Feedback

ნუ გავწირავთ ტყვეობაში მყოფ სოსო ოსორაულს! რეპორტაჟი ქვემო ალვნიდან. PKTV, 09.06.17

  /   ნანახია 926 ჯერ

ნუ გავწირავთ ტყვეობაში მყოფ სოსო ოსორაულს! რეპორტაჟი ქვემო ალვნიდან. PKTV, 09.06.17

უკვე ყველასთვის ცნობილია ინფორმაციები სამხედრო მფრინავ, თადარიგის პოლკოვნიკ, არაჩვეულებრივ ქართველ ვაჟკაც სოსო (იოსებ) ოსორაულზე, რომელიც დღემდე ტყვეობაში რჩება კონგოში, უფრო სწორად, აღარავინ იცის აღარაფერი ოსორაულის შესახებ - ცოცხალია თუ...? მხოლოდ ეს კია, 4 შვილის მამა 42 წლის სოსო ოსორაული 2017 წლის 27 იანვარს ტყვედ ჩავარდა კონგოში და საქართველოს სახელმწიფო ყურად არ იღებს თავისი მოქალაქის გამოხსნის შესახებ თხოვნასა თუ მოთხოვნას და დღემდე 'უპატრონოდ' ჰყავს მიტოვებული თავისი მოქალაქე...
ტელეკომპანია PKTV-ს გადამღები ჯგუფი ახმეტის რ-ნ სოფელ ქვემო ალვანში ოსორაულების ოჯახს ვესტუმრეთ...
გთავაზობთ ვრცელ პირდაპირ რეპორტაჟს სოსოს სახლიდან.
ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი.
გადაცემაზე მუშაობდნენ: ზაქარია როჭიკაშვილი, თემურ ლაგვილავა, ნიკა მწარიაშვილი,
გადაცემა ჩაწერილია 09.06.2017
დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995) 577 40 83 82, 592 777 311 ფეისბუქგვერდზე: PKTV, ან pres-cavcasia.ge, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი.
გვიყურეთ ჩვენ - ტელეკომპანია PKTV (silktv251-ე არხი; CTV1; მაგთიკომზე -კავკასუსზე-151-ე arxi; myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ!
სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!