რაც ყველა ხელფასზე და მატერიალურ თამასაზე ღირებულია.

P.S. თავდაცვის სამინისტრომ უნდა იზრუნოს ასეთ ადამიანებზე ეს  უწყებიის ინსტიტუციონალური ვალდებულებაა.
 
 
 
                    ბლოგის ავტორი: შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე.