Feedback

,,საზღვარმა სიმშვიდე არ იცის“

  /   ნანახია 733 ჯერ

,,საზღვარმა სიმშვიდე არ იცის“

,,საზღვარმა სიმშვიდე არ იცის“

 

ცენტრალური მაგისტრალიდან  400მეტრით გადმოწეული  ე.წ საზღვარი რეალობაა.  გინდ ბორდერიზაციის პროცესი დარქვი და გინდ ოკუპაციის გაგძელება. დასანანი ისაა რომ არაფრის შეცვლა არ გვინდა, ამის შესაჩერებლად კი სათანადო ნაბიჯების გადადგმას მე ვერ ვხედავ.

 როცა ჩემი ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება მე მიჩნდება კითხვები სად არიან სტრატეგიული პარტნიორები?

სადაა ქართული არმია?

 

თუმცა იქვე მახსენდება რომ სტატეგიული პარტნიორების ინტერესში მხოლოდ სიტყვიერი ,,მხარდაჭერა“ შედის და სამწუხაროდ ჩვენს გამო სიკვდილს არავინ გეგმავს. აქვე მახსენდება ისიც რომ ქართული არმია ავღანურ მისიაში იცავს მშვიდობას და ,,დიდი ძმების“ საამებლად თვით სიცოცხლესაც არ ვიშურებთ. თუმცა გაღებული სიცოცხლის სანაცვლოდ ცარიელი სიტყვებით გვიმაგრებენ გულს, რომელიც არაფერში გვარგია. აშკარაა რომ ასეთი ,,სახელმწიფოებრივი“ გაცვლა (სიცოცხლე- ცარიელი სიტყვების სანაცვლოდ) ბარტერი ვერაა.

რუსეთის ფედერაცია  ხან 100 მეტრით ხან კი 200 მეტრით მოიწევს წინ, გვანახებს ჩვენივე ,,სტრატეგიულ“ გადაწყვეტილებათა სისუსტეს და უშედეგობას. ასეთია მათი ტაქტიკა.

 

როცა 20% ოკუპირებული ქვეყანა ხარ, სტრატეგიული მეგობარი კი ცარიელი სიტყვების გარდა არაფრით გშველის, ალბად იმის ფუფუნება არ უნდა გქონდეს თავადცვის მინიტად სელფერი თინა ხიდაშელი და ფიქტიური დოქტორი ლევან იზორია მოიყვანო.

 

ყველამ იცის რომ რუსეთი აგრესიული სამხედრო სახელმწიფოა, რომ ის მის პოლიტიკას სამხედო სიძლიერეზე ამყარებს, რომ რუსეთის ენერგო მატარებლები მისი ვერაგი და შეუვალი პოლიტიკის უძლიერესი იარაღია.

 

თუმცა საეთაშორისო დიალოგის დონეზე რუსეთს ვერავინ ემიჯნება, რადგან მათი დიპლომატიის წნეხი არავის სურს მის პირად ,,ტყავზე“ იგემოს.

 

თუ შედეგი გვინდა საუბარი უნდა შევძლოდ, პრობლემის მოსაგვარებლად მოწინააღმდეგესთან საუბრობენ და არა მოყვარესთან.

 საკუთარი ერონული ინტერესების სასარგებლოდ დიპლომატია უნდა ვიქონიოდ და საგარეო პოლიტიკა ვკეთოდ.

 

 თუ ომის ან საცეცხლე თავდაცვისთვის ვემზადებით, მაშინ   იზორია თავდაცვის მინისტრი არ უნდა იყოს.

ქვეყანას შეიძლება  იომოს, თუნდაც გამარჯვების იმიედის გარეშე, მაგრამ არმია ვალდებულია შეინარჩუნოს ეროვნული ღირსება, რადგან ღირსეულ დამარცხებასაც აქვს მისი ხიბლიც და აზრიც. სამარცხვინოა მხოლოდ გაქცევა.  მე მეჩვენება რომ ჩვენ გაურბივართ საკუთარ  თავს, საკუთარ პობლემებს. ხსნას საოცრად ეფემერულ სიტყვებში  ვეძებთ  და ვიქმნით ყალბ ილუზიებს.

 

რეალობა კი ერთია არავინ არ მოვა და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გამო არ მოკვდება ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მოვკვდეთ სხვისი სიკეთის გამო.

 

რუსეთი რომ გეოპოლიტიკური გიგანტია ამაზე არავინ არ დაობს, მისთვის საქართველოს ტერიტორიის სივრცულ გავლენაში შენარჩუნება ამბიციების და ავტორიტეტის საკითხია და არა საჭიროების.

უარესია თურქეთი მას უფრო ვერაგი ამბიციები აწუხებს.

ანალოგიურს აკეთებს ამერიკაც. საქართველოს ამეიკულ ინტერესში მოქცევა საოცრად წააგავს საბჭოთა კავშირის მიერ კუბის გაწითლების ფაქტს. (მაშტაბების სიმცირეა მხოლოდ)

სადაა ჩვენი სუვერენიტეტი როცა ყველაფერი ჩვენს მაგივრად უკვე გადაწყვეტილია?

თავი რომ გავანებოდ ფიზიკურ ოკუპაციას იდეური ოკუპაცია გვგუდავვს.

საბჭოთა კავშირის დროს იმდენი ქართველი არ ყოფილა როტირებული ავღანეთში რამდენიც იქ დღეს არის.

მაშინ თუ ამას იმპერიალიზმს ვაბრალებდით დღეს ხომ ამას ჩვენი ნებით ვაკეთებთ. ( სასაცილო მხოლოდ ისაა რომ მაშინაც და ახლაც ავღანურ მისიას სამშვიდობო ერქვა)

რაითაა ჩვენი ერთი არჩევანი მეორეზე უკეთესი ვერ ვხვდები.

ასე იქნება მუდამ სანამდე  ეროვნული ინტეესებით ფიქრს ვერ ვისწავლით და სანამდე გაღებული სისხლის ფასი არ გვეცოდინება.

 

არაბებმა, თურქებმა, ირანელებმა, ნიგერიელებმა და ჩინელებმა წალეკეს საქათველო!

ტელესივრცეებში თურქული სერიალების გახშირებული ტრანსლიაციის გამო ახალგაზრდა თაობამ დავით აღმაშენებლის დამსახურების მაგივრად ვიღაც თურქი ეფსუნის პირადი ისტორია უკეთ იცის.

მარჯანიშვილზე აღმაშენებლის გამზირი ბუღა თურქის სახელობის ჩაიხანა გეგონება.

საქართველოში გახსნილ თურქულ სკოლებში სწავლას ყურანით და ჩადრით იწყებენ.

სახალხო დამცველს მამათმავლების უფლებების გარდა სხვისი უფლებები არ ადარდებს.

უხილავმა იდეურმა ოკუპაციამ საქართველო  უკვე შუაზე გაყო. დანარჩენი ხილული მხოლოდ ფასადია.

 

P.S. ნაცები მისულან და ,,ერის სიყვარულში“ გადმოწეულ საზღვარზე ბანერები ჩამოუხსნიათ. 

თქვენ ის ხალხი არა ხათ ვინც კოდორიხეობა და ახალგორი  ჩააბარა  მერე კი წითელ ხიდთზე გარბოდით? ნაცების გულწფელობის უბრალოდ არ მწამს.

 

ფიზიკური დეოკუპაცია არ მოხდება მანამ სანამ იდეურ დეოკუპაციას არ ავლაგმათ და ეროვნული ცნობიერებით, ინტეესებით და ფიქრით ცხოვრებას არ ვისწავლით.

პირელყოფილი თემური წყობილების ტომივით ხანმოკლე ვიტალური გრძნობებით არსებობა რომ არ ამათლებს ალბად ნათელია.