Feedback

პრობლემები საქართველოს თავდაცვის სისტემაში, PKTV-ს 'ვეტერანის საათში', 06.06.17

  /   ნანახია 2007 ჯერ

პრობლემები საქართველოს თავდაცვის სისტემაში, PKTV-ს 'ვეტერანის საათში', 06.06.17

უყურეთ ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო პროექტს: ვეტერანის საათი.

დღევანდელ გადაცემაში საუბარია სერიოზულ გლობალურ პრობლემებზე საქართველოს თავდაცვის სისტემასა თუ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. საუბარია საზღვრების პრობლემებსა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. ასევე, გადაცემის დასაწყისში საუბარია იმ მტკივნეულ ამბავზე, რომელიც ქართველ სამხედრო მფრინავს, აფრიკაში ტყვედ ჩავარდნილ იოსებ (სოსო) ოსურაულს ეხება და რომელი საკითხიც პირველად ჩვენს ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო პროექტ 'ვეტერანის საათში' გახმაურდა.
პროექტის ავტორი და პროდუსერი ქეთი სესიაშვილი
გადაცემის წამყვანი შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე, რომელიც უკვე ამ რუბრიკის წამყვანი იქნება და ყოველკვირა შეხვდება მაყურებელს საინტერესო თემატიკით.

სტუმრები: ექსპერტი საზღვრების საკითხებში პროფესორი, პოლკოვნიკი გელა ხუციშვილი და საქართველოს უშიშროების თადარიგის ოფიცერი კონსტანტინე ფორჩხიძე,

ოპერატორი თემურ ლაგვილავა

მონტაჟი: ნიკა მწარიაშვილი

ჩაწერილია: 06.06.2017

 

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995) 577 40 83 82, 592 777 311 ფეისბუქგვერდზე: PKTV, ან pres-cavcasia.ge, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების ცენტრი.
გვიყურეთ ჩვენ - ტელეკომპანია PKTV (silktv251-ე არხი; CTV1; მაგთიკომზე -კავკასუსზე-151-ე arxi; myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ!
სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება, ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ!