Feedback

გიორგი თევზაძე: „ აზერბაიჯანი პრეტენზიას აცხადებს დავით გარეჯის კომლექსზე. ჯაფაროვის განცხადება გაუგონარი და წარმოუდგენელი თავხედობაა“!

  /   ნანახია 642 ჯერ

გიორგი თევზაძე: „ აზერბაიჯანი პრეტენზიას აცხადებს დავით გარეჯის კომლექსზე.  ჯაფაროვის განცხადება  გაუგონარი და წარმოუდგენელი თავხედობაა“!

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე: ავრცელებს განცხადებას, რომელშიც მიმართავს საქართველოს მთავრობას არ დაუშვას რაიმე ფორმით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე და საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ნაწილზე საქართველოს იურისდიქციის რაიმე ფორმით შეზღუდვა.

„აღმაფოთებელი ინფორმაცია გავრცელდა მედია საშუალებებით, რომლის თანახმად საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, თითქოს აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას აცხადებს დავით გარეჯის კომლექსის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად გამოცხადებაზე. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სამხედრო ექსპერტი ვინმე უზეირ ჯაფაროვი აღნიშნავს: „საქართველოს ესმის, რომ ამ ტერიტორიას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, გარდა ამისა იურიდიული მხარითაც აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს“. უზეირ ჯაფაროვის ეს გაუგონარი და წარმოუდგენელი თავხედობაა და როგორც ჩანს ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი განცხადებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ და სტრატეგიულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, დავით გარეჯი ქართული მართმადიდებლური სამონასტრო კომპლქსია და ბუნებრივია ვერ აშენდებოდა და საუკუნეების მანძილზე წარმოდგენილი სახით ვერ იფუნქციონირებდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისტორიული და სამეცნიერო კვლევებითაც დავის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს მისი კუთვნილება საქართველოსთან.

საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა უზეირ ჯაფაროვს, საქართველოს რომ დაეყენებინა პრეტენზია საქართველოს ისტორიული ჰერეთის ტერიტორიის მიმართ, რომლის მიმართ, მათგან განსხვავებით, დასაბუთებული პრეტენზია ნამდვილად შეიძლება გვექნებოდა. ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთა და კომპრომისები კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთ წითელ ხაზს წარმოადგენს საქართველოს ტერტორიული მთლიანობა და დავით გარეჯის განუყოფლობა საქართველოსთან. ამ საკითხზე კითხვის ნიშნების გაკეთებაც კი უკვე სახელმწიფოებრივი დანაშაულის ტოლფასია. ვიმედოვნებთ, და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მხარე პრინციპულ და კატეგორიულ პოზიციას დააფიქსირებს აზერბაიჯანულ მხარესთან და არ დაუშვებს რაიმე ფორმით დავით გარეჯზე საქართველოს იურისდიქციის რაიმე ფორმით შეზღუდვას. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანული მხარე იმოქმედებს კეთილგონიერების ფარგლებში და არ დაუშვებს საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან კონფლიქტური ვითარების შექმნას. საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ შესაბამისი წერილოთ საქართველოს მთავრობას,და ასევე გავნავახორციელებთ საზოგადოებრივ მონიტორინგს საკითხთან დაკავშირებით, ხოლო მონიტორინგის შედეგებს განვასაჯაროვებთ მერდია–საშუალებებით კანონით დადგენილ ფარგლებში“ – აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.