Feedback

გიორგი თევზაძე: საქართველოში დაწყებული ნარკოპოლიტიკა დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს

  /   ნანახია 425 ჯერ

გიორგი თევზაძე: საქართველოში დაწყებული ნარკოპოლიტიკა დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოში დაწყებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ “საქართველოში დაწყებული ნარკოპოლიტიკა დადებითი შედეგის მომტანი ნამდვილად არ იქნება და ქვეყანას დემოგრაფიულ კატასტროფამდე მიიყვანს, ამასთან, ამათი მსჯელობიდან გამომდინარე,  დიდი ალბათობით,  მარიხუანის დათესვა და მოყვანის ქმედების დასჯადობაც ამოდის ჩანაწერი კანონიდან! ჩნდება ლოგიკური ეჭვი: ფაქტიურად ასეთი დაუფიქრებელი მიდგომით, შემთხვევით წახალისება ხომ არ მოხდება იმ ადამიანებისა, ვინც მოისურვებს, დათესონ და მოიყვანონ მარიხუნა და  ეს შემოსავლის წყაროდ გაიხადონ და  შესაძლებელია, მოკლე ხანში მარიხუნას პლანტაციებიც კი ვიხილოთ... როგორც ჩანს, დრო მიდის და  ახალგაზრდობის გარკვეულ, თუნდაც მცირე ნაწილში პრიორიტეტებიც იცვლება, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი და ამაყი ვიქნებოდი, რომ ამდენი ახალგაზრდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად გამოსულიყო ქუჩაში, თუნდაც საყდრისის მაგალითზე. ყოვლად დაუშვებელია ერთი ხელის მოსმით დაუფიქრებლად მიღებული და დაწყებული ნარკოპოლიტიკა, ვისაც არ უნდა მოსწონდეს და აწყობდეს¸ იქნას გატარებულ... რამეთუ  საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, მიუხედავად მისი სოციალური მდგომარეობისა, უნდა გააცნობიეროს , რომ ეს საკითხი  უშუალოდ პირდაპირ ჩვენს მომავალ თაობებსა და გენოფონდს უკავშირდება . თუმცა გარკვეული მიდგომა და დამოკიდებულებაც შესაძლებელია მსჯელობას ითხოვდეს”. აღნიშნულია უფლებადამცველ გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადება - მიმართვაში.