Feedback

26.02.17 - ხანძარი ავლაბარში: დაიწვა სახლი გუჯარეთის ქუჩაზე (ვიდეო კადრი ადგილიდან) - PKTV

  /   ნანახია 657 ჯერ

26.02.17 - ხანძარი ავლაბარში: დაიწვა სახლი გუჯარეთის ქუჩაზე (ვიდეო კადრი ადგილიდან) - PKTV

სასწრაფოდ! ხანძარი ავლაბარში
დღეს, 26 თებერვალს, საღამოს 10 საათისთვის, თბილისში, ავლაბარში,პირველი გუჯარეთის #34-ში მდებარე მაისურაძეების სახლში ხანძარი გაჩნდა. პირველი მონაცემებით, დაიწვა სახლის ნაწილი. სავარაუდოდ, ხანძრის მიზეზად ელექტროსადენების გაუმართასობა სახელდება. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც - ოჯახს წყლის ახალი გამათბობელი დაუმონტაჟებია და როგორც ჩანს, არ იყო სწორად დამონტაჟებული.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანზრო და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადაც.
საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია,
ხანძრის ჩაქრობა პრობლემური გახდა, რადგან აალებას ხელს ქარიც უწყობდა.
დაზუსტებულ ახალ ინფორმაციას უახლოეს ხანებში მოგაწვდით.
შემთხვევის ადგილზე შემთხვევით იმყოფებოდა ჩვენი კორესპონდენტი და მან მხოლოდ მობილური ტელეფონით შეძლო კადრების აღება. გთავაზობთ ამ კადრებს.
გვიყურეთ ჩვენ - ტელეკომპანია PKTV (silktv251-ე არხი; myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ!

სულ მალე კი - magti.com-sa da ctv1-ზე