Feedback

რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მონა იქნები თუ აშშ-ს ოყნა?

  /   ნანახია 1283 ჯერ

რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მონა იქნები თუ აშშ-ს ოყნა?

რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მონა იქნები თუ აშშ-ს ოყნა?

გუშინ ქალბატონი ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ვიყავი, ჩემთვის კულისებში ვიჯექი და თვალს ვადევნებდი პოლიტიკურ დისკუსიებს.

 

ბატონი მალხაზ პატრაიას და ქალბატონი მანანა ნაჭყებიას ტანდემმა გამაოცა. იმედია მათი გონებით არასოდეს დაკომპლექტდება ხელისუფლება.

ვნახე გოგონა (აქტივისტი) რომელმაც დეფაქტო საზღვარზე კარავში ღამის გათევა უკვე მოასწრო და   გუშინ სტუდიაში იჯდა. მძიმე სახით ხელისუფლებას ლანძღავდა და მის გვედით მჯდომ ახალგაზრდა კაცს ტაშის დაკვრას უკონტროლებდა.

მოვისმინე ყველაფერი ,,რა კაგია ამეიკა და რა ცუდია რუსეთი“.  ბაბაიას ფსიქოლოგიაზე წიგნიც დაუწერიათ.  სამწუხაროდ: ბალზაკის, ოჰენრის, სერვანტესის და ჯორჯ ორუელის შემდეგ ტურაშვილის და რურუას მაგვარ ,,ავტორებს“ არ ვკითხულობ.

 

უსაფრთხოების საქმე პოლიტიკაში როცა გაითქვიფება და ყველას ყველაფერზე საუბრის უფლება მიეცემა რა რეალობაც გვაქვს იმაზე უარესს უნდა ველოდეთ.

 სახეცვლილ ნაცებთან და სატელიტ ნაცმაცუნებთან  უბრალოდ მიჩნდება კითხვები.

  1.  როგორ აპირებთ რუსეთის დაშლას?

თქვენი ,,სტრატეგიული“ გეგმა ხელახალი ომის შემთხვევაში რომელშიც სხვის შვილებს წირავთ და თქვენ წითელ ხიდზე გარბიხართ ეს ,,ტაქტიკა“ უკვე ვიცით.

2.ატომური შეიარაღების გეოპოლიტიკური ქვეყანისთვის  ,,დანა- ჩანგლით  ომი ვის მოუგია?

ავღანეთი რომ გაკერიათ პირზე ხომ არ გავიწყდებათ ვინ მიაწოდა მათ ,,სტინგერები“და ვინ ლობირებდა ავღანეთში ასიმეტრიულ ომს?

 

2008 ში პამპერსის და წყლის იმედათ დაგვყარეს. ჩემი ქვეყანა წყალუხვობით მესამეა მთელ ევროპაში თუ რათქმაუნდა ისეთი ქიმიური დასნებოვნების წინაშე  არ დავდგებით საეთოდ წყალი დასალევად ვარგისი იყოს.

არ მჭირდება მე ოკეანის გადაღმიდან ჩამოტანილი წყალი იმიტომ რომ აქ ბორჯომი გვაქვს.

ცარიელ სიტყვებში ჩვენი ბიჭების მისიებში გაღებული სიცოცხლე უაზროდ დიდი საფასურია და სტრატეგიული მოკავშირეობა თუ ომის დროს წყლით მომააგებას ითვალისწინებს გამოდი რომ ცუდ პოზიციაში ვართ.

 

     ხალხს პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია და ეროვნული ღირსების განცდა არ გააჩნიათ რომ არაფერი  ვთქვათ ძალთა ბალანსის შეგრძნებაზე რომლის დანახვაც არ უნდათ.

იმ მოზრდილ ,,ბავშვებს“ რომლებიც დეფაქტო საზღვაზე კარვებში ღამეებს ათენებენ ვეტყოდი. მაგის მაგივად ჯარში წადით სამშობლოს წილ თქვენი სავალდებულო ვალი მოიხადეთ თორე მაგ საზღვრებთან თქვენზე მაგარი ბიჭები იდგნენ და დაიღუპნენ კიდევაც.

ქვეყნის დაცვა კარვების გაშლა და მიტინგის მოწყობა არაა. მაშინ სად იყავით სააკაშვილის თანამოზიარე ვლადიმე ჩაჩიბაია და ლევან იზორია დამსახუებულ სამხედრო ვეტერანებს არმიიდან რომ ყრიდნენ და სამხედრო ავიაციას რომ ანგრევდნენ?

ხიდაშელი თინა რომ თავდაცვის მინისტრად აღზევდა  ,,ბუშლატ“ მოხურული მწყობრის წინაშე რომ  ,,ორატორობდა“ და სამხედო სავალდებულო ჯარს რომ აუქმებდა?

ანი თუ ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე რომ გახდა და ნაპოლიციონერალი თამარ გაბიანი სამხედრო ომბუდსმენის ,,ქურქით“ შეიმოსა? მაშინ რატომ არ შლიდით კარვებს და რატომ არ აპროტესტებდით ამას?

სწორედ აქ გადმოიწა საზრვარი და არა მაქ სადაც ახლა თქვენ ერთ ღამეს ათევთ მეორე დილით კი ტელევიზიაში ზიხათ და ხელისუფლებას ლანძღავთ.

 

თუ თქვენი თავის რეკლამირება გინდათ ჯერ უნდა ისწავლოთ, მერე უნდა ემსახუროთ თქვენს ქვეყანას,  სამხედრო სავალდებულო ჯაშიც უნდა იმსახუროდ და მერე უნდა შეკრათ ,,მუშტი". თქვენი მაქ ღამის თენებით სიტვაციის ესკალაცია და ვითარების პროვოცირება საოცრად მარტივია. კომფლიქტური თემატიკა ამ შემთხვევებს ცნობს და თუ აქამდე ამის მთქმელი არ გყავდათ გულახდილად გეუბნებით რომ ეს ასეა.

არ ხათ თქვენ ის ძალა ეს ფიზიკური ოკუპაცია შეაჩეროთ, ვისაც ეს საჭიროების შემთხვევაში უნდა გაეკითებია არმიიდან სახლში გაყარეს.

 

მე არ ვიცი რახდება მსოფლიო პოლიტიკის კულისებში სად იწყება აგრესიულო მოლაპარაკებების ფინალი ან სად სრულდება იგი. არც რუსების მონა უნდა იყო და არც აშშ-ს ოყნა.

მე მაქვს რეთი კითხვა.

 ღმერთმა დაგვიფაროს რამე რომ მოხდეს ის ერთი ბატალიონი რომელიც იმყოფება ავღანეთში, ისე დაიგვიანებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად როგორც ეს 2008 წელის ომის დროს  მოხდა.

 მე არ მეგულება ქვეყანა რომლის 20% ოკუპაციაში იყოს და ასეთი ქვეყანა ბატალიონის დონის სამხედრო შენაერთს გზავნიდეს ავღანეთში ,,მშვიდობის“ დასაცავად.

ყველაფერი შედარებითია თორე ძალთა ბალანსის ზღვარი არ მავიწყდება.

არავინ არ ჩამოვა აქ და ჩვენს მშვიდობას ფიზიკურად არ დაიცავს. ქართულ არმიას აქვს ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ტერიტორიული თავდაცვა ასე რომ მოხსენით ის ბატალიონი ავღანეთიდან, დატოვეთ იქ ათი ჯარისკაცი ჩვენი დროშის საყარაულოდ და დანარჩენი დააბრუნეთ სამშობლოში.

თუ პოლიტიკურ წრეებში იმხელას ვერ იაზრებენ რომ ატომურ ქვეყანასთან არც პოლიტიკურ და არც საცეცხლე კომფლიქტში არ უნდა ჩავებათ მეტადრე გეოპოლიტიკურ ბატალიებში არუნდა გავისრისოთ ძალიან ცუდია.

ეს ჯოკერის თამაში არაა აქ წაგებაზე და მოგებაზე მეტად ეროვნული ღირსება უნდა იქნას შენარჩუნებული. საზოგადოება ამიტომ ინახავს არმიას და არა სხვის ტერიტორიაზე მშვიდობის დასამყარებლად.

P.S. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, სახელმწიფო რთული მოწყობის ორგანიზმია თუ საჭიროა უნდა იომო თუ საჭიროა უნდა ისაუბო.

 ,,ბაბაიას“ დაძახება კი არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გამო, ეშმისთვის რომ მოგიწიოთ უკანალზე კოცნამ ისიც უნდა გააკეთოთ. მაგრამ უმოტივაციოდ და სამშობლოს სახელის გამოყენებით არა. (ჩემი პოსკრიპტუმი მხოლოდ პოლიტიკოსებს ეხება) ბატონებო არ დაკარგოთ ,,თუ“ - საჭიროების შეგრძნების ზღვარი.