Feedback

შემოსავლების სამსახურში თითოეულ დაზარალებულზე გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ

  /   ნანახია 267 ჯერ

შემოსავლების სამსახურში თითოეულ დაზარალებულზე გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ

მას შემდეგ რაც განადგურებული პროდუქციის მოცულობასა და ზიანს დაადგენენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს უსწრაფესად ჩამოწერს, რათა მათ განადგურებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეების შესახებ  განაცხადა. როგორც ხუციშვილმა განმარტა, თითოეული გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებებსა და დავალიანებებს მოგვიანებით შეისწავლიან და გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.