Feedback

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე: ეკონომიკური ოკუპაცია ანუ შენი ნებით სხვისი ქვეყნის ეროვნული ინეტერესების სამსახურში, PKTV

  /   ნანახია 1171 ჯერ

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე: ეკონომიკური ოკუპაცია ანუ შენი ნებით სხვისი ქვეყნის ეროვნული ინეტერესების სამსახურში, PKTV

 

,ერების დაპყრობის და დამონების ორი გზა არსებობს: პირველი - იარაღით, მეორე - ვალით'! ეს სიტყვები ჯონ ადამსს ეკუთვნის. გლობალური იმპერია შეიქმნა ეკონომიკური ,,მკვლელების“ სწორი უცეცხლო ომის საომარი სტრატეგიის მეშვეობით, რომელი სტრატეგიაც  მდგომარეობდა შემდეგში: კერძოდ, ისინი პოულობდნენ ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციების ან რეზიდენტი ბანკების დახმარებით აძლევდნენ დიდძალ ფულს, სინამდვილეში კი, გაღებული ფული არასდროს არ შედის ქვეყნის ეკონომიკურ 'ტანში', ის იმავე დონორის კოორპორატიულ წრეზე ბრუნავს. ქარხნების, ფაბრიკების და სხვა საწარმოების აშენება ეს მხოლოდ ფასადური მომენტია დაკარგად დამუშავებული , უფრო კარგად კი შენიღბული სქემა, რეალობაში, მხოლოდ რამოდენიმე მდიდარ ადამიანს ამდიდრებს, ვისაც ხელთ აქვს ძალაუფლება და ვინც საკვანძო პერსონაა ეკონომიკური ოკუპაციის საჭიროებისთვის. ქვეყანაში ადამიანების უმეტესობა ამ ჩადებული ფულის არსებობას ვერც იგრძნობს, თუმცა ქვეყანას დარჩება დიდი საგარეო ვალი, რომლის გასტუმრებასაც ვერ მოახერხებს, სწორედ ესაა ეკონომიკური ოკუპაციის მთავარი სტრატეგიული მიზანი, შემდეგ გამოჩნდებიან ფარდის უკან მიმალული ადამიანები - უცხო ქვეყნის რეზიდენტები და მოვალე ხელისუფლებას პირობას უყენებენ: თქვენ არ შეგიძლიათ თანხის გადახდა, ამიტომ დაბალ ფასში მოგვყიდეთ ის წიაღისეული, რაც მოვალე ქვეყანას მდიდრად აქვსო’! შესაძლოა  ეს იყოს მადნეული ან ნავთობი; შეთავაზების თემა შესაძლოა იყოს სულ სხვა, მაგალითად, მოითხოვონ მოვალე ქვეყნის ბაზაზე სამხედრო ბაზის განთავსება, თუნდაც მოითხოვონ მოვალე ქვეყნის არმიის გაგზავნა ე.წ. მისიებში, მათი არმიის დასახმარებლად, რომელსაც ყველაზე ცხელ ზონებში გამოიყენებენ; შესაძლოა, ხარკის სანაცვლოდ, გაეროში ან სხვა პოლიტიკურ სარბიელზე მოითხოვონ მხარდაჭერა საკუთარი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ; ეკონომიკური ოკუპაციის მთავარი ტაქტიკა სცნობს სახელმწიფო საკუთრებების პრივატიზებას, ესაა ენერგო მატარებლები, რომელთაც პრივატიზების შემდეგ ყიდულობს ის სახელმწიფო, რომელიც ფულის გამსესხებელია! ამას ახდენს ბუფერული კორპორაციებისა და კომპანიების მეშვეობით. ამგვარად, არსებობს მსოფლიო ბანკის საოცრად მზარდი სისტემა და სხვა საერთაშორისო ფინანსური დონორების განხრით, რომლებიც ეკონომიკურ ჭაობში მიაქანებენ  სახელმწიფოს  და ეტაპობრივად ძირავენ მას. ნასესხებ ფულს კი, სახელმწიფო ვერასოდეს გადაიხდის, რადგან ეტაპობრივად ხდება მასზე დამატებითი თანხების გასესხება და მარწუხების უფრო და უფრო მოჭერა. ამ უკანასკნელს დაჟინებით სთავაზობენ სხვადასხვა ფინანსურ მომსახურეობებს, რომელსაც ლამაზ ეკონომიკურ ტერმინებში ფუთავენ და მენეჯმენტს ეძახიან. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ქვეყანა იძულებული ხდება, გაყიდოს თავისი სოციალური და ეკონომიკური სამსახურები, ზოგჯერ საგანმანათლებლო (სასკოლო) სისტემაც და მართლმსაჯულების ინსტიტუტიც?! ყველაფერი იდეალურად და ზედმიწევნით აქვთ გათვლილი და დამუშავებული. ეს მეთოდი კარგად აპრობირებულია მსოფლიოში, ეკონომიკურმა ოკუპაციამ ასე ლამაზად და წარმატებით დაიმკვიდრა თავისი ღირსეული ადგილი ქვეყნების უცეცხლოდ მართვისა და მანიპულაციის საქმეში. ამის მაგალითები იყო: 1953 წელი ირანში - მოსადიკი, გვატემალა 1954 წელი - ხაკობო არმეს გუტსმანი პრეზიდენტი, ეკვადორი -1981 წელი - პრეზიდენტი ხაიმე როლდოს აგილერა, რომელიც მოკლეს, პანამა -1981 წელი, პრეზიდენტი ომარ ტორიხოსი, რომელიც ასევე მოკლეს! ეს ყველა  ის შემთხვევებია, როცა ეკონომიკური ოკუპაცია მთავრობის მოსყიდვით აღწევდა თავისთვის სასარგებლო შედეგებს  ანუ ელიტარული კორუფციით! მისი მეთოდები მრავალფეროვანია. ამაში ჩართულია მთელი სადაზვერვო სამსახურები, სხვადასხვა დონისა და სხვადასხვა დანიშნულების კარგად მომზადებული აგენტურა. როდესაც ეკონომიკურმა ოკუპაციამ ვერ გაამართლა და ასეთი შემთხვევები მხოლოდ ერთეულია, მაგალითად, ერაყში 2003 წელს შეიყვანეს არმია და დაამხეს ხელისუფლება. ეკონომიკურ მკვლელებს არგაუმართლათ ვენესუელაშიც ჩავესის დროს, რადგან ეს ის შემთხვევა იყო, როცა ლათინო ამერიკულმა ქვეყანამ ამ ინტერვენციას რაღაც დონეზე გაუძლო, თუმცა ამ წინაღობების მიუხედავად, ეკონომიკური ჰიბრიდი მის ტაქტიკას ხვეწდა - ისინი აფინანსებენ არჩევნებს, აკონტროლებენ მედიას, იყენებენ რეკლამას,- ამ სიტუაციის მმართველები ყოველთვის უჩინარები არიან, ისინი არასოდეს არავის წინაშე არ აგებენ პასუხს. ვალით, მოსყიდვითა და მთავრობების პოლიტიკური დამარცხების გზით კორპორაციების მიერ ზეგავლენის მოხდენის პროცესს გლობალიზაცია ჰქვია. კონტრაქტული მონობის პირობებში მუდმივი ვალისა და საპროცენტო გადასახადის ინფლაციის პირობებში, რასაც გლობალურ დონეზე აკეთებენ, როცა ვალუტის ინფლაცია ხდება, ეცემა ამ ვალუტით განპირობებული ფასებიც, მოსყიდული მმართველის საშუალებით პოლიტიკის სტრუქტურულ ცვლილებას ახდენენ, ეს საშუალებას იძლევა, ხელში ჩაიგდონ ქვეყნის მართვის ეკონომიკური ბერკეტები; მეორეა სოციალური პროექტების დაფინანსების შეწყვეტა - ამაში შედის განათლების სისტემა, ჯანდაცვა - ეს საზოგადოების ერთობას არყევს და მას უფრო მართვადს ხდის. ქვეყნის გაყიდული ენერგო კომანიები პოლიტიკური საჭიროებების მიხედვით ახდენენ ფასებით მანიპულაციას დენზე, გაზზე, წყალზე და ასე იწვევენ საზოგადოების აგზნებას ხელისუფლებასთან მიმართებაში; ასევე ხდება ადგილობრივი ბაზრის განადგურება ქვეყნის პროდუქციის დაჩაგვრისა და ეკონომიკური კონკურენციის გზით. გადავხედოთ ჩვენს თავს: 1.კისერზე გვაწევს უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც ვერ ვიხდით და ვერც გადავიხდით. 2. ჩვენი ქვეყნის ენერგო სისტემები უცხო ქვეყნის კორპორაციათა ხელში იმყოფება. 3. უკვე წლებია, სხვის მიწაზე მონაწილეობს ჩვენი არმია...