Feedback

"ფოთის აეროპორტის" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო

  /   ნანახია 390 ჯერ

სს „ფოთის აეროპორტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყო. გაკოტრების მმართველად „აღსრულების ეროვნული ბიურო“დაინიშნა. ქუთაისის სასამართლოს განჩინება მიმდინარე წლის 16 იანვარს გამოქვეყნდა. 

სს ფოთის აეროპორტი სახელმწიფოს საკუთრებაში გასული წლის ბოლოს გადავიდა, მანამდე კი მისი მფლობელი „რას ალ ხაიმა ინვესტმენტი“ იყო, რომელთანაც „ფოთის აეროპორტის“ 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა. სამაგიეროდ „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ გათავისუფლდება 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან. 

შპს „რას ალ ხაიმა" "რაკია ჯორჯიას" მფლობელი კომპანიაა, რომლის მფლობელობაში იყო ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც, რომელიც ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. 

შეგახსენებთ, რომ ფოთში აეროპორტის აშენებას წინა ხელისუფლება გეგმავდა. 2012 წელს მთავრბამ პროექტი გაუმართლებლად შეაფასა და საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ფოთის ნაცვლად ანაკლიაში დაანონსდა. 

ფოთის აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად 2011 წელს გაიხსნა. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ აეროპორტი საქართველოში ყველაზე თანამედროვე იქნებოდა.