Feedback

რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები აქციებს განაგრძობენ

  /   ნანახია 303 ჯერ

რუსთავის აზოტის ქარხნის თანამშრომლები აქციებს განაგრძობენ

ხუთდღიანი უშედეგო პროტესტი. „რუსთავის აზოტის“ ქარხნის თანამშრომლები აქციებს განაგრძობენ, ხელმძღვანელობა კი ამ დრომდე დუმს. საუბარია 350-მდე პირზე, რომლებიც გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან ახალმა მენეჯმენტმა დაითხოვა. აქციის მონაწილეები სარჩელს ამზადებენ და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლო გზით შეეცდებიან.