Feedback

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პერსონიფიცირებასა და უგულისყურობაში ამხელს

  /   ნანახია 2281 ჯერ

თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პერსონიფიცირებასა და უგულისყურობაში ამხელს

 

2017 წლის 15 ივნისს, ტელეკომპანია PKTV-მა ექსკლუზიური უფლებით მიიღო განცხადება აუდიო-მიმართვის სახით (რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, რადგან აღნიშნული მასალა პირდაპირ ეთერში გავა ჩვენს არხზე PKTV, დღეს, 2017 წლის 15 ივნისს, რის შემდეგაც იგი ჩვენს ვებ-გვერდზე აიტვირთება.), სადაც ნემსაძე საუბრობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დემოკრატიული გამჭვირვალობის ღონისძიებების არარსებობაზე, პიროვნებათა პერსონიფიცირების მიხედვით მიზანმიმართულ იგნორირებაზე, უწყებაში შექმნილ არაგამჭვირვალე სიტუაციაზე, რაც ღია საჯარო პროცესებს ეხება.

 

გთავაზობთ თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძის მიმართვას. ავტორის განცხადების სტილი დაცულია:

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უწყების ადმინისტრაციის უფროსი ვახტანგ მელაძე მინისტრის მეგობრის შვილთან და მისი პირველ მოადგილე ლელა ჩიქოვანთან ნათესაურ კავშირს არ მალავს. თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილია არაგამჭვირვალე სიტუაცია. თანამდებობის პირების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდება დემოკრატიული ბურუსის შექმნა. მაგალითად ,,შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის" მიერ მინისტრის სახელზე მომზადდა წერილი, სადაც სამოქალაქო დემოკრატიული პროცესის ფარგლებში ორგანიზაცია ითხოვდა თავდაცვის უწყების ღია ღონისძიებებში ჩართვას. აღნიშნული განცხადება დაიგნორებულ იქნა თავდაცვის უწყების ადმინისტრაციის მიერ. ოფიციალურ წერილზე იუარეს ადმინისტრაციული წესით პასუხის გაცემაც. როგორც ვახტანგ მელაძის ხელქვეითმა განმარტა,  აღნიშნული მხილებულ იქნა ცნობის სახით, რითაც უხეშად დაირღვა უწყების ვალდებულება, კერძოდ, დაკისრებულ წერილზე ოფიციალური წერილით პასუხის ვალდებულებისა. გარდა ამისა, ტელეკომპანია PKTV-ს  ეთერით გადაცემული პრობლემის ირგვლივ, რომელიც ეხებოდა გარდაცვლილ ჯარისკაც  გივი მელაძის დედის, ქალბატონ მზია მელაძის საკითხს, თადარიგის სამხედრო ოფიცერი დავით ნემსაძე ლევან იზორიას ადმინისტრაციის უწყების უფროს ვახტანგ მელაძისგან ითხოვს, თუ რატომ არ “დაინტერესდა იგი გარდაცვლილი ჯარისკაცის დედის პრობლემით და რატომ არ მიაწოდა სამხედრო პოლიციას მზია მელაძის განცხადებები, რაზეც, წესით, უნდა აღძრულიყო საქმე ახლად გამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 ივნისს, ადვოკატ გიორგი ლაბაძესთან ერთად ტელეკომპანია PKTV ეთერში თადარიგის ოფიცერმა დავით ნემსაძემ და გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ მზია მელაძემ საზოგადოებას გააცნეს თავდაცვის უწყებაში გაცემული ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტები. მზია მელაძის განცხადებით, მისი შვილი ახალაიას რეჟიმმა  დამრღვევად გამოაცხადა და გააყალბა სრული დოკუმენტაცია, რათა გარდაცვლილი ჯარისკაცისთვის  არ გადაეხადა კომპენსაცია15 000 ლარის ოდენობით. მას შემდეგ ყველა თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძის გარდა (რადგან მზია მელაძეს მისთვის არ მიუმართავს) სრულ იგნორირებაში ამყოფებს გარდაცვლილი ჯარისკაცის დედას. ქალბატონ მზია მელაძეს არ ჰყავს არავინ არც ახლო ნათესავი, ასევე, მას მოუხსნეს სოციალური დახმარებაც - 60 ლარი, მიზეზით: ურემონტო სახლში  პარკეტის იატაკის გამო.“, აცხადებს  თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე და იქვე განმარტავს, რომ მზია მელაძის მიმართ იჩენენ შეგნებულ აგრესიას, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი მისი შვილის სულით არ ვაჭრობს, თავდაცვის უწყებას კი  ნეპოტიზმის ბუდედ  და არაგამჭვირვალე უწყებად მოიხსენიებს, ნათქვამია დავით ნემსაძის განცხადებაში.

ახლა კი გთავაზობთ აუდიო მასალას, ანუ შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძის სატელეფონო საუბარს თავდაცვის სამინიტროს ადმინისტრაციის უფროს ვახტანგ მელაძესთან. შეგახსენებთ, მასალა დავით ნემსაძემ  ჩვენს ტელევიზიას, ექსკლუზიური უფლებით, 2017 წლის 15 ივნისს მიაწოდა.

https://www.youtube.com/watch?v=foRnWq79B7Y

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995) 577 40 83 82, 592 777 311 ფეისბუქგვერდზე: PKTV, ან pres-cavcasia.ge, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი.
გვიყურეთ ჩვენ - ტელეკომპანია PKTV (silktv251-ე არხი; CTV1; მაგთიკომზე -კავკასუსზე-151-ე arxi; myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! 
სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!