Feedback

როგორ დავიცვათ თავი კიბერ-კრიმინალებისგან - Kaspersky Lab გვირჩევს! - PKTV

  /   ნანახია 694 ჯერ

როგორ დავიცვათ თავი კიბერ-კრიმინალებისგან - Kaspersky Lab გვირჩევს! - PKTV

 

დღეს თბილისში ერთობ საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში,, მსოფლიოში ცნობილი ანტივირუსული პროგრამის, ,,Kaspersky,,-ს დაფუძნებული კომპანიის, ,,Kaspersky Lab,,-ს წარმომადგენლებმა, ქართველი ჟურნალისტებისთვის და აიტი სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ერთ დღიანი შეხვედრა-სემინარი გამართეს. ლექციის ფარგლებში საუბარი შეეხო კიბერგამოწვევებს, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოს მაგალითზე. გაანალიზებულ მასალას  მონიტორზე გასული ილუსტრაციები ერთვოდა ე.წ. სლაიდების სახით. მთავარი მომხსენებელი, ,,Kaspersky Lab Global,, -ცენტრის დირექტორის მოადგილე - სერგეი ნოვიკოვი გახლდათ, რომლის გამოსვლა ერთობ დინამიურად წარიმართა. ღონისძიების მსვლელობისას დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. სემინარზე საუბარი შეეხო როგორც ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მომხდარ კიბერ თავდასხმებს, ისე, რიგითი მოქალაქეების მისამართით განხორციელებულ იერიშებს ინტერნეტ სივრცეში. გამომსვლელს ყურადღების მიღმა არც ბავშები დარჩენია, რადგან სამწუხაროდ, მათი, როგორც მომხმარებლების რიცხვი მსოფლიოს უკიდეგანო ვირტუალურ სივრცეში მზარდი ინფორმაციული ნაკადების პარალელურად, დღითიდღე იზრდება. ფინალურ ნაწილში, ერევნიდან მოწვეულმა სპეციალისტმა - არმენ კარაპეტიანმა ( რომელიც ზემოთ აღნიშნული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ) კონკრეტული რეკომენდაციები მისცა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა მათ მიერ წარმოდგენილი პროდუქციის, უპირატესობაზე. ქართველმა ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, და დამსწრე საზოგადოებამ ,,ქორთიარდ მერიოტში,, შეიტყვეს თუ როგორ უნდა დაიცვან მათი პერსონალური კომპიუტერები და პირადი მობილური ტელეფონები კიბერ კრიმინალებისგან. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებს გადასცეს საჩუქრები და მიიწვიეს ლანჩზე.