Feedback

ადვოკატი გიორგი თევზაძე: არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს?!

  /   ნანახია 773 ჯერ

ადვოკატი გიორგი თევზაძე:  არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს?!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს.... ხოლო ოდითგანვე მეგობრობა მხოლოდ ორხმრივია მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი!

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და ეთანხმება უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის გავრცელებულ განცხადებას, რომელიც წუხილს გამოთქვანს ჰერეთში ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში განხორციელებული ვანდალური აქტის გამო. როგორც თავის მხრივ, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, მართლაც როდემდე შეიძლება გაგრძელდეს რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ქართული მოსახლეობის დამცირება აზერბაიჯანში. საქართველოში მოქმედ რომელიმე მეჩეთში აზერბაიჯანელის შესვლას რაიმე შეფერხება შემთხვევით რომ მოჰყოლოდა (საქართველოში ასობით მეჩეთი ფუნქციონირებს, ასევე აზერბაიჯანული სკოლები),   ერთი ვაი უშველებელი ატყდებოდა ზოგიერთი სამოქალაქო სექტორის სოროსის თუთიყუშებისაგან, რომელ ფიარსაც ზოგიერთი მედიასაშუალებაც აუწყობდა ფეხს! მივმართავ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში, აკეთებს კი რაიმეს პოზიტიურს ადგილობრივი ქართული ეთნოსის უფლებების დასაცავად და მათი რეგიური მრწამსა და აღმსარებლობის ხელშეწყობისა და ქართული სკოლის ფუნქციონირებისა და ქართული ენის დასაცავად საზოგადოებისათვის?!  უცნობია ... ამასთან, ყველას უნდა ესმოდეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ფუნქციონირებდეს ქართულენოვანი სკოლები, რომ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, ისწავლონ ქართულ ენაზე და ჰქონდეთ მართლმადიდებლური აღმსარებლობის უფლება და საშუალება, ატარონ წინაპართა გვარები! მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: თქვენც  უფრო მეტად უნდა გაინტერესებდეთ, რა მდგომარეობაშია ქართული ეთნოსი ჰერეთში, კახში, საინგილოში, არ შეიძლება ჩვენი თანამემამულეთა უფლებების დაცვა აზერბაიჯანულ ნავთობზე მნიშვნელოვანი იყოს?.! ხოლო ოდითგანვე მეგობრობა მხოლოდ ორხმრივია მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი . ცნობისთვის: ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია — მართლმადიდებლური ტაძარი ჰერეთში, დღევანდელ აზერბაიჯანში მდებარეობს მდ. ქურმუხის ხეობაში (კახის რაიონი), რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, ნუხისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეზე. კანგარაკის მთის კლდოვან წვერზე. იგი საინგილოს (ისტორიული ჰერეთის) ქართველობის მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია. ქურმუხის ეკლესიაში წირვა–ლოცვა ჯერჯერობით არ ტარდება, იგი წელიწადში მხოლოდ ორჯერ (გიორგობის დღესასწაულებზე) იღება მომლოცველთათვის და აღესრულება პარაკლისი.