Feedback

ოფიცერმა დავით ნემსაძემ ქართველი მფრინავების ავღანური კონტინგენტიდან ექსკლუზიური სიტყვა-გზავნილი მიიღო: 'ამაყები ვართ, რომ ეს ჩვენი პროფესიის უსპეტაკესმა ადამიანმა სოსო ოსორაულმა გამოიწვია!'

  /   ნანახია 3066 ჯერ

ოფიცერმა დავით ნემსაძემ  ქართველი მფრინავების ავღანური კონტინგენტიდან ექსკლუზიური სიტყვა-გზავნილი მიიღო: 'ამაყები ვართ, რომ ეს  ჩვენი პროფესიის უსპეტაკესმა ადამიანმა სოსო ოსორაულმა გამოიწვია!'

  ‘ ჩვენ არ ვართ საქართველოში, მაგრამ ჩვენი გული ეკუთვნის ჩვენს სამშობლოს. მსოფლიოს ამ ცხელ ზონაში თავს ვგრძნობთ ყველაზე ამაყ ადამიანებად, იმიტომ რომ, ჩვენ დავინახეთ ერის გამოფხიზლებისა და შეკვრის სულიერი ერთობის მზაობა. არაფერი არ არის იმაზე ძვირფასი, როცა შენი საზოგადოება ფეხზე დგას, იმ ადამიანის გადასარჩენად, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იდგა ჩრდილში და აკეთებდა ქართულ საქმეს. იმხელა სიყვარულის მერე, რაც ჩვენ ერისგან ვიგრძენით, ყოველდღიური საფრთხე ბუნებრივად კარგავს აზრს...'

ტელეკომპანია PKTV-მა ექსკლუზიური უფლებით მიიღო მიმართვა-გზავნილი ქართველი მფრინავების ავღანური კონტინგენტიდან, უფრო კონკრეტულად, ეს მასალა დასაბეჭდად ჩვენს რედაქციას შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა,  ტელეკომპანია PKTV-ს გადაცემა ‘ვეტერანის საათის’ წამყვანმა დავით ნემსაძემ მოგვაწოდა, რომელსაც ექსკლუზიური უფლებით გადასცეს  აღნიშნული გზავნილი.

 

PKTV.GE აქვეყნებს თავის გვერდზე ქართველი მფრინავების ავღანური კონტინგენტის სიტყვას ქართულ საზოგადოებისადმი, რუბრიკაში ‘თავდაცვა. სამხედრო თემები’:  გზავნილი  სამხედრო მფრინავ სოსო (იოსებ) ოსორაულის მხარდასაჭერადაა. შეგახსენებთ, სოსო ოსორაული კონგოში ტყვედ არის ჩავარდნილი 2017 წლის 27 იანვრიდან და მისი კვალი მაისიდან იკარგება. საქართველოს სახელმწიფო, შესაბამისი უწყებები რატომღაც ვერ ახერხებენ მოლაპარაკებას და შესაბამისი თანხის  გადარიცხვას (1 მლნ. ლარი გამოსასყიდის სახით), მაშინ როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, 4 მლნ უჯდებათ საქართველოში ელტონ ჯონის ჩამოყვანა!?

ქართველი მფრინავების ავღანური კონტინგენტის სიტყვა ქართულ საზოგადოებას:  ‘ ჩვენ არ ვართ საქართველოში, მაგრამ ჩვენი გული ეკუთვნის ჩვენს სამშობლოს. მსოფლიოს ამ ცხელ ზონაში თავს ვგრძნობთ ყველაზე ამაყ ადამიანებად, იმიტომ რომ, ჩვენ დავინახეთ ერის გამოფხიზლებისა და შეკვრის სულიერი ერთობის მზაობა. ამაყები ვართ იმის გამო, რომ ეს გამოიწვია ჩვენი პროფესიის მქონე უსპეტაკესმა ადამიანმა სოსო ოსორაულმა. არაფერი არ არის იმაზე ძვირფასი, როცა შენი საზოგადოება ფეხზე დგას, იმ ადამიანის გადასარჩენად, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება იდგა ჩრდილში და აკეთებდა ქართულ საქმეს. იმხელა სიყვარულის მერე, რაც ჩვენ ერისგან ვიგრძენით, ყოველდღიური საფრთხე ბუნებრივად კარგავს აზრს. სადაც არუნდა ვიყოთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავდგეთ ქართული სახელმწიფოს გვერდით და საჭიროების შემთხვევაში, მოწინააღმდეგის გულში მივიტანოთ მომაკვდინებელი ისარი. არავის არ აქვს უფლება, გაუბრაზდეს სამშობლოს, თუნდაც მავანმა სამშობლოს სახელით არასწორი გააკეთოს: გაგაგდოს,მიგატოვოს, დაგიჭიროს და გინდაც გესროლოს, საქართველო არაა ჩვეთვის მარტო ქვეყანა, საქართველო ჩვენი სამშობლოა, რაც  ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სულის და გულის კავშირი სამუდამოდ გადაჯაჭვულია მასთან. შეიძლება გახდე სხვა მსუყე ქვეყნის მოქალაქე, იფრინო სხვა ქვეყნის დროშის გამართული ვერტმფრენით, მაგრამ დაიღუპები მხოლოდ მაშინ, როცა ამ საქმეს იმ ქვეყნის გულით გააკეთებ, რომელიც შენი სამშობლო ვერასოდეს გახდება. გაუმარჯოს ქართველ ერს და გაუმარჯოს ქართულ სამხედრო ავიაციას'!

P.S. და ამ სიტყვიდან ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ქართველი მფრინავების ავღანური კონტინგენტი  რუტინულ ფრენებს შეუდგნენ. უფალმა დაგლოცოთ და დაგაბრუნოთ საქართველოში ქართული ავიაციის ასაშენებლად. როცა ერს ჰყავს ასეთი მფრინავები, მის საავიაციო სკოლას ვერასდროს ვერავინ დაანგრევს. რთულია იყო მფრინავი, მაგრამ ორმაგად რთულია, იყო ქართველი მფრინავი, იმიტომ რომ, ორმაგად ძლიერი გული უნდა გქონდეს, რადგან საავიაციო გადატვირთვის გარდა, მავანთა წიხლიც უნდა აიტანო, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სამშობლოს სახელით გირტყამენ! ( P.S. ეკუთვნის პოსტის ავტორს)