Feedback

,,წესრიგი" რომელიც არმიას ღუპავს

  /   ნანახია 1190 ჯერ

,,წესრიგი

თავდაცვის უწყების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფში ჯარისკაცი გარდაიცვალა.

ნეტავი თუ ვინმეს სჯერა თავდაცვის უწყების შაბლონური განცხადების რომ ჯარისკაცმა ,,ყარაულის განაწესში თავი მოიკლა".

საქართველოს მოქალაქე დაიღუპა 22 წლის ბიჭი. ის სულ ახლა იწყებდა ცხოვრებას.

ალბად გამოვა ბატონი იზორია და როგორც კრწანისის ინცინდეტზე დაასწრო გამოძიებას ,,ვერდიქტის“ დადება ისეთ განცხადებას გააკეთებს.

უბედური ფაქტი სახეზეა და რისი ბრალიც არუნდა იყოს ეს ,,თევზი მაინც თავიდან ყარს“.

არმიაში ბოლოს ლოგისტიკურ დანაყოფში ვიმსახურე, ყარაულის უფროსად ვინიშნებოდი ასე რომ ჩემი შეხედულების დაფიქსირების სარული უფლება მაქვს.

საკარანტინო სწავლება იქცა ფიქციად, იქ სადაც წვევამდელებს იარაღთან მოპყრობის წეს და უსაფრთხოებას  უნდა ასწავლიდნენ ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლი მხოლოდ ფულადი საველე დანამატისთვის მიიჩქაროდა.  შედეგად კი სამხედრო ნაწილებში იგზავნებოდა გაუწვრთვნელი ჯარისკაცები რომლებიც იარაღითან მოპყრობის გაგებაში არ იყვნენ რადგან მათი სათანადო მომზადება არ ხდებოდა.

განწესისთვის მოუმზადებელ ჯარისკაცებს აძლევდნენ ხელში იარაღს და უშვებდნენ საგუშაგოზე საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად, შემდეგ მათ  უვარდებოდათ იარაღი და შედეგებიც სახეზე იყო. გარდა ამისა ოფიცერთა და სერჟანტთა შემადგენლობის უმრავლესობას მონათმფლობელური დამოკიდებულება ჰქონდა ჯართან. პრაქტიკაში მქონდა შემთხვევა როცა ჯარისკაცი მისმა  ზემდგომა სერჟანტმა დამცირების გამო ლამის თვითმკვლელობამდეც მიიყვანა. აღსანიშნავია რომ ჯარისკაცი  სწორედ განაწესში გეგმავდა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას. ეს იცოდა ნაწილის მეთაურმა ილია ლუტიძემ, სამხედრო პოლიციის ოფიცერმა ნუკრი დარსალიამ, შტაბის უფროსმა გოჩა მაჭავარიანმა თუმცა არავის გულთან არ მიჰქონდა მშვიდად თანამონაწილეობდნენ ამ პროცესში. ბოლოს გიჟად გაასაღეს და გააკომისიავეს,  რადგან გიჟად გასაღება ყველაზე სუფთა ხერხი იყო მათი ,,ნასაქმარის“ დასაფარად.  იმდენი ვიწვალე საქმე ავაღძრევიე მაგრამ შედეგი ისაა რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დღემდე ისევ თანამდებობაზე რჩება. მათშორის ასეულის მეთაური ვეფხვია ივანიძე რომელიც სახალხო დამცველის და გამოძიების ჩვენების ოქმებში მითითებულია როგორც ჯარისკაცზე შეურაცხყოფის მიმყენებელი პირი თუმცა ისიც სხვა სამსახურში გადააპორტირეს რის შემდეგაც მის დაქვემდებარებაში მყოფი რიგითი რუბლევსკი უკვე დაიღუპა, უწყების ოფიციალური განცხადებით თურმე  მასაც  იარაღი გაუარდა განწესში. ამას რომ თავი გავანებოთ ისმის კითხვა, რატომ ვარჩენთ სამხედრო ომბუდსმენს თამარ გაბიანს? ვინ არის ეს პერსონა? რა შეხება ჰქონია მას არმიასთან? რისი და ვისი უფლების დამცველია ეს ყოფილი პოლიციელი ქალბატონი? თამარ გაბიანს სამხედრო ნაწილებში მისვლა ეზარებოდა, ყველა საქმე რაც ასეთ სენსიტიურ თემას ეხებოდა მის მიერ მიზანმიმართულად იყო გადაწყვეტილი თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ. სამხედროები მას ზედმეტ სახელად ,,პრადაჟნი შკურას" ეძახიან. არ ენდობიან და მასთან საუბარი არ სურთ. ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას სადაც თამარ გაბიანს ჯარისკაცების დასაცავად სახალხო დამცველის ტრიბუნა გამოეყენებინოს.

ყარაულში ავტომატის ლულა გამოგვიღია ჯარისკაცებისთვის პირიდან ასეთ დღეში აგდებდნენ მათ.

  მე პირადად თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების არ მჯერა. იმ უწყებაში სრული უწესრიგობაა და არც შეიძლება სხვაგვარად იყოს რადგან  ესაა ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნიკოლოზ ჯანჯღავას და ლევან იზორიას დამყარებული ,,წესრიგი“ ამ ხალხის უცოდინრობამ  არაერთი ჯარისკაცის სიცოცხლე უკვე შეიწირა,  დავაცალოთ კიდევ  და  უფრო მეტის სიცოცხლეს შეიწირავენ.

შემთხვევებიდან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ როცა ერთი და იგივე ფაქტი  ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ მეორდება ეს შემთხვევა კი არა უწესრიგობის და დილეტანტიზმის შედეგია.

თავდაცვის უწყების მაკონტროლებელი და ოპერატიული სამსახურების მიერ არ ხდება დანაშაულის პრევენცია, გამოვლენა და მათზე რეაგირება ნაცვლად ამისა ისინი დაკავებულები არიან ,,facebook"- ზე რომელი ჯარისკაცი ვის რას წერს რომ შემდგომ  ამაზე ცნობა ,,გამოაცხონ" და საქმეში ჩაეთვალოთ. როცა რაიმე შემთხვევა ან გადაცდომა ფიქსირდება ამაზე სამართლებრივ რეაგირებას ერიდებიან, თითქოს თავდაცვის უწყების იმიჯის გამო. დასანანია რა იციან პოლიციელებმა მხედრული მუნდირის იმიჯის ფასი. ბატონი ლევან იზორიას მეგობარი და მასწავლებელი ამჟამად სამხედრო პოლიციის უფროსად მყოფი დავით კარიაული დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს მინისტრ იზორიას იმიგის გამო.

ასეთი მიდგომები ანგრევს არმიას და შედეგიც სახეზეა.

კიდევ ერთხელ ვწუხვარ მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს.