Feedback

გიორგი თევზაძე: სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის პროცესი

  /   ნანახია 407 ჯერ

გიორგი თევზაძე: სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის პროცესი

უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „ თქვენი უფლებების“ სპიკერი გიორგი თევზაძე ავრცელებს მიმართვას ხელისუფლებისადმი, რომელშიც აცხადებს, რომ: სამწუხაროდ საქართველოში გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა და ნგრევის პროცესი, რაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების საგანი ხდება, ჯერ იყო საყდრისი... ახლა კი ფიტარეთის მონასტერია საფრთხეში, რომელიც ხვალ შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ადვილად შესაძლებელია, დაეკარგოს შთამომავლობას, როგორც ეს საყდრისის მაგალითზე მოხდა. თევზაძის თქმით, ამასთან, როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გახდა ცნობილი „აგრეთვე იგეგმება ბნელ ხევში მასიურად ხეების გაჩეხვა, რაზეც თურმე შესაბამისი ნებართვაა გაცემული!" საინტერესოა, კიდევ რომელი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი შეიძლება შეეწიროს ვიღაცის ხუშტურებს თუ ვიღაცის ბიზნესს? საზოგადოებაში ჩნდება ვარაუდი, რომ ხელისუფლებისა და გავლენიან პირთა მხარდაჭერის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ვერ მიიღებდნენ,... როგორც ეს საყდრისის მაგალითზე განხორციელდა. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ მათი პოზიტიური ვალდებულებაა, დაიცვას, მოუაროს საქართველოს ისტორიული მემკვიდეობის ძეგლებს და გაუფრთხილდეს მას,... რამეთუ მომავალი თაობები არავის აპატიებს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას, - აღნიშნულია უფლებადამცველისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ თქვენი უფლებების“ სპიკერ გიორგი თევზაძის მიერ ხელისუფლებისადმი გავრცელებულ განცხადება - მიმართვაში.