Feedback

სასწრაფოდ: PKTV-ს 'ვეტერანის საათის' ტელეწამყვანს, თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძეს თავდაცვის უწყებიდან ლიკვიდაციითა და ოჯახის მისამართით დაემუქრნენ?!

  /   ნანახია 222 ჯერ

სასწრაფოდ: PKTV-ს  'ვეტერანის საათის' ტელეწამყვანს, თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძეს თავდაცვის უწყებიდან ლიკვიდაციითა და ოჯახის მისამართით დაემუქრნენ?!

2017 წლის 30 ივნისს ვანდალურ ფაქტს ჰქონდა ადგილი: თავდაცვის სამინისტროში მისულ ტელეკომპანია PKTV-ს რუბრიკა 'ვეტერანის საათის' ტელეწამყვანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძეს თავდაცვიდან საშინლად დაემუქრნენ! ვინ? ამას თავად დავით ნემსაძის წერილში გაიგებთ, რომელსაც აქ გთავაზობთ. რაც შეეხება ფაქტის გადამოწმებასა და ამ საქმეზე ჟურნალისტურ მოკვლევა-გამოძიებას, ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ. დღეს კი მხოლოდ ამ მიმართვას გთავაზობთ,

ტელეკომპანია PKTV-ს რედაქცია.

ახლა კი გთავაზობთ დავით ნემსაძის პოსტს, რომელიც მან თავის ფეის-გვერდზე გამოაქვეყნა (პოსტს ყოველგვარი სტილისტური ჩარევის გარეშე ვაქვეყნებთ):

'დავით ნემსაძე

 

 საოცრად ვწუხვარ!

მე ის კაცი არ ვარ, ვლადიმერ ჩაჩიბაიას მუქარის მეშინოდეს ან მისი მდივნის კივილმა დამაყრუოს. დასანანია მხოლოდ ის, რომ, გენერალური შტაბის უფროსი ახლად წოდება მინიჭებული გენერალ მაიორი ქუჩაში თადარიგის უფროს ლეიტენანტს აჩერებს და ეუბნება , , ატსტავკაში რომ გავალ, სახეს გაგიხევ და დაიმახსოვრ,ე შენ ოჯახთან ახლოს ვიტრიალებ, შენ არ იცი რა გელის, კიდევ შევხვდებით"

ლადო, აქამდე კიდევ ვიტოვებდი იმედს შენში ადამიანობის ნატამალი გაიღვივებდა, მაგრამ თქვენ ის გამონაკლისი არ ხართ ,ვისაც თანსმდებობა არ აფუჭებს. თქვენ ჩაიდინეთ სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი და სამწუხაროდ არაერთხელ. დაუსჯელობამ კი მხოლოდ წახალისა თქვენი თავხედობა. როგორც კაცი გეტყვი ერთ რამეს, თუ მამაკაცს იმის თავი არ გაქვს ფორმაში მყოფმა შენი სიტყვა აღასრულო, ფორმის გარეშე რა ფასი ექნება თქვენს სიტყვას ან თქვენს საქციელს?

ჩემთან დუელი არასწორი იქნება თქვენგან. რადგან უკვე არაერთგზის დაგამარცხე. თქვენ დამარცხდით მაშინ როცა ჩემთან უკადრებელი იკადრეთ: ტელეფონით მაგინეთ, რუსეთის აგენტად გამასაღეთ, მუხლების გახვრეტით დამემუქრეთ და ბოლოს ცხვირპირის განგრევით და ოჯახის ფაქტორით ცდილობდით მანიპულაცის, საბოლოოდ კი როგორც დედალი ისე გარბოდი იმ შენობისკენ რომელსაც ქართველი ერი ასე უმიზნოდ აფინანსებს. ბატონო ლადო საოცრად შემრცხვა, იმიტომ რომ გარბოდი და ჯარი გიყურებდა.

მე არასოდეს შევხებივარ თქვენს ლამაზ ოჯახს და თქვენ რა კაცობით მიხსენე ოჯახი?

მეცოდები იმიტომ კი არა, რომ საპყარი ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ, დიაცების მეტი თქვენს ' ღირსებას' არავინ იცავს. ქალებმა საქართველოს გენერალური შტაბი კი არა ალექსანდრე დიდს პერსეპოლისი დააწვევია.

ქალები მყოლია, მყავს და მეყოლება, მაგრამ მათ ჭკუაზე არასოდეს გავივლი, იმიტომ რომ, მე დავით ნემსაძე ვარ!

უნდა მომკლა ტყვიით!
თანაც გულში უნდა მესროლო სხვაგვარად ვერ შემაჩერებ. გამოგონილი პატიმრობის არ მეშინია, ტრადიცია გვაქვს ასეთი ოჯახური, პატრიოტიზმის გამო გვიჭერენ, კიტა ბუაჩიძის 'შავ წიგნს' გაჩუქებდი, მაგრამ ვაი რომ კითხვა არ გიყვარს, პოლიტიკისკენ გაგირბის გული და სააკაშვილის იდეას ვერ გაცდი, დაღუპული ხარ ამის გამო. არც კაცად ვარგიხარ და არც სამხედროდ.

თუ რამე ყოფილა აქამდე თქვენში ადამიანური, თანამდებობას წაურთმევია.

მე არმიაში არ დავბრუნდები მანამ, სანამ თქვენ გენშტაბის უფროსი გქვიათ და იზორიას კიდე - თავდაცვის მინისტრი!

მიმიფურთხებია იმ სუბორდინაციისთვის, სადაც პოლკოკოვნიკს დაქვემდებარებაში გენერლები ჰყავს.

P.S. ბატონო ირაკლი სესიაშვილო, ამისთვის ვიბრძოდით და თქვენ ეს მოგწონთ?

ბატონო თადარიგში მყოფო გენერლებო, განკვეთეთ ჩაჩიბაია თქვენი რიგებიდან!

მე ვიცი, ოდესღაც გავიცრიცები, მაგრამ მე ის დავითი ვარ, რომელმაც უკვე ამ ბრძოლაში ღირსეულად დაამარცხა გოლიათი.

და ბოლოს, ვიმეორებ კონფუცის სიტყვებს: 'ოღონდ პოლიტიკით ნუ შემაწუხებთ'!

ვიდეოში ჩაჩიბაია გარბოდა წინ .. სხვა კადრებსაც მოვიძიებთ მისი თანმხლები პირი იმეორებდა მის ბლაგვ სიტყვებს: ლაჩრობაზე მეტი ამაზრზენი სამხედროსთვის არაფერია!'