Feedback

ექსკლუზიურად PKTV-სთვის: ‘’ მიშა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში 8 მილიარდის გაწერა გააკეთა, 4 მილიარდი ნაღდი გააკეთა, 8 - გაწერა ...’’ ბიძინა ივანიშვილიც ,,მაგნიტსკის კანონზეა“ დამორჩილებული’’

  /   ნანახია 3571 ჯერ

 ექსკლუზიურად PKTV-სთვის: ‘’ მიშა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში 8 მილიარდის გაწერა გააკეთა, 4 მილიარდი ნაღდი გააკეთა, 8 - გაწერა ...’’ ბიძინა ივანიშვილიც ,,მაგნიტსკის კანონზეა“ დამორჩილებული’’

 ისევ თემურ ალასანიას და მიშა სააკაშვილის ტრაფიკზე, ე.წ. ''ახალ ბიზნესზე“...

''მაკკეინმა იცის, რომ ვერანაირად ვერ გახდება პრეზიდენტი, მხოლოდ ერთადერთი შანსი აქვს - პრეზიდენტობა დიდი ფულის საფასურად! სწორედ ამიტომ ზის უკრაინაში მიშა და უკვე დაუფარავად ყვირის, რომ ამერიკიდან მიაწვდის უკრაინას იარაღს! იარაღის მიწოდება დიდ ფულთან არის დაკავშირებული...’’

 

პუტინს აწყობდა ნემცოვის სიკვდილი, თითქოსდა ის ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს წივიან და კივიან, მიხვდებოდნენ იმას, რომ ტყვიაგაუმტარი არავინ არ არის. ასე დადგა ნემცოვის სიკვდილის დღე, რისთვისაც ის შერჩეული იყო!

 

პირადად ჩემი ვარაუდით, პუტინს რომ ნემცოვის მკვლელობა სდომებოდა, აქამდე მოკლავდა. რატომ ვფიქრობ მე ამას? ‘’დიდმა ბელადმა’’ მიხეილ  სააკაშვილმა მისცა ინტერვიუ ნემცოვთან დაკავშირებით...სიცრუეა, მას ნემცოვი არ გაუფრთხილებია, ეს მიშას თავისი თავის ფიარისთვის დასჭირდა -  მიშა უაზროდ განათლებულია, მაგრამ ტვინი არასოდეს ჰქონია თავში, რომ რაიმეს ანალიზი შეეძლოს...

ნემცოვის’’ გაფრთხილებაც’’, რომ ‘’რუსეთში ნუ დაბრუნდები, თორემ მოგკლავენო’’, სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამონათქვამთაგანია. მიშა გვყავს შესწავლილი ფეხის ტერფიდან თმის ღერამდე. მიშას, დამიჯერე, ნემცოვთან ასეთი დონის ლაპარაკი არ ჰქონია...


რითი აშანტაჟებდნენ ბელორუსიის პრეზიდენტს

 

ინტერვიუ ჩაწერილია 16.02.15 და 02.03.15წ.

საუბარს უძღვებოდა ქეთი სესიაშვილი

 იმედია, ეს ინტერვიუც არ დაიკარგება, ისე, როგორც მისი წინამდებარე, ფაქტებით ‘’დახუნძლული’’ სტატია, უცნაურად გაქრა ჩვენი საიტიდან და  საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში დაიკარგა. მაშინ გატყდა ჩემი მეილიც, თანაც ისე რომ, მისი აღდგენა ვერ მოხერხდა; მაშინ დაემართა რაღაც ინტერნეტ-ტელევიზია pktv-საც, ამას მოყვა საიტიდან სხვადასხვა სტატიის გაქრობაც, რომლებიც მთელს კომპიუტერში ვერსად ვიპოვეთ, ბაზაშიც კი არ იყო - რაღაც სასწაული მოხდა - ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჩვენ ინტერვიუ ავიღეთ  უშიშროებისა და სპეცსამსახურების სერიოზული პირებისგან უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. და ამ ინტერვიუდან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი გადარჩა, რომელიც შემთხვევით სხვის ჩიპზე გადავიტანეთ. ამ ნაწილს დღეს შემოგთავაზებთ დღევანდელი მასალის ქვემოთ...

  ჩვენს რესპონდენტს პირობითად დათო დავარქვით, რადგან, კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მის ვინაობას ამ ეტაპზე ანონიმურად ვტოვებთ. წყაროს ვინაობას ‘’ფრჩხილებიდან’’ გამოვიყვანთ უახლოეს მომავალში (ასე გვპირდება). დღეს კი მას ‘’დათოთი’’ მივმართავთ.

 

ყურადღება:

 რუბრიკაში ‘’მათქმევინეთ’’-ერთი სპეცსამსახურელის ინტერვიუ, სპეციალურად pres-cavcasia.ge-სა და PKTV-სთვის,

 რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა გარკვეული მოსაზრებების გამო

  ჩვენ ავტორის ამ მოსაზრებას ყოველგვარი სტილისტური შესწორების გარეშე ვაქვეყნებთ.

 რედაქციადემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის პრინციპიდან გამომდინარე

 არც უარყოფს და არც იზიარებს რედაქციაში შემოსული ნებისმიერი მასალის 

 ან ნებისმიერი ავტორის მოსაზრებას ამა თუ იმ თემაზეშემოსულ მასალაზე 

 პასუხისმგებელია ავტორი

 მაშ, ასე, ვიწყებთ ინტერვიუს ჩვენსკონფიდენტთან, რომელიც ჩაწერილია 18.02 და 02.03. 2015.

 

 -  ბატონო  დათოროგორც შემდეგ გავიგეთ, თქვენთანაც ანალოგიურად იკარგებოდა მასალები ჩვენი პირველი ინტერვიუდან ამონარიდი. ლოგიკური ეჭვი ჩნდება, ვიღაც დაინტერესებულების, ერთი და იგივეს, ხელი ხომ არ ურევია ამ ყოველივეში?

 -  ჩვენ ამ სიტუაციას შეჩვეულები ვართ, ამიტომ რამდენიმე ადგილას ვინახავთ ასეთ სერიოზულ ინფორმაციებს.

 -გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, რომ აღარ დავკარგო მასალები...კარგით, მოდი, ბატონო დათოდავიწყოთ საუბარი: წინამდებარე ნაწილში, რომელი ინტერვიუც მე 10 თებერვალს ავიღე თქვენგანმაშინ  იმ მოსალოდნელ ამბებზე პროგნოზირებდით, თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რაც, პრინციპში, 10 თებერვლიდან რამდენიმე დღეში მოხდა. ამიტომაც ვათარიღებ ამ დროს, თუ როდის დაიკარგა სტატია, სადაც თქვენ უამრავ მოსალოდნელ ფაქტზე პირდაპირ ფაქტებითა და პიროვნებათა კონკრეტიკით მესაუბრებოდით. ასევე იმ ინტერვიუში არგუმენტაციებით დასაბუთებული  ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი რამ იყო, და პირადად თქვენ დახასიათებული გყავდათ გარკვეული პირები, აგრეთვე საუბრობდით იმაზე, თუ როგორ, რატომ და სინამდვილეში, რა მიზნით ჩავიდნენ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალი პირები და ასევე .. ქართველი მოხალისეები. ასევე მესაუბრებოდით იმ ბრიგადებსა და ბატალიონებზე; იქვე მიყვებოდით თუ სინამდვილეში რატომ დაიწყო და განვითარდა უკრაინაში ეს მოვლენები - ‘’ახალ-ახალი მეიდნის’’ სახით და რა კავშირში იყო და არის ყოველივე ეს საქართველოსთან; რა იყო და არის ეს მოვლენები, რომელსაც ომიც კი ვერ დაარქვეს, თან, პირადად თქვენ ამტკიცებდით არგუმენტებით, რომ ეს ‘’ომი’’ გაყიდული იყო იმ თავიდან დღემდე...

 - დღეს ხომ უკვე იკვეთება ჩემი ნათქვამის სისწორე?

 - მკითხველს  მინდა ვაუწყო, რომ ეს ყველაფერი ნათქვამი გქონდათ PKTV-სთვის მიცემულ 10 თებერვლის ინტერვიუში ანუ ნემცოვის ჩაცხრილვამდე... 

 - და კიდევ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ იქ დავწერეთ, პუტინმა რატომ არ შეწყვიტა ცეცხლი უკრაინაში. მე მაშინ ვამბობდი და დღეს ეს ფაქტიურად დადასტურდა, მან აჩვენა,  რომ არავის მოლაპარაკებებზე წამომსვლელი არ იყო, მას ჰქონდა თავისი დასახული მიზანი, რომელი მიზანიც პუტინმა 80%-ით შეისრულა. ეს მე მაშინ გითხარით და დღეს უკვე ვიტყვით, თუ რა მიზანი ჰქონდა პუტინს. რა არ შეასრულა, ვინ რა მოიგო ამით. პუტინმა გაითამაშა უტყუარი პარტია და მხოლოდ და მხოლოდ მოიგო თვითონ. არც რუსეთმა, არც უკრაინამ, არც უკრაინელებმა - მოიგო მხოლოდ თვითონ.

  - მინდა გკითხოთ: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ იმ ‘’ისტორიულ’’ ინტერვიუში, ვაკონკრეტებ, ნემცოვის მკვლელობამდე 2 კვირით ადრე, ანუ 01 მარტამდე, მიუხედავად იმ საუბრისა, მოდი, დღეს ისევ დავკონკრეტდეთ, მაინც  სინამდვილეში ვინ იყო .. რუსი ოპოზიციონერი  ბორის ნემცოვი  და რატომ მოკლეს იგი?

  - ნემცოვის ამბები მთლიანად ჯდება ჩვენს თემაში. ეს არის გლობალური მოვლენა. ის არ იმართება ერთი და ორი კაცისგან , ერთი სახელმწიფოსგან, არამედ მართულია რამდენიმე სახელმწიფოსგან. ნემცოვი ელცინის დროს ერთ-ერთი ვიცე- პრემიერი იყო, რომელიც დასანახად ვერ იტანდა ვერც ქართველებს, ვერც უკრაინელებს.

 - რამდენი წლის იყო ნემცოვი?

 - 55-ის. რომელიც, ხაზს ვუსვამ, პირდაპირი ეთერით გვაგინებდა, გვლანძღავდა ქართველებს. თავის დროზე იმასაც გაყვიროდა, რომ საქართველო ვერასოდეს გაიყვანდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალს; რომელიც ელცინის პერიოდში ელცინის ხელისუფლებასთან ერთად პირდაპირ აფინანსებდა აფხაზეთი-ოსეთის მოვლენებს. და მარტო კი არ აფინანსებდა, აფიარებდა კიდეც, ინფორმაციებზე მუშაობდა...

 -ანუ ნემცოვი აფინანსებდა აფხაზეთისა და ოსეთის მოვლენებს?

 - პირდაპირ კი არა... ანუ ის იმ მთავრობის წარმომადგენელი იყო, რომელიც ამ მოვლენების თავი-თავი გახლავთ და თან, განა უბრალო ვინმე იყო ნემცოვი...

 -რატომ სძულდა მას ქართველები?

 - ნუ... აქ ქართველებზე იმდენად არაა საუბარი... თვითონ ნემცოვი, მიშა სააკაშვილი... მიშა არც მალავს ამას, რომ ისინი მეგობრები იყვნენ... მიშამდეც მივალ...  უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტი პოროშენკოც, ილიუშენკოც, - ესენი სულ ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ესენი ცხოვრებაში ტყუილების სპეცსამსახურებიდან არიან მოსულები. როგორც მიშა თავის ბიოგრაფიაში წერს, 9 წელი აქვს ნასწავლი - მათ შორის, ოქსფორდშიც და აქვს ხარისხი - სიცრუეა. კი მას აქვს ნასწავლი 4-5 უნივერსიტეტში, მაგრამ, როგორ შეიძლება კაცი წავიდეს ოქსფორდში და 3 თვეში მიიღოს დიპლომი? ჰოდა, ასეთები არიან მათი გუნდის წევრებიც. ახლა კი, კონკრეტულად, თუ ვინ იყო ბორის ნემცოვი: ნემცოვი მთლიანობაში გამზადებული იყო იმისთვის, რაც მოხდა. ნემცოვის მკვლელობა მოხდა არც ერთი დღითა თუ საათით ადრე, არც გვიან.

 -ნემცოვმაც იცოდა, რომ უნდა მოეკლათ? თითქოს იწინასწარმეტყველა კიდეც თავისი მოსალოდნელი სიკვდილის თაობაზე, ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა...

 ნემცოვმა იცოდა, რაღაც რომ დაემართებოდა, მაგრამ იმდენად იყო დარწმუნებული თავის ''მეპატრონეებში'', რომ ესენი მას არ მოკლავდნენ...

 - მეპატრონეები ვინ იყვნენ?

  - ბევრნი... სახელმწიფოები... ნემცოვი დარწმუნებული იყო, რომ ''ისინი'' ამ ფაზაში არ შევიდოდნენ. ჩვენს წრეებში ყოველთვის ისმებოდა კითხვა: ვინ არის მკვლელობისთვის განწირული?.. ნემცოვი შესაწირ ზვარაკად იყო სპეციალურად გამზადებული... ბორის ნემცოვმა  ეს კარგად იცოდა, მაგრამ მაინც ვერ უშვებდა, რომ მას ასე გაიმეტებდნენ. ნემცოვი, წლების მანძილზე რუსეთიდან წასული იყო, ის  ინგლისში, ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდა, სადაც ცხოვრობდა ბერეზოვსკი, სხვათაშორის, ნემცოვის ქალიშვილიც იქ ცხოვრობს. ნემცოვი აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც ჩვენი - ქართველების, ასევე პოლონეთში, ინგლისში  ჩასული სტუდენტების დავერბოვკებაში. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ როცა ნემცოვი პოლიტიკიდან წავიდა და დემოკრატი გახდა, ის უკვე დიდი ოლიგარქი გახლდათ, მილიარდელი. ე.წ. ''ზვარაკთა ნუსხაში'' - ჩამონათვალში კიდევ სხვადასხვა გვარებიც იყო, მაგრამ აქცენტი  განსაკუთრებული რეიტინგის ადამიანზე იყო გადატანილი. მათში ყველაზე დიდი რეიტინგი ჰქონდა ნემცოვს  და ამიტომ შეარჩიეს იგი მოსაკლავად.

 ახლა ვთქვათ, რატომ მოკლეს ნემცოვი: ყველა მოვლენა ფასდება იქიდან გამომდინარე, თუ რისთვის ან ვისთვის განვითარდა ყოველივე ეს. როგორც უკვე გითხარით, ნემცოვი ზუსტად მოკლეს იმ დღეს, არც ერთი წუთით ადრე ან გვიან, რა დროსაც ეს იყო საჭირო. ვის აწყობდა მისი სიკვდილი? ყველას!

 ‘’ყველაში’’ ვინ იგულისხმება?

 -ორივე მხარე. მისი სიკვდილი სურდა ოპოზიციასაც და პოზიციასაც. რუსეთსაც და...

 უკრაინასაც ?

 - ყველას, აბსოლუტურად. მოდი, შევთანხმდეთ, უკრაინას არავინ არაფერს ეკითხება, ყოველშემთხვევისთვის, ჯერჯერობით. ნემცოვის სიკვდილი აწყობდათ მის დასავლელ მეგობრებს. აქ აღარაა უკვე ბრძოლა რუსეთთან. აქ არის ბრძოლა პუტინთან და  პუტინის რეჟიმთან. ნემცოვის სიკვდილი, დასავლეთში  იმ დონეზე აწყობდათ, რომ ამ ფაქტით მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თითქოს რეპრესიებით პუტინი სტალინს ემსგავსება, რომ პუტინი არგუმენტებს ვერ დებს და მოწინააღმდეგეებს, ყველაზე პროგრესულად მოაზროვნეებს  ამ მეთოდით იცილებს თავიდანო - მოდით ამ პოლიტიკას ''პუტინიზმი'' ჰქვია და ბევრი უკლია რუსეთის ''შეფს'' სტალინამდე! მეორე: პუტინს აწყობდა ნემცოვის სიკვდილი, თითქოსდა ის ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს წივიან და კივიან, მიხვდებოდნენ იმას, რომ ტყვიაგაუმტარი არავინ არ არის. ასე დადგა ნემცოვის სიკვდილის დღე, რისთვისაც ის შერჩეული იყო!

  ჩვენ რომ ვისაუბროთ, ვინ მოკლა ნემცოვი, ანუ შემსრულებელი ვინ იყო, ამ ადამიანის ვინაობის ამოქექვას აზრი არ აქვს. გადავხედოთ, რა ხდება მსოფლიოში და იქიდან ვიმსჯელოთ.  პირადად ჩემი ვარაუდით, პუტინს რომ ნემცოვის მკვლელობა სდომებოდა, აქამდე მოკლავდარატომ ვფიქრობ მე ამას? ‘’დიდმა ბელადმა’’ მიხეილ  სააკაშვილმა მისცა ინტერვიუ ნემცოვთან დაკავშირებით...სიცრუეა, მას ნემცოვი არ გაუფრთხილებია, ეს მიშას თავისი თავის ფიარისთვის დასჭირდა -  მიშა უაზროდ განათლებულია, მაგრამ ტვინი არასოდეს ჰქონია თავში, რომ რაიმეს ანალიზი შეეძლოს...

 -  ბატონო დათო, მიშა სააკაშვილს ადრე ანუ მანამდეც იცნობდი, სანამ მიშა ''დიდი’’ გახდებოდა?

 -  ისე რა... მე ვიცნობდი, ის არ მიცნობდა. მიშა ასაკით ჩემზე ბევრად პატარაა. მე კი კარგად ვიცნობდი მიშასაც და ცოტა ნაკლებად  - ბიძამის თემურ ალასანიასაც. ჩვენ ყველას ვიცნობდით, ვინც მოდიოდა..

 -’'თქვენ’’ - ვინ? თქვენი სპეცსამსახური?

 - არა. მოდი, ასე ვიტყვი: მოსკოვიდან  ედუარდ შევარდნაძის  ჩამოსვლიდან, ცოტა ხანში, ანუ მეორე ნახევარში, ''ჩვენიანების’’ უმეტესობა სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში გადანაწილდა, ზოგმა პატაკი დაწერა სისტემიდან წასვლის თაობაზე, რადგან მათთვის მიუღებელი იყო იქ გამეფებული სიტუაცია. ზოგმაც სახელმწიფო დატოვა,ზოგი სამსახურიდან გააგდეს, ზოგი დაიჭირეს, ზოგიც - მოკლეს!.. ..

 -ეს ''მეორე ნახევარი’’ რა პერიოდია?

 -2000-2003 წლამდე... 

 ნემცოვის მკვლელობიდან მომენტალურად მიშამ ასეთი რამ განაცხადა: ''მე ბორისს ვურჩიე, ნურც ერთ ღვინოს ნუ დალევ, შენ გამზადებული ხარ მოსაკლავადო’’...

 და, რა იცოდა სააკაშვილმა?

 - მიშამ კი არ იცოდა ერთი კვირით ადრე, რომ ამ კაცს მოკლავდნენ, მაგრამ ის იცოდა, რისთვის ამზადებდნენ... იცოდა, რომ ეს კაცი შესაწირი ცხვარი იყო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ამის შესახებ მიშას ნემცოვისთვის რეალურად არ უთქვამს, ამით მაგარმა პიარშიკმა მიშამ თავისი უტვინო პიარი გამოავლინა კიდევ ერთხელ.

 ყველამ კარგად უწყოდა, მარტო მიშამ კი არა, რომ თუ ვინმეს ნემცოვზე უფრო დიდი რეიტინგი ექნებოდა, მაშინ ის შეიწირებოდა და არა ბორის ნემცოვი. სხვათაშორის, მიშას ბერჯერ ისეთი გამონათქვამები ჰქონია, რისთვისაც მას მოხვედრია კიდეც ბიძამისი თემურ ალასანიასგან. მიშასგან ნემცოვის ’’გაფრთხილებაც’’, რომ ''არ გეშინია რუსეთში დაბრუნების, რადგან შესაძლოა, მოგკლანო’’, - სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამონათქვამთაგანია. მიშა გვყავს შესწავლილი ფეხის ტერფიდან თმის ღერამდე. მიშას, დამიჯერე, ნემცოვთან ასეთი დონის ლაპარაკი, ღრმად დარწმუნებული ვარ, არ ჰქონია...

 -რატომ ხართ ამაში ასე დარწმუნებული, იქნებ, პირიქით, მიშამ მართლა გააფრთხილა ნემცოვი?

  - რა აზრი ჰქონდა, მიშას რომ ეთქვა ნემცოვისთვის - ოპოზიციის ლიდერისთვის, რუსეთში ნუ დაბრუნდებიო!? ან იყო კი საერთოდ ეს შეხვედრა? მიშა ამბობს... მიშა ბევრ რამეს ამბობს საერთოდ...ნემცოვი მიშაზე  ათჯერ გონიერი ადამიანი იყო. უბრალოდ, მიშა არ უშვებს შანსს, ოღონდ სადმე გაფიარდეს. მიშა მიშა არ იქნებოდა, იმავე წუთებში რაღაც არგუმენტირებული სისულელე არ ეთქვა ამ მკვლელობაზე. მიშას თავისმა უგუნურმა სიბეცემ ათქმევინა ეს სიტყვები საჯაროდ. ნემცოვი 15 წელი იდგა ოპოზიციაში, ილანძღებოდა, იგინებოდა... დარწმუნებული ვარ, მიშამ არ უწყოდა ნემცოვის მოსალოდნელი მკვლელობის თაობაზე, მან იცოდა, რომ გათვლილი იყო ისეთ ლიდერზე, რომლის გულისთვისაც რუსეთი ვითომცდა ხმას ამოიღებდა - ესეც სულელური გათვლა იყო, რადგან, შეიძლება ითქვას, სულ ტყუილად ''შეწირეს ზვარაკი"...

 იქნებ თემურ ალასანიამ დაარიგა ამგვარად თავისი დისწული?

 -ცოტახანში თემურ ალასანიას თემამდეც მივალთ, უბრალოდ, ჯერ ის ვთქვათ, ვინ მივიდა ნემცოვის მკვლელობის შემთხვევის ადგილზე და ვინ გამოხატა განსაკუთრებული აღშფოთება? ფაქტის ადგილზე მისულებს შორის რუსეთის დუმ-ის წევრი მამა-შვილი გუტკოვები გამოირჩეოდნენ. მათი სახელები არ მახსოვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უფროსი გუტკოვი ''კგბ''-ს მაღალი ჩინოსანი, პოლკოვნიკი, მართლაც ჩეკისტი იყო, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სსრკ-ს დაშლა-გაყიდვაში... შვილი გუტკოვი კი გახლდათ სპორტსმენი, ფრენბურთელი  - რუსეთის ნაკრებშიც თამაშობდა.

მამა გუტკოვს უზარმაზარი ქონება აქვს საზღვარგარეთ გატანილი. სსრკ დაშალეს, პირველ რიგში, გამყიდველმა სპეცსამსახურებმა, მათ შორის, ვიმეორებ იყო გუტკოვიც. დღეს მამა-შვილ გუტკოვებს ერთი სერიოზული ''მისია აკისრიათ'': გაყიდონ რუსეთი და რაც შეიძლება სწრაფად, საკუთარი ავლა-დიდების გადასარჩენად...

 სად და ვისთან უნდა გაყიდონ?

 - ამერიკაში და საერთოდ, იქ, ვინც იყიდის! თუ არ ვცდები, ორიოდ წლის წინათ, შვილი გუტკოვი,’’გოსდუმის’’ წარმომადგენელი, ამერიკაში სენატშიც გამოვიდა, სადაც ხმამაღლა, საჯაროდ ლანძღავდა რუსეთს, მის პრეზიდენტსა და მის მთავრობას. ახლა მემარცხენე ფრთას თამაშობს. თან თვითონ მამა გუტკოვი, რომელიღაც ფრაქციაში, თუ არ ვცდები, იყო მოადგილე, მაგათ გაუსკდათ საქმე, რომ მათი დიდი ბიზნესი საფრთხის წინაშე დადგა...

გუტკოვებს მოსკოვში კერძო დეტექტივების ფირმის ბლომად ფილიალები აქვთ. წარმოიდგინეთ, საქმეს რომ დასჭირდეს, ამისთვის მარტო მოსკოვში, თავის ფილიალებში 10 000 კაცი ჰყავთ დასაქმებული ანუ ''საქმისთვის'' ორგანიზებული. გუტკოვებს ყველაზე დიდი თანხები, ფირმების უმეტესობა ბულგარეთში აქვთ გატანილი.

- მამასაც და შვილსაც ხო, ასე ამბობთ? შვილი რამდენი წლისაა?

 - დაახლოებით 30-40 წლამდე. ყველა ამბობს, მერე რა, ბულგარეთი მაინც ჩვენიაო... ძალიან ბევრმა  ისიც კი   არ იცის, რომ ბულგარეთი დღეს ნატოს წევრი ქვეყანაა. ჰოდა, ‘’მაგნიტსკის კანონი’’ რომ მიიღეს, მამა-შვილი გუტკოვი გახლავთ ეს ''მოსიარულე’’ ‘’მაგნიტსკის კანონი’’. მათ შესთავაზეს: ან აკეთებთ ამას, ან დაემშვიდობეთო...

 - რას დაემშვიდობონ?

 - მილიარდებს

 - ვინ უთხრა ეგ?

 - ვინც მოიგონა ეს ''მაგნიტსკის კანონი’’ - მოგონილია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპამაც აუბა მხარი. სხვათა შორის, ეს კანონი ძალიან მაგრად მუშაობს...

 - ეგ კანონი როდის მიიღეს?

 - არ ვიცი, დახლოებით 2005 წლის მერე, თუ არ ვცდები. რუსეთის მტერი მამა-შვილი გუტკოვი ამ კანონის განსახიერებად იქცნენ, კერძოდ, რუსეთში დაუფარავად ყიდიან ყველაფერს, ოღონდ იქ არაფერი დაკარგონ და ყველანაირ საზიზღრობაზე მიდიან. ამიტომ ვამბობ, თვითონ ამ მამა-შვილ გუტკოვს გვარიც კი შეუძლიათ შეიცვალონ და  მაგნიტსკი დაირქვან. სწორედ ეს ხალხი მივიდა ნემცოვის მკვლელობის ადგილას, მათ დააფასეს იგი მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რომ ნემცოვი  განწირული იყო სასიკვდილოდ - ნემცოვი თუ არა, ვიღაც მაინც უნდა შეწირულიყო... მოკლედ, ''მაგნიტსკის კანონიდან'' გამომდინარე, ძალიან ბევრ ოლიგარქს ეშინოდა მისი. იმისთვის, რაც გუტკოვმა გააკეთა საბჭოთა კავშირის დაშლა-გაყიდვისთვის! მაგრად იმუშავა მაშინ დასავლეთის დაზვერვამ - ყველანაირად შეუწყვეს ხელი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, მოეპარათ მილიარდები და გუტკოვებმაც ნახეს, ვისაც კარგად შეეძლო მოპარვა, იმას მიეშველნენ - მთელი  ეს თავისი ავლა-დიდება  გაატანინეს დასავლეთში და უცებ მიიღეს ''მაგნიტსკის კანონი''...

 ბატონო  დათ, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ''მაგნიტსკის''კანონი?

 - ასე ვთქვათ, ''მიზიდვის’’, უფრო სწორად, ''წაგლეჯვის'' კანონია... რასაც  ''მაგნიტსკის კანონი'' გულისხმობს და თუ მაგალითად, მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა...

  -მიზიდვის თუ წაგლეჯვის კანონი რომ არის, ვთქვათ, გასაგებია, მაგრამ...

 - გარკვევით აგიხსნით: მაგალითად, შენ თუ აგრესორ ქვეყანას უდგები გვერდში, ან გამოდიხარ წინააღმდეგ, ავტომატურად გიყადაღებენ შენს ანგარიშს, შენ ქონებას, რომელსაც საზღვრებს გარეთ გაგატანინებენ და იქ გაიძულებენ იმის გაკეთებას, რაც მათ თავად აწყობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მილიარდებს გაშოვნინებენ, ისეც დაგსვამენ ცარიელ-ტარიელზე. აქვე დავამატებ, რომ ''მაგნიტსკის კანონი'' მოქმედებს მხოლოდ პოსტ საჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ''აღმოცენებულ'' ე.წ. ოლიგარქებსა და საჯარო მაღალჩინოსნებზე! თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, რამდენია, რომ ვისაც 6 და 7 მილიარდი აქვს, სინამდვილეში იმათ სამმაგი - ანუ 20 -30 ჩუმად გადამალული მილიარდი აქვთ...

  - ანუ ამაში  ჩვენი ‘’დიდი მოქალაქეც’’ იგულისხმება? მასაც აქვს გადამალული მილიარდები?

 - არაა გამორიცხული, იგულისხმებოდეს, როგორც თქვენ ამბობთ, ‘’ჩვენს დიდ მოქალაქესაც’’, ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ''მაგნიტსკის კანონი’’ ყველა ოლიგარქზეა გათვლილი. სხვათაშორის, ბევრს, ვისაც  რუსეთში კიდევ ჰქონდა დიდი  ბიზნესი, სამი წლის წინათ გაყიდეს და ‘’მაგნიტსკის კანონის თანახმად’’, რუსეთიდან ‘’წილი’’ დასავლთში გაიტანეს... ესაა  ‘’მაგნიტსკის კანონი’’...

 -  რატომ გაიტანეს, შეეშინდათ და იმიტომ?

 -  არ ვიცი, იქ ‘’ზევით’’ რა მოლაპარაკებები იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს კანონი ჰქონდა შეერთებულ შტატებს, ორი წლის წინათ კი ევროპამაც მიიღო ე.წ. ‘’მაგნიტსკის კანონი’’, რაც ძალიან დიდი მუხტია, ამას იმისთვის გეუბნებით, რომ  პირველები, ვინც გამოჩდნენ ნემცოვის მკვლელობის ადგილზე (გუტკოვების გარდა, იქ ბევრი ე.წ. ''მაგნიტსკიც'' გამოჩნდა, რომელთა დასახელებაც ძალიან შორს წაგვიყვანდა, ჩვენ უბრალოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, მამა-შვილ გუტკოვზე ვამახვილებთ ყურადღებას - დ.)....

 - ბატონო დათო, ნემცოვიც მილიარდელი იყო?

 - კი, ჩაქცეული მილიარდელი...

  - ‘’ჩვენს დიდ მოქალაქე’ ‘ - ბიძინა ივანიშვილზე დიდი მილიარდელი, თუ ?..

 -  ალბათ, უნდა ყოფილიყო - ელცინის დროს უამრავი სამთავრობო რესურსი იყო ნემცოვის ხელში, უამრავი სერიოზული წილის მფლობელი გახლდათ რუსეთშიც და კიდევ სხვაგან... თუ იმასაც ჩავთვლით, რომ ელცინის დროს მას მიუწვდებოდა ხელი ნებისმიერ სამთავრობო რესურსზე, წარმოიდგინეთ, რა კოლოსალური თანხების პატრონი შეიძლება ყოფილიყო იგი. ჩვენი წყაროებიდან ვიცი, რომ ნემცოცს ყველაზე ძალიან  აფრიკაში ნადირობა უყვარდა და ეს სიამოვნება 500 000-დან 800 ათას დოლარამდე უჯდებოდა. რუსეთზე ‘’გადამკვდარი ლიდერი’’ აფრიკაში ჩადის (და არა ერთხელ) და მარტორქაზე ნადირობისთვის ამხელა თანხებს ხარჯავს!!! აღარაფერს ვამბობ მაგის სიამოვნებისთვის გაფლანგულ ხარჯებზე რესტორნებში  - ეს ხომ დაუთვლელია. ეს მანტია მალე სულ ყველას ჩამოშორდება - იმხელა ქვეყანას შეეჭიდნენ... ეს არაა საქართველო...

- ბატონო დათოგინდათ თქვათ, რომ ცხინვალის, აფხაზეთის მოვლენებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ბორის ნემცოვი?

 -  მაგას ზუსტად ვერ გაიგებ, თან ელცნის დროს იყო ერთი ხუთი კაცი, რომელთაც ყველაფრის უფლება ჰქონდათ, ამ ხუთეულიდან ერთ-ერთს კი სწორედ ნემცოვი წარმოადგენდა...

 - ბიძინა ივანიშვილიც იბრალებდა , მე ვაფინანსებდი 2008 წლის მოვლენებსო...

- ბიძინა ივანიშვილს მოგვიანებით შევეხები, მაქამდეც მივალ (ვინ რას აფინანსებდა, არა დაფარულად, არა მალულად), ახლა ნემცოვზე გესაუბრებით - ან რატომ დაჭირდათ ნემცოვისთვის იმ იარლიყის მოდება, რომ ის უკრაინელ მოდელთან ერთად იმყოფებოდა, მერე მანქანაც აღმოაჩინეს... მინდა გითხრათ, რომ ნემცოვს ყველანაირად დაუკავშირებენ უკრაინას - აღმოჩნდა, რომ უკრაინის დემოკრატია  საფრთხეშია, ერთ-ერთი ''გადამრჩენი'' ამ დემოკრატიისა კი ნემცოვი იყო (?!), ამიტომ ამ 22 წლის უკრაინელი მოდელის ვარიანტი, მთლიანად მისაღებია - მოდით, პირდაპირ დავარქვათ სახელი - ნემცოვის საყვარელი - აუცილებელი უნდა ყოფილიყო ლიდერი ნემცოვის მკვლელობისთვის...

 -მბობენ, რომ ის უკრაინელი მოდელი ფეხმძიმედ იყო მისგანკარგით, როგორც პუტინმა განაცხადა, ის სულ მალე გაარკვევსნემცოვის მკვლელობის შემკვეთის ვინაობას...

 -  ეს მკვლელობა პირდაპირ ინტერესში იყო პუტინზე დარტყმასთან...

 -უტინის ინტერესშიც იყო პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მკვლელობაც...  ასეა?

- ჩემი ვარაუდით, ასეა... ნემცოვისაც და ლეხ კაჩინსკის მკვლელობაც, იგივე, ლეხ კაჩინსკის თვითფრინავის ჩამოვარდნაც ... არის სხვადასხვა ვერსიები, რომ ზუსტად ლეხ კაჩენსკის მკვლელობა ამ სისტემაში ჯდება - თან მაინცდამაინც მაშინ, როცა სტალინის მიერ დახვრეტილი თანამოძმეების საფლავთან მიდის, სწორედ მაშინ ‘’უჩალიჩებენ’’... ღმერთმა იცოდეს, ვინ ‘’გააჩალიჩა’’ ეს...

 -  თქვენი აზრით, როდესმე გაირკვევა ეს ამბავი და გამომზეურდება?

- მხოლოდ მაშინ, როცა იქნება რუსეთი-ამერიკა-ევროპის საერთო ინტერესი და ეს ინტერესი წელიწადნახევარში დადგება და...

  - საინტერესოა, ასე ზუსტად  საიდან იცით დრო, როგორ აკეთებთ პროგნოზირებას?

- მე მეტსაც გეტყვით, ამერიკელებმა დაიწყეს უკვე ამაზე ფიქრი. მოდით რა, ჯერ ერთი თემა მოვრჩეთ...

 - კი ბატონო, მაგრამ მე აქვე მინდა გკითხო - კითხვა ისევ ბორის ნემცოვს უკავშირდება და ნემცოვიდან გამომდინარე, რუსეთს, უკრაინას,  დემოკრატიას და ასე შემდეგ. ოპოზიციონერის როლში იყო ნემცოვი და ამაზე უკვე ვილაპარაკეთ... თუ არ ვცდები, უკრაინაში, ინტერნეტით წლების წინათ გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძე, ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი,  ბარამიძეც ხვდებიან ნემცოვსა და იმ . დემოკრატების ჯგუფს. იქ იგეგმება უკრაინის ამბები  (უკრაინის მოვლენებამდე) , რაც მერე საქართველოში უნდა გადმოსულიყო...

-  სრული სიმართლეა. მე თავიდანვე გითხარით, რომ ნემცოვი და  ეს პრეზიდენტები ერთ კოლბაში გამოყვანილი კლონები არიან. ამ კლონებს შეურთდნენ ბუნებრივი კლონები - თარგამაძე და მისი მსგავსები - ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო...

 - მოდით, ვისაუბროთ,რა ხდება დღეს უკრაინაში. ჩვენ წინა ინტერვიუში ვთქვით, რომ არ არსებობს  რუსულ-უკრაინული ომი, როგორც მხარეები, ისევე როგორც არ არსებობდა ქართულ-რუსული ომიო...

  - უკრაინაში სიტუაცია ხელოვნურად არის შექმნილი. რუსეთის პრეზიდენტმა, ხელშეკრულების თანახმად, რატომ არ შეწყვიტა 5 საათში ცეცხლი? რაზეც, პრინციპში, სინამდვილეში ხელი არც  მოუწერია. მან აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ  უკრაინის ხელისუფლება არის მატყუარა, მან აჩვენა უკრაინის ხელისუფლების სიმხდალე, რომ ამდენი ხანია, სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს  ომიც ვერ დაარქვეს.  ჩვენ რომ ვამტკიცებთ, არ არსებობს რუსულ-უკრაინული ომი, როგორც მხარეები, ისევე როგორც არ არსებობდა ქართულ-რუსული ომი, ეს სრულიად დაამტკიცა სულ ახლახან მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებამ. რა განიხილეს იქ? 1) ცეცხლის შეწყვეტა 2) მძიმე შეიარაღების გატანა ფრონტის ხაზიდან  3) და ჩვენთვის მთავარი: უკრაინიდან უცხო ქვეყნის მოხალისეების გამოყრა. რა მოხდა სინამდვილეში? ჩემი ვერსიით, სანამ ამ მოლაპარაკებაზე დასხდებოდნენ ქვეყნების ლიდერები, თითქმის 2-კვირიანი მოლაპარაკება მიდიოდა მანამდე. ამას აწარმოებდნენ რუსულ-უკრაინულ-ევროპული მხარეები. ეს მზადება ხდებოდა კულუარულად. რუსულ-უკრაინული მხარიდან მონაწილეობდნენ ზუსტად ის ძალები, რომლებიც, აგერ უკვე 20 წელია, პოსტ საბჭოთა ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ომით არიან დაინტერესებულები - იწყებენ, ყიდიან და ა.შ.

- საინტერესოა,  ვინ რას იგებდა ამ ხელშეკრულებით - კერძოდ, კი პუტინი? 

- მას ეძლეოდა საშუალება ფინანსურად ამოსუნთქვისა და სამხედრო რესურსის შესავსებად.

 -მაინც რა შეიძლებოდა მოეგო პოროშენკოს?

 - იგი მთელ მსოფლიოს აჩვენებდა, რომ სურს მშვიდობა და ყველანაირი მოლაპარაკება საამისოდ. და ამიტომ ყველაფერზე იყო წამსვლელი. ამით მას არ დასჭირდებოდა ქვეყანაში განსაკუთრებული მდგომარეობის გამოცხადება. რაც ფაქტიურად, ომის გამოცხადებას ნიშნავს.

ამ ომის გამოცხადებას მოჰყვებოდა 2,5 -3 მილიონამდე რეზერვისტების გამოყვანა, რაც მისთვის სიკვდილის ტოლფასია. 2-3 მლნ რეზერვისტის გამოყვანის შემთხვევაში და ამ პოლიტიკის გაგრძელებით, ყველაზე დიდი, 3-5 თვეში, ის მიიღებდა სამხედრო გადატრიალებას უკრაინაში. ანუ კიევს ხელახლა აიღებდნენ.

 ასე და ამგვარად, უცხო ქვეყნის მოხალისეებს, კონკრეტულად, ქართველებს წაუყენეს ულტიმატუმი: ან უნდა შესულიყვნენ მიშას ბანდფორმირებებში (უკრაინაში) ან უნდა დატოვონ სახელმწიფო (უკრაინა) ან დაიჭერდნენ. ბევრმა არ იცის, რომ 28 თებერვლისთვის ჩამოყალიბდა ქართულ-უკრაინული ბატალიონი, რომელიც დისლოცირდება ქალაქ ზაპოროჟიესთან ახლოს. საქართველოს მხრიდან არიან ჩასულები მოხალისეები უკრაინელ პატრიოტთა დასახმარებლად, რომლებიც, აგერ უკვე 7-8 თვეა, გვერდში უდგანან და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ყველა დიდ შეტაკებებში იღებენ მონაწილეობას. არის ქართველ მოხალისეთა მხრიდან მსხვერპლი, არიან დაჭრილები და ტყვედაც იყო ერთი მოხალისე აყვანილი ე.წ. ‘’კადიროველების’’ მხრიდან. რომელიც საბედნიეროდ, გაათავისუფლეს.

აღნიშნულ ბატალიონში სამხედრო თანადგომისა და მსახურების სურვილი გამოხატეს უამრავმა ჩეჩენმა მეომრებმა - დუდაეველ-მასხადოველებმა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან გაბნეულები. მათ სურთ, დაეხმარონ უკრაინელ ხალხს და სისხლი აიღონ ლეგენდარული მეთაურის - ისა მუნაევის ღალატით მოკვლის გამო. უკრაინაში ჩასულ ქართველ მოხალისეებს, აგერ უკვე რვა თვეა, ერთი კაპიკიც არ აუღიათ, ისინი არავის 

დაუფინანსებია, თუმცა, ხმები დაუყარეს მათ, თითქოსდა ისინი დიდ ფულს იღებენ ამისთვის, სრული სიცრუეა.

არადა, ქართულ ლეგიონში, რომელსაც სინამდვილეში მიშა და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატი 

ბიძამისი თემურ ალასანია აფინანსებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვის კმაყოფაზეც იმყოფებიან 

პარალელურად და მოქალაქეობაც აქვთ და ცხოვრების პირობებიც, მინიჭებული. მათ მოქალაქეობა პოროშენკომ 

მიანიჭა პირადად. მათ პირდებიან 250$- დღეში...

 უფრო უარესი: ქართველ მოხალისეებს, რომლებიც მიშას ბანდფორმირებასტან არ ერთიანდებიან, მოქალაქეობა კი არა, იქ ცხოვრების უფლებაც კი არ აქვთ მინიჭებული.

რატომ მიიღეს ეს მესამე შეთანხმება? იმიტომ რომ, გამოიკვეთა მიშას, პოროშენკოსა და რუსეთის ზოგიერთი წრეების ინტერესი ერთად, რომ უკრაინას ჩამოაშორონ ნამდვილი მეომრები და ორი ქვეყნის პატრიოტები.

ახლა ის საკითხი: თავად მიშა სააკაშვილმა რატომ არ მიიღო უკრაინის მოქალაქეობა? იმიტომ რომ იცის, პოროშენკოს დიდი დღე არ უწერია პოლიტიკაში და საქართველოს მოქალაქეობით უფრო დაცულად გრძნობს თავს. ასევე, უპირველესად, იმიტომ არ მიიღო მოქალაქეობა, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს კანონმდებლობით,არაქვსპოლიტიკურისაქმიანობისუფლებასაქართველოსსახელმწიფოში. 

მიშა თავის ამპლუაშია და შიზოიდურად აცხადებს ღიად იარაღით დახმარებაზე უკრაინისთვის

რომელ შტატგარეშე მრჩეველს აქვს უფლება ასეთ თემებზე საჯაროდ საუბრისა თუ პრაქტიკულად ქმედებისა?

3) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინაში დიდი განხეთქილებაა მეომრებსა და ე.წ. ‘’სალდაფონებს’’ შორის.  ჩვენ წინა ეპიზოდებში ვწერდით, რომ მიმდინარეობდა კულუარული მოლაპარაკება მინსკამდეც, სადაც გაითვალისწინეს ყველას მოთხოვნები, თვით მიშა სააკაშვილისაც კი. რომელიც, რაც შეუძლია, აპიარებს პირდაპირ მის დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინაში განლაგებულ ე.წ. ქართულ ლეგიონს და ბატალიონ ‘’დონბასის’’ ნარჩენებს. სხვათა შორის, ამ ბატალიონის პარალელურად იმყოფებიან საქართველოდან წითელი ცირკულარით ძებნილი ქართველი კრიმინალები, როგორც უკვე ვთქვით, მეგის ქარდავას თამადობით. თავად ბატალიონის მეთაურს, ახლა გადეპუტატებულ სემიონ სემენჩენკოს უკრაინაში ბევრი მეთაური ღიად სდებენ ბრალს არაპროფესიონალიზმსა და გამყიდველობაში.ოპერატიული წყაროებიდან კონფიდენციალურად მოპოვებული ინფორმაციებით  დასტურდება სემიონ სემენჩენკოს და რუსული სპეცსამსახურების ტანდემი, რომელ მოღალატეობრივ საქმიანობაშიც სააკაშვილის თანამზრახველებიც არიან ჩართულები. სემენჩენკოს და მისი .. ‘’მეგობრების’’სინდისზე არის ისა მუნაევის - ჩეჩენი გენერლის განადგურება. 2014 წლის გაზაფხულზე უკრაინული ბატალიონების 70% -ის ალყაში მოქცევა და განადგურება. ქართველ მეომრებზე განხორციელებული მუქარა და დევნაც - სწორედ ამათ სინდისზეა.  

შეთანხმება შედგა, მოლაპარაკებით, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო და მშვიდობა დამდგარიყო, მაგრამ ეს ე.წ. მშვიდობა მხოლოდ წამიერი აღმოჩნდა!

 

 მაინც რატომ დაირღვა შეთანხმებით დადგენილი პირობა?

 როგორც მოგახსენეთ, საქმე მდგომარეობს იმაში, რომ პუტინმა პიროვნულად წამოარტყა თავში უკრაინულ-ქართულ და რუს ე.წ. მშვიდობისმყოფელებს და ამით მიანიშნა, რომ ისინი უბრალოდ, მატყუარები და მოღალატეები არიან. პუტინმა ამით აჩვენა მათ თავისი ძალა, სიძლიერე, შესაძლებლობა და დაანახა მათი არარაობა.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ არ არსებობს ქართულ-რუსული და იქვე, რუსულ-უკრაინული ომი! ეს ომები არის დიდი ფულისა და ე.წ. მშვიდობისმყოფელთა მომენტი.

 ჩვენში არის ასეთი გამოთქმა: თუ გინდა ქვეყანა დაღუპო, შეიყვანე ჯარი და აომე, გააჩერე ერთ ადგილას, მერე ჩააყენე გაეროს ცისფერჩაფხუტიანები - ანუ ქვეყანა გაყავი! - რაც მოხდა საქართველოში, ის ხდება უკრაინაში დაჩქარებული ტემპით...

 - მაგრამ საქართველოში სამ დღეში დამთავრდა 2008 წლის ომი ...

- რომელ სამ დღეში? ეს ამბავი 20 წელი გრძელდებდა, სამ დღეში მიშამ ჩააბარა ცხინვალი - ზემო ქართლი, კოდორის ხეობა... ოცი წელი იომა საქართველომ - არავის არ გაუწევია მსგავსი წინააღმდეგობა. საქართველოს მიწები ჯერ ედუარდ შევარდნაძემ ჩააბარა  და მერე, სამ დღეში - მიშამ. 

პლუს, ბიძინა ივანიშვილიც თუ მართლა აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა, .. გამოდის, ისიც ალიანსში ყოფილა სააკაშვილთან?

 - მაქამდეც მივალთ. ეგრე იოლად არ არის ყველაფერი. მე სულ  თავს ვიკავებდი, არაფერს ვამბობდი, სანამ არ გადავამოწმებდი. გადამოწმებულ ინფორმაციას გეუბნები: რაც არის ეგრეა. მე კი  არ ვამბობ 100% ჩვენ ვართ მართალი, მაგრამ ვიცი, რომ ეს ასეა: უკრაინა იმეორებს ზუსტად იმას, რაც მოხდა საქართველოში. ცეცხლის შეწყვეტა და გაეროს ჩასმა - ეს უკვე იმის აღიარებაა, რომ აღმოსავლეთ უკრაინა ცალკეა! ახლა დაიწყება მოლაპარაკებები და დროში გაწელილი დამთავრდება იმით, რომ ეს არაღიარებულები მოითხოვენ  ჯერ ავტონომიას და მერე რუსეთთან შეერთებას...

 არ აღიარებული,  ვინ?

 -რესპუბლიკები.

 -ონკრეტულად?

 -კონკრეტულად უკრაინა კი არა, - აღმოსავლეთ უკრაინაში ხომ არის დონბასის რესპუბლიკა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პუტინს რჩება ასაღები კიდევ 20% და ქალაქი ხარკოვი.

  - მერე,მაგას სჯერდება პუტინი?

 - ან ქალაქ ხარკოვს დათმობენ უკრაინელები ან ბრძოლით აიღებს პუტინი. მერე  გაერო ცისფერჩაფხუტიანებს დააყენებს და წავა და ეს არის უკრაინის გაყოფა. მე იმიტომ ვამბობ ამას ხაზგასმით, რომ უკრაინა პორეშენკომ გაყიდა. არ გამოაცხდა სახელმწიფოში ომიყველანაირ მოლაპარაკებაზე წავიდა და ეს ქართველი ,,სპეციალისტებიანუ მიშა სააკაშვილი და მაგისსასტავიჩაიყენა. მანდ უფრო რთულად არის საქმე, ვიდრე ვინმეს ჰგონია. საერთოდ, პოროშენკო უკრაინაში ვერ წყვეტს ვერაფერს და ვერც გადაწყვეტს. სულ სხვა ხალხი წყვეტს პოროშენკოს ნაცვლად ყველაფერს უკრაინაში და მიშა ჰყვას ზედამხედველად.

 - ა ,,სხვაშივინ იგულისხმეთ, ამერიკა?

 -აქ მარტო ამერიკაზე არ არის საუბარი, ისევე, როგორც მარტო რუსეთზე არ არის დამოკიდებული. მთელს ამერიკაში  ნეოკონსერვატორებიდან  10-12 კაცია დარჩენილი, რომლის თავში  ჯონ მაკკეინი დგას. სულ ცოტა ხანში  ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და მაკკეინს სურს გამარჯვება - ამერიკის პრეზიდენტობა.

  - თქვენ ამით გინდათ თქვათ, რომ ლიბერალური ფრთა მოდის?

 - ეს ფრთაც არ არის, ფრთის განაყოფია. ამერიკაში ამ ხალხის მიმართ საკმაოდ დიდი პრეტენზიებია - ესენი სადაც შევიდნენ და ჯარი დააყენეს, ვერსად ვერაფერი გააკეთეს. მაკკეინმა იცის, რომ ვერანაირად ვერ გახდება პრეზიდენტი, მხოლოდ ერთადერთი შანსი აქვს - პრეზიდენტობა დიდი ფულის საფასურად! სწორედ ამიტომ ზის უკრაინაში მიშა და უკვე დაუფარავად ყვირის, რომ ამერიკიდან მიაწვდის უკრაინას იარაღს! იარაღის მიწოდება დიდ ფულთან არის დაკავშირებული...რაში სჭირდება უკრაინას ამერიკული იარაღი, რომელსაც სსრკს დროიდან სამი ომის სამყოფი საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება აქვს ''ჩაწოლილი''! ამასთან, მუშაობს ყველა სამხედრო ქარხანა! - რა გამოდის, თავისივე ფულით თავისი იარაღი უნდა იყიდოს?! არა, მათ მხოლოდ აშშ-ს ხელისუფალთა ხელმოწერა ჭირდებათ ამის ''გაპრავებისთვის''... მე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ მთავრობა არც ერთ შემთხვევაში არ მიაწვდის უკრაინას ოფიციალურად შეიარაღებას. ერთი სიტყვით, არ ''გააპრავებს'' ამ ნაძირლებს!

 მერე, სად აქვს უკრაინას ფული?

- ფულის მეტი რა აქვს? გაყიდიან „რაღაცას“, მერე იყიდიან, ისევ გაყიდიან... 2008 წლის სამ დღიან ომში  8 მილიარდი გაიწერა...

 იარაღით?

-  მარტო იარაღით არა, იქ სოფლის მეურნეობა, იქ გადამწვარი ადგილებით, რაც არ დაიწვა, ისიც მიააწერეს  და ა.შ. - ამის ხარჯზე.

 -  . 8 მილიარდი გააკეთა მიშამ ამ ომში?

- 4 მილიარდი გააკეთა, 8 გაწერა. 4 ნაღდი გააკეთა...

 - ''შავი ბუღალტერია''  ჰქონია მიშას ...

  - მარტო მიშას არა, იქ სხვებიც იყვნენ, იქ ლუჟკოვმა გაწერა მოსკოვის ვალები, წარმოიდგინეთ, 5 კორპუსი ააშენა ცხინვალში და 100 მილიონი მარტო 5 კორპუსში გააკეთა, მოსკოვის ფონდიდან. თემა ძალიან დიდია. უკრაინაში რაც მოხდა, ამათ ის არ ეყოთ. მოსკოვში ის ხალხი აღარ არის, ვინც იყო და ამათ ეს უჭირთ.  ახლა უკრაინაში რაც მოხდა, ამათ დროც არ ეყოთ.  ვერც დახვეწეს, იგივე  მეთოდებით მუშაობენ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ მოსკოვში ის ხალხი აღარ არის, ვინც ხელისუფლებაში იჯდა და ‘’ამათ’’ უჭირთ უკვე. ახლა მიმდგარი არიან და 60 მილიარდიდან 100 მილიარდამდე უნდათ უკრაინიდან თანხების გაწერა - ეს ფული მიშას ,,პატრონებს“ უნდათ     საპრეზიოდენტო არჩევნებისთავის გამოიყენენონ.

  - იმიტომ იქადნება მიშა, ჩვენ ისევ მოვდივართო?

 - და უკრაინაში ''დნებიან'' იმისთვის, რომ  იარაღი შემოიტანონ  ამერიკიდან უკრაინაში. რაც შეეხება ამერიკის  პრეზიდენტის პოზიციას, მან კარგად იცის, მაკკეინი მხოლოდ  იმიტომ ყვირის, რომ მან ეს  ფული იშოვოს  და გაპრეზიდენტდეს.  შეუძლებელია, ამერიკამ უკრაინას ღიად მიაწოდოს იარაღი. უკეთესს გეტყვით: ‘’FBI’’-ში სრული მტკიცებულება დევს მიშას ბიძა თემურ ალასანიასა და მის ,,პლიადაზე. ორი წლის წინათ იყო არა მხოლოდ მაგათი ხელისუფლებისდროინდელი, დღეს მოქმედი ზოგიერთი მაღალჩინოსნებისა და ასევე ოპოზიციის გარკვეული  მაღალჩინოსნების გვარებიც, ვინც ამ საქმეშია გარეული. ‘’FBI’’-ს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უდევს ეს დოკუმენტები. მაგრამ პრობლემა უფრო შორსაა წასული: რაც ხდება - იარაღით ვაჭრობა  და  მსგავსი შავი საქმეები პირდაპირ  გაწერილი აქვს ორ ქალბატონს - კონდოლიზა რაისსა და ჰილარი კლინტონს, რომლებიც ამ მასალებს ამზადებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ!. ამათ უდევს სწორედ ეს კომპრომატები მიშა სააკაშვილზე და მის მფარველებზე აშშ-ში. ამერიკაში დიდი ამბები  მოხდება  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

 რა იცი თქვენ ამდენი?

 - ვიცით რა, მთავარია, კუდში ხელი ჩაავლონ...

 -გამაგებინეთ ერთი, ბატონო დათო, კავშირებზე ვისთან გადიხართ და ვინ გაწვდით ამ ინფორმაციებს ანუ კონსულტაციებს ვისთან გადიხართ?

 - იმ  ხალხს გამოჩენა რომ სდომებოდა, აქამდე გამოჩნდებოდნენ . 

 და მაინც დავუბრუნდები ჩემს კითხვას, საიდან იცით თქვენ ამდენი? გასაგებია, არ ასახელებთ კონკრეტულ გვარებს, მაგრამ ის მაინც მითხარით, ამის თაობაზე კონსულტაციებს საქართველოში გადიხართ, თუ სადმე სხვაგან?

 - მარტო საქართველოში როგორ გავალ? ყირგიზეთში, უკრაინაში, ბელორუსიაშიც და ა.შ. ჰო, მინდა გითხრათ, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ბევრი რამ არ იცის, რა ხდება მის სახელმწიფოში... ისე, ძირითადად საქართველოდან მაწვდიან ინფორმაციებს....

 . ჩვენი დაზვერვის სამსახური მაგრად მუშაობს?

 - ჩვენი დაზვერვის სამსახური საერთოდ არ მუშაობს და ვერც იმუშავებენ. ესენი არიან დონ კი ხოტები, ქარის წისქვილებს რომ ეომებიან. მე ახლა რასაც თქვენ გიყვებით, ისეთ მონახაზს ვამბობ, რაც რეალურად ხდება. ახლა გადავხედოთ მიშას პოლიტიკას: მიშას აქვს დავალებული, რაც შეიძლება ბევრი საწარმო გაყიდოს, რომ ძალიან დიდი ფული ამოიღოს. აქ მარტო იარაღიდან ამოღებულ ფულზე არ არის საუბარი...

 სად უნდა გაყიდოს ამდენი საწარმო?

- უკრაინაში.

და ეს პორეშენკომ არ იცის?

- როგორ არ იცის. ჰოდა, სწორედ აი ამ ტრაფიკში, იარაღით ვაჭრობაში, როცა მან 8 მილიარდი გაწერა, ამ შეთანხმებაში იყო ჩართული უკრაინის მხარეც და თავად პრეზიდენტი პოროშენკოც. პოროშენკო თავის  დროზე იყო უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი და ყველა ამ გარიგებაზე მაგის ხელის მოწერაა დაფიქსირებული. ეს დოკუმენტები მტკიცებულებადაა დადებული FBI-ში. ასევე მას საზღვარგარეთ აქვს გატანილი მილიარდები, რადგან მასზეც მოქმედებს ,,მაგნიტსკისკანონიმისი საქმე ჰააგის სასმართლომდეა მისული. დამძიმებულია პოროშენკოს საქმე - მარტო იარაღით ვაჭრობაზე კი არა, ომთან დაკავშირებითაც. ასე რომ, პოროშენკოს აშანტაჟებენ...

 კერძოდ , ვინ აშანტაჟებს?

 - მიშა სააკაშვილი და მისი ბიძა - თემურ ალასანია! საერთოდ, ვინც დააფინანსა, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა. ისევ მივდივართ ლიბერალებამდე, მაგრამ ეს ლიბერალები არა მარტო ამერიკის - ეს არიან კერძოდ ის ადამიანები, ანუ მიშა სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელთაც, როგორც უკრაინაში, ისე რუსეთიც (კერძოდ, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პატრუშევი), ჰყავთ ,,თავისიანები“.  ეს ხალხი მთელი ამდენი წლის განმავლობაში  აფეთქებდა ყველაფერს, სადაც და როგორც უნდოდათ. მე მთლად ,,თავს“ გეტყვით, საიდანაც მოდის ეს ყველაფერი, ეს არ არის კიდევ მთავარი.

 აბა, გისმენთ...

- მოდით, ჯერ ისევ პოროშენკოს და მიშას დავუბრუნდეთ. მიშას აქვს ერთდადერთი დავალება: როგორმე უნდა გაძლოს და  რაც შეიძლება მალე  და რაც შეიძლება დიდი თანხა ამოიღოს უკრაინიდან!

 და მერე ,მიშა ბრუნდება?

 - მიშა ვერსადაც ვერ დაბრუნდება და მან ეს ყველაზე კარგად უწყის. მას სურს, საქართველოში ქაოსის, სისხლისღვრისა და ანარქიის შემოტანა, ხოლო უკრაინაში კი, წლის ბოლოსთვის უნდა ამოიღოს ეს თანხა - იარაღიდანაც და საწარმოებიდანაც, რომლის გაწერაც ადვილად გამოსდის. უკვე მსოფლიომ გაიგო, რომ ტექნიკა, რომელიც  უკრაინაში ალყების დროს დაიწვა, რიცხობრივად დიდი რაოდენობის ტექნიკადაა გაწერილი. სინამდვილეში კი იცით რა სახის გაიყვანეს? - ჩერნობილის ატომური ელსადგურის აფეთქების შემდეგ დაკონსერვებული ტექნიკა. იქ ჩასვეს სამხედროები, იმით აომეს და მერე სპეციალურად ალყაში მოაყოლეს, რომ დამწვარიყო და კვალი გამქრალიყო. ამით 4 მილიარდი გააკეთეს...

 -ამ საქმეში, ,,შავი ბუღალტერიისშედგენაშისავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის სტრუქტურაც იქნებოდა  გარეული?

  - თამამად ვიტყვი: უკრაინის  შსს არ ექვემდებარება მიშა სააკაშვილს, ამიტომ მიავლინეს იქ და ჩასვეს ეკა ზღულაძე. ეს ქალბატონი განთქმულია ოპერატიული სამძებრო სამუშაოების გაუქმებით და ხალხის უმუშევრად დატოვების დიდოსტატი გახლავთ.  მოკლედ, ყველას ეჩქარება. ეს მიშას ფოკუსებია. უკრაინა საქართველო არ არის, უკრაინა მოუმზადებელი დახვდა ამ სიტუაციას და  ამიტომ მიიღეს მათ მიშა. მიშა უკვე დაეტაკა უკრაინის სისტემას - მოხსნა სხვადასხვა მაღალი ფიგურები  და მიიღო უკვე საპასუხო რეაქციაც - თქვენ რა გგონიათ, იქ უტვინო ხალხი ზის? - იქ უკრაინის ყველაზე  ქმედითმა  მებრძოლმა ორგანიზაციებმა უკვე დაანონსეს ,,მეიდანი 3’’. აგერ, მიმდინარე წლის 28 თებერვალს  უკვე  ქართულ -უკრაინული ბატალიონი შექმნეს, სადაც ჩეჩნებიც მიიღებენ მონაწილეობას. ასევე შეიქმნა კიდევ სხვადსახვა დანიშნულების სპეცბატალიონები, სადაც დაიწყო გადაიარაღება და სხვა ხალხით შევსება. სხვათაშორის, ,,უნა უსო“, რომელიც შეიარაღებულ ფორმირებას წარმოადგენს და უკრაინელი ნაციონალებისგან შედგება, ჯერჯერობით, თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, თუმცა მათ უკვე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ისინი აღარ დაექვემდებარებიან აღნიშნულ სამინისტროს, თუკი ამ ვანდალიზმს უკრაინის სახელმწიფოში ომის სტატუსი არ მიენიჭება  და არ დაიდება დოქტრინა, სინამდვილეში რატომ დაიწყო ან სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ვითარება (ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიტყვეთ, რომ ეს ფორმირება, კერძოდ, ბატალიონ ‘’აიდარის’’ გადაჩენილი ნაწილი გამოვიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან - ავტორი). მოხდა ისეთი შემზარავი ფაქტი, რომ თვითონ რუსებს შეეშინდათ, იმდენი ადამიანი დახოცეს ალყაში. 60 მილიონიან ქვეყანაში, ალყებში რომ მძიმე ტექნიკით შეიარაღებული 7-8 ათასი ადამიანი ნადგურდება, მაგის გარდა, უამრავი ადამიანი  ტყვეობაში შიმშილით იხოცება და ასე შემდეგ და ამას ბოლო არ უჩანს, ხომ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არის მოწყობილი?!ნელ-ნელა მოსახლეობა აზრზე მოდის. მიშას ძალიან აჩქარებენ ,,ზემოდან“, ამიტომ ჰქონდა მიშიკოს საჯაროდ ომახიანი გამოსვლები,სადაც გაყვიროდა: ‘’მოხალისეებო, უკრაინელების დასახმარებლად ჩამოდითო“. თუმცა, დღეს პირიქით, მიშა იხვეწება, აღარ ჩამოხვიდეთო, იმიტომ რომ, საქართველოსა და უკრაინაშიც ხალხი გულხელდაკრეფილი არ ზის და ისინიც ‘’მუშაობენ’’! ისე გულახდილად გეტყვით, პირადად მიშას ჩვენ სადაც დავეტაკეთ, იქ მოვუგეთ!. 

 - მიშაზე უცებ სანდრა გამახსენდა - რა მიზნით არის ჩამოსული სანდრა რულოვსი საქართველოში, არ ეშინია?

  - მაგას რისი უნდა ეშინოდეს. სხვათა შორის, ის ძალიან კარგი მზვერავია.

 -მეც მანდ ვარ  ისევ დასაზვერად არის ჩამოსული?

 - ალბათ სიტუაცის საკონტროლოდ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მას ევროკავშირი იცავს, სანდრას დღეს არავინ ახლებს ხელს,  თავის  ღრმა ჩანერგვის ოფიცერზე  ხელს არ დაგაკარებინებს. მასეთივე ღრმა ჩანერგვის ოფიცერი იყო, ევრო საბჭოდან, სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი, რომელმაც საკმაოდ ბევრი და უსერიოზულესი შეცდომა დაუშვა პოლიტიკურ ასპარეზზე. მას ჩავარდნები ჰქონდა სხვადასვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

საქართველოში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გაძლიერდა პოლიტიკური მოძრაობები. ხალხს უკვე ყელში  ამოუვიდა ყველაფერი.

 -ანუ თქვენ თანამშრომლობთ მათთან?

- ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ, ხანდახან ისე, რომ ავტომატურად ვცვლით ერთმანეთში ინფორმაციებს. საერთოდ, ერთსა და იმავე თემაზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ და პარალელურად დავდივართ.  მე შემიძლია თავისუფლად გითხრათ, რომ ჩვენი მოქმედი და გადამდგარი მაღალჩინოსნები, რომელთაც ხშირი მივლინებები აქვთ ამერიკაში და კომპრომატების  შეგროვებისთვის მათ ერთმანეთთან მიმართებაში დაქირავებული ჰყავთ კერძო დეტექტივები, რომელთაც დიდ თანხას უხდიან, იმდენად უმეცრები არიან, რომ ვერ ხვდებიან, დეტექტივები ამ ინფორმაციებს მხარეებში ცვლიან. ასე ჟონავს ინფორმაციები, იქ, სადაც საჭიროა. ამას ემატება ინტერნეტიც, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტები ისე ხმარობენ, როგორც იარაღს -  სადაც და როგორც უნდათ, ისე ისვრიან. 

 - ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, თუ რატომ არიან მიშა, პოროშენკო და ჯონ მაკკეინი ასე გადიდგულებულები...

- აქ არიან  გარეულები გაეროს მაღალჩინოსნები. გაერო ხომ ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავდ არის შექმნილი, მაგრამ ძალიან დიდი ხანია, გაეროს გარკვეულმა მაღალჩინოსნებმა ფუნქციები შეიცვალეს. მაგალითად, განიარაღების კომიტეტი, რომელშიც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს თემურ ალასანიას. ალასანიამ და კიდევ სხვებმა მოიგონეს .. ‘’ახალი ბიზნესი“, კონკრეტულად - ‘’რატომ ვადევნო განიარაღებას თვალი, როცა შემიძლია ამზე დავხუჭო თვალი და ამ პრინციპით ვაკონტროლო იარაღის მაფია გაეროდანო!’’! გაეროს ყოფილ საბჭოთა კავშირში ჰქონდა ყველაზე დიდი ბაზების მონაცემები, რომელსაც აკონტროლებდა. ასე დაუკავშირდა ალასანია ამ ქვეყნებს და არ გაუჭირდა იარაღით ვაჭრობის ბიზნესის წამოწყება - ასე ააწყეს ტრაფიკი, რომელიც მთელ მსოფლიოში გადიოდა და ამარაგებდა მათ. თემურ ალასანიას შეურთდნენ სხვებიც, ბელორუსიის უშიშროების საბჭოს მდივანი ვიქტორ ვიქტორიჩ შეიმანი, რუსეთიდან ‘’ფეესბეს’’ უფროსი, დღეს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - პატრუშევიყველაზე კარგად ამ საკითხზე  ამერიკის FBI მუშაობს, რომელიც ყველა საქმეს სწავლობს და მასალებს დებს. მაგ. ერთ-ერთ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანზე ჰქონდა სერიოზული მონაცემები და უნდოდათ კიდეც ამერიკაში მისი დაკავება, მაგრამ ამ საქმეში წინააღმდეგობაში მოვიდა ‘’ცერეუსთან’. ეს არის ზუსტი ინფორმაცია და ამიტომ გადარჩა ის მაღალჩინოსანი.

 ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს კლანი უკვე აშანტაჟებს გაეროს, რომ ვინც თვალს უნდა ადევნებდეს, თვითონ ის ვაჭრობს! ვიცი, რომ აშანტაჟებდნენ ბელორუსიის პრეზიდენტს...

 რაზე აშანტაჟებდნენ?

- მე ზემოთ გითხარით, რომ ბელორუსიაში უშიშროების საბჭოს მდივანი ვიქტორ ვიქტორიჩ შეიმანია, ზედმეტსახელად, ‘’რიჟი ვვ’’, რომლის კისერზეც გადაიარა ბელორუსიის პრეზიდენტის გაპიარებამ.

 

 რითი აშანტაჟებდნენ ბელორუსიის პრეზიდენტს?

 

-  მე შეიძლება მკვლელობების შემსრულებელთა გვარებიც კი ჩამოგითვალოთ, თუნდაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარენკო, შსს-ს ყოფილი მინისტრი ზახარენკო, რომელიც  სახლის წინ ჩაცხრილეს - ის მოკლეს იმ განცხადებისთვის, რომ ხალხს არ ჩაცხრილავდა. ასევე ზახარენკოს სურდა შეექმნა ოფიცერთა არასამთავრობო ორგანიზაცია. ზახარენკო იმდენად პოპულარული კაცი იყო, რომ ბევრი ოფიცერი მასთან აუცილებლად გაერთიანდებოდა. ასევე უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე განჩარი, რომელსაც უნდა დაედო მაღალჩინოსნებზე მაკომპრომიტირებელი მასალები. ყველა  ესენი შეიმანმა მოევინ. შეიმანი იყო დამკვეთი, შემსრულებლები კი, ვიცე-პოლკოვნიკი, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური - პავლიჩენკო და მისი მოადგილე ვასილევი.ეს საქმეები რომ გასკდა, შეიმანმა პავლიჩენკო  რუსეთში გააპარა, ასე გადარჩა პავლიჩენკო  დაჭერას. ვასილევი კი დაიჭირეს, რადგან დანაშაული დაუმტკიცდა. ბელორუსიაში მკვლელობაზე დახვრეტის მუხლია, მაგრამ ვასილევი დღეს ციხეში ჰყავთ დამალული. უფრო უარესი: განსაკუთრებულ მნიშვნელობათა საქმეთა  პროკურორი სვეტლანა ბოიკოვა იყო, რომელიც იძიებდა საქმეებს უკანონო გადაზიდვებზე - ამ გამოძიებებებით მივიდა თავამდე - შეიმანამდე - ბოიკოვაც დაიჭირეს და გააქრეს ციხეში...

მინსკთან არის ''ბარავლიანისდასახლება, როგორც ჩვენი დიღომი, სადაც სამხედრო ნაწილი, სპეცდანიშნულების რაზმი დგას. ამ სამხედრო ნაწილის აბანოში იგეგმებოდ ყველა ასეთი დიდი მკვლელობები. იმ სამხედრო ნაწილის უფროსი გახლდათ სწორედ პავლიჩენკო. იქ მიდიოდნენ ეს შეიმანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სხვები. მე გეტყვით ახლა იმას, თუ რა არ იცის ბელორუსიის პრეზიდენტმა. ლუკაშენკო მარტში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

 -დიახ, ჩვენ ამაზე წინა სტატიაში ვისაუბრეთ...

 - შეიმანი ბელორუსიაში ავღანელთა მოძრაობას კურირებს, რადგან თვითონაც სამხედრო სამსახურს, თავის დროზე, ავღანეთში გადიოდა, ანუ ე.წ. ‘’ავღანელია’’. ბელორუსიის საემიგრაციო სამსახურში, სადაც აგერ უკვე 7 წლის განმავლობაში, პოლიტიკურად ბარდებიან (თუ არ სჯერათ, შეუძლიათ ჩანაწერების ამოღება და გადამოწმება), 60% პროცენტს, ჩაბარებულებიდან და დაბინავებულებიდან, ავღანელები წარმოადგენენ.  საემიგრაციო სამსახურში თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან, მაგრამ ავღანელებს ადვილად იღებენ. წარმოიდგინეთ, სამი ავღანელიდან ერთი მაინც მოჯაჰიდია. მოჯაჰიდი კი - ტერორისტია. ე. ი. გამოდის, ხდება ტერორიზმის ხელშეწყობა.  წარმოიდგინეთ, 7 წლის განმავლობაში რამდენი ავღანელი და მოჯაჰიდი მოხვდა ბელორუსიაში, რომელთაც ცხოვრების უფლება აქვთ მიღებული და ზოგიერთს მოქალაქეობაც?!

 - თქვენი აზრით, ეს საკითხი ვის ინტერესში შედის და რატომ?

- ეს ყველაფერი ბიზნესის წყაროა - წამლის მაფიაა, წამლით ვაჭრობა. ავღანელები უხსნიან გზას ამ წამალს და იარაღს. დღეს სირიაში ომი რომ მიდის, 80 % ამ გზით შესული იარაღია. ბელორუსიის სპეცსამსახურის ბევრმა წარმომადგენელმაც არ იცის, რომ ბელორუსიაში იბეჭდება ბროშურები მოჯაჰიდის პროპაგანდისთვის. თუ გადახედავ იმასაც, რომ ეს გადმოცხოვრებული ავღანელები ბელორუსიაში საბუთების გათეთრებით  მერე სად მიდიან...

- სად მიდიან, ავღანეთში ბრუნდებიან?

 - როგორ გეკადრებათ, იფანტებიან - ზოგი რუსეთში და ზოგიც - ევროპაში. მოკლედ, ,,გაპრავებული“ საბუთებით არიან სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულები. ეს  მკაცრად გასაიდუმლოებული თემაა. მე ვერ დაუშვებ, რომ ეს  ლუკაშენკომ იცოდეს და ამაზე რეაგირება არ მოახდინოს.

 ეს ავღანელები-მოჯაჰიდები, როგორ ფიქრობთ, საქართველოშიც არიან?

 - არ ვიცი. ამ ინფორმაციაზე არ მიმიწვდება ხელი.

 

 ყველაზე დიდი საშიშროება არის დაშნაკური, სომხური ორგანიზაციები. დაშნაკები უკვე ფლობენ, აკონტროლებენ ხელისუფლების ყველაზე დიდ შტოს რუსეთში. სანკტ-პეტერბურგი მთლიანად დაშნაკურია თავის მთავრობიანად

 

ამდენი სომეხია რუსეთში?

 - სხვათა შორის, ძალიან ბევრი.  ბევრი ომობდა აფხაზეთში ჩვენს წინააღმდეგ  და უკრაინაშიც ომობენ უკრაინელების წინააღმდეგ.სამცხე - ჯავახეთიც დაშნაკურია. სხვათა შორის, ერთ-ერთი ‘’კრიშა’’ ამ დაშნაკებისა, მატვიენკოა, რომელმაც სანკტ-პეტერბურგი დაშნაკებს ჩაუგდო ხელში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ პუტინმა დაიწყო პირდაპირ საკუთარი თავის თამაში. დიდ შეცდომას უშვებს, რომ საკუთარ თავს სტალინად მოიაზრებს. მას ურჩევნია, იყოს პუტინი და შეინარჩუნოს რუსეთის სტრატეგიული გეგმა. არ მოგია,  მინსკის მოლაპარაკებებმა, რომელშიც პუტინმა თავისი ძალა აჩვენა,  უკვალოდ ჩაიაროს - ჩვენ უნდა ველოდოთ საპასუხო ქმედებებს ამ დაჯგუფებიდან.

 და ამით რა სურს პუტინს?

 - გამოდის კარასინი და მოგვიწოდებს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ. კარასინი იყო და რჩება ტვინგაყინული სალდაფონი. პუტინი უნდა მიხვდეს, რომ რუსეთს უნდა ქონდეს პოლიტიკა, რომლითაც იხელმძღვანელებს, მანამდე არაფერი ეშველებათ. მინდა გითხრათ, მაქსიმუმ წელიწადნახევარში და მინიმუმ 6 თვეში, სირიაში  პრევენციული ომი დაიწყება. ეს ომიც გაწერილია. ისინი ამით მთელ მსოფლიოს ემუქრებიან. მათ სურთ ერთიანი ხალიფატის სექმნა, რისთვისაც ანადგურებრენ ირგვლივ ყველაფერს. ჩაბრძანდით პანკისის ხეობაში და ნახავთ აცრემლებულ დედებს, რომლებიც ხალიფატის მოსურნეებს წაყვანილი ჰყავთ ერთიანი მუსლიმანური სამყაროს შექმნის მიზნით და ამ დედებმა იციან, რომ შვილები აღარ დაუბრუნდებათ.

 -  მერე ,რაღაზე მიდიან?

- უმუშევრობისა  და მთავრობების მხრიდან ტყუილების გამო. რა ძნელია დედის მდგომარეობა, რომელმაც იცის, რომ, რომც გადაურჩეს ცოცხალი, უკან ვეღარ დაუბრუნდება. იცით,  რა ხდება დღეს პანკისის ხეობაში? - პატარა ბავშვებსაც კი ჩანაერგილი აქვთ, რომ როცა გაიზრდებიან, ვაჰაბისტები გამოვლენ. იმდენი ლიტერატურაა ვაჰაბიზმის პროპაგანდისთვის.

 

          ისევ თემურ ალასანიას და მი სააკაშვილის ტრაფიკზე, .. ‘’ახალ ბიზნესზე“...

 - ეს ტრაფიკი გახლდათ იარაღის, წამლის... სხვადასხვა სატრანზიტო ქვეყანაში მათ გამოყოფილიც ჰყავდათ ავტოინსპექციის რამდენიმე შენაერთი, რომელიც ამ გადაზიდვებს აცილებდა. აქ მილიარდებზეა საუბარი. ეს იყო იარაღისა და წამლის ტრაფიკი, რომელ ტრაფიკშიც მონაწილეობდა საქართველოც. ეს ყველაფერი მიდიოდა იქით...

  -იქით, საით?

 - თუნდაც, ევროპაში. გაყიდვებს გააჩნია. წამლის ტრაფიკი ასეთი იყო, წამალი ტრაფიკით შედისა ალბანეთში, სადაც ხდება ამის გადამუშავება და მერე იყოფა...

 - საქართველოდან ამ მაფიაში ვინ მონაწილეობდა  ?

 - მონაწილეობდა კი არა,  ეს სქემა თემურ ალასანიასი და მისი მეგობრების აწყობილია...

 ვინ არიან მისი მეგობრები და შემთხვევით დღესაც ხომ არ არიან თანამდებობაზე?

- როგორ არ არიან.რა შიცვალა, რომ არ იყვნენ ?  მაგალითად,  პატრუშევი, შეიმანი... - მაგრამ გეტყვით ერთს: საქართველოში თემურ ალასანიას მეგობრები არ ჰყავს. ის არც მიშას მოყვარულია, უბრალოდ, მიშა მისთვის კოლბაში გამოყვანილი დისშვილია და როცა უნდა, მაშინ მოიშორებს თავიდან.

 თემურ ალასანიამ , შესაძლოა,  მოშოროს მიშა?

 - გამორიცხული არაფერია. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ ვერცერთი შესაბამისი სამსხაური საქართველოში ვერ გაიგებდა, თუ ,,იქაური“ არ არის ჩარეული.

 

 უკრაინაში ომი მორჩება  იმ დროს , როცა 20% მისცემენ რუსეთს

 დღეს საქართველომ რომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ბევრ პრობლემას მოიხსნის

 

- ისევ  უკრაინის თემას დავუბრუნდეთ. იქ ომი მორჩება  იმ დროს, როცა დარჩენილ 20% მისცემენ რუსეთს. ასე რომ, უკრაინაში რომც მორჩეს რუსულ - უკრაინული დაპირისპირება, აუცილებლად მოხდება კიევის აღება.

 და რუსეთთან შეერთება?

 - ეს იმათი საქმეა. ჩვენ შევარდნაძემ და ელცინმა მიგვაჩიეს, რომ თუ რამეს აიღებენ, რუსეთს უნდა შეუერთონ. დღეს რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, ბევრ პრობლემას მოიხსნის. მოკლედ, აუცილებელია, გვყავდეს  საკუთარ ხალხზე შეყვარებული  ხელისუფლება, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დღეს ხელისუფლება ვერ არის ძლიერი, რადგან არ ჰყავს სათანადო კადრები. სხვათა შორის,  იარაღით ვაჭრობაში ბიძინას  ჩართულობა, ეს ტყუილია.

 - რატომ, ბიძინას თავზე ხელს უსვამთ?

- ამ საქმეში ბიძინა სუფთაა. იქ ,,სტროგად“ არის ყველაფერი გათვლილი. სხვათაშორის, ჟვანიასაც უნდოდა იარაღით ვაჭრობაში ჩართვა და არ ჩართეს. მერე გეტყვით კიწმარიშვილზეც და ჟვანიაზეც . სანამ მიშა ჯერ კიდევ  ასე დაბოგინობს, არ იტყვიან სიმართლეს, რისთვის მოკლეს თუნდაც ჟვანია ან კიწმარიშვილი. მე, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია და რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია, ორად-ორი საქმისთვის არის ეროსი კიწმარიშვილი მოკლული. ერთი ის, რომ 2008 წლის ომის წინა დღეებში, იგი რუსულ-ქართულ მოლაპარაკებას ესწრებოდა, და მეორე, როცა წაართვეს მას ტვ ‘’რუსთავი -2’’ და ამაზე კიწმარიშვილმა დიდი პრეტენზიები გამოხატა. მაშინ თემურ ალასანიამ და მიშიკომ მას ერთ-ერთ სერიოზულ გადამზიდავ კომპანიაში  წილი აჩუქეს. ერთ წელიწადში კიწმარიშვილმა გაიგო, სინამდვილეში რას ემსახურებოდა ეს გადამზიდები, ანუ ეს იყო წამლისა და  იარაღის ბიზნესი, რის გამოც  უარი განაცხადა თავის წილზე და წამოვიდა კომპანიიდან. წარმოიდგინეთ, კიწმარიშვილი რომ უარს იტყოდა წილზე. როგორც გითხარით, ეს ფირმა ტრაფიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენდა .

 

2008 წლის ომი მხოლოდ და მხოლოდ თანხის ჩამოწერისთვის იყო. აქაც, რუსეთშიც, უკრაინაშიც ცდილობდნენ, ომი არ მომხდარიყო. ასევე  კოდორის ხეობის ამბებიც ჩამოწერისთვის მოხდა

 -კონკრეტულად მაინც რა ჩამოწერეს?

 - ყველაფერი. ხეობა რომ დატოვეს და ერთი ავტომატიც არ წამოიღეს და იქ თუ  4 000 ცალი  ჩარჩა და გაწერეს 400 000 -ად  - დაუკვირდით, რამხელა თანხები გაკეთდა, შეიარაღება რომელიც ‘’ნაყიდი იყო’’ ქაღალდეზე, სინამდვილეში კი ნაყიდი არ ყოფილა. მაგ: უკრაინიდან დიდი ოდენობით იქნა შესყიდული სარაკეტო კომპლექსები, უნდა შემოსულიყო 6 თუ 7 ბატარეა. თანხები კი გავიდა, მაგრამ გამოწერილი საბრძოლო ტექნიკიდან, სინამდვილეში მხოლოდ 10 %  შემოვიდა - ამისთვის  ომი იყო საჭირო, რომ ამ ომს გაენადგურებინა ეს ,,შავი ბუღალტერია“. დღეს უკრაინაშიც იგივე ხდება. ის ჩამოწერილი ტექნიკა ამ ამბებით დააწვევინეს და დიდი ფული გააკეთეს. ეს ყველაფერი აქაც და უკრაინაშიც სააკაშვილის სქემებით ხდება, ალასანიასგან  მემკვიდრეობით მიღებული.


სააკაშვილთან ძმაკაცობა ლუკაშენკოს უკრაინიდან და რუსეთიდან აიძულეს. ლუკაშნკომ იცის, ადრე თუ გვიან და, ალბათ ძალიან მალე, სააკაშვილს გაუსკდება საქმე. გაერო კი არასოდეს გადაყვება არც მიშას და არც ალასანია - გაერო შეეცდებეს ‘’ძაფი’’ გაწყვიტო

  - დავუბრუნდეთ ისევ ბელორუსიას და ლუკაშენკოს - ლუკაშენკომ იცის, რომ მიშა უნდა ჩამოიშოროს. აქამდე ლუკაშენკო ე.წ თავისი ძმაკაცის, მიშას ქვეყანაში არასოდეს ჩამოსულა. სააკაშვილთან ძმაკაცობა ლუკაშენკოს უკრაინიდან და რუსეთიდან აიძულეს. ლუკაშნკომ იცის, ადრე თუ გვიან და, ალბათ ძალიან მალე, სააკაშვილს გაუსკდება საქმე. გააერო კი არასოდეს გადაყვება არც მიშას და არც ალასანია - ისინი შეეცდებიან, რომ ეს ძაფი გაწყვიტონ. მე ახლა რასაც გელაპარაკებით, იმიტომ მივეცი თავს უფლება, რომ ამ თემებს აქვს თავისი არგუმენტები. უახლოეს ხანებში სხვადასხვა სპეცსამსახურები დადებენ ამ მასალებს, გამოამზაურებენ, რომ მიშა, ბიძამისი და მისი ,,სასტავი“ გადასულები არიან ლუკაშენკოს დაშანტაჟებაზე. ისინი მას ატერორებენ, როგორც აშანტაჟებენ უკრაინის პრეზიდენტს. ამიტომ ლუკაშენკომ როგორმე უნდა მოიშოროს ეს ხალხი. 

 მაინც რა კომპრომატებს უდებენ ლუკაშენკოს?

 - საბჭოთა კავშირის დაშლიდან დარღვევა ძალიან ბევრია, იგივე, იარაღი. აშანტაჟებენ, რომ დააბლოკინებენ ფინანსურ წყაროებს, მაგრამ ლუკაშენკო მიხვდა იმას, რომ რითაც აშანტაჟებენ სააკაშვილი და ალასანია, სხვასაც აქვს მამხილებელი კომპრომატები, რომელსაც გამოიყენებენ მათ ჩამოსაგდებად. ლუკაშენკო საქართველოში ჩამოდის სიტუაციის დასაზვერად ანუ ახალი პარტნიორის საძებნელად.

და ვინ მოიაზრება საქართველოში ლუკაშენკოს ახალ პარტნიორად?

 - დღევანდელი ხელისუფლება. სხვათაშორის, ბელორუსიაში კარგად იციან, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. მარტში ან თვითონ ლუკაშენკო ჩამოვა ან თავად მისი ვაჟი, რადგან საქართველოს ხელისუფლებაში ერთმანეთში დიდი გაურკვევლობაა. ლუკაშენკომ კარგად იცის, რომ სააკაშვილს ცოტა დრო დარჩა. თვითონ ამერიკელებსაც ყელში ჰყავთ ამოსული მიშა. აქაურობას ხომ ამერიკელებმა ჩამოაშორეს მიშა. მიშამ რაც აქ გააკეთა, იმაზე უარესს აკეთებს უკრაინაში და ეს  კარგად იცის ყველამ. 

-  მაგრამ ლუკაშენკომ არ იცის, რომ ბიძინაც ამერიკული პროექტია?

 - ბიძინა ივანიშვილი მათ პროექტში ეტევა...

 -და მაინც, რატომ ჩამოდის იგი საქართველოში , რისი დაზვერვა უნდა?

 - აინტერესებს, ნაციონალები და ოცნება ერთად  არიან თუ არა...

-  ამ ორი ‘’დაპირისპირებული მხარის’’ ჩახუტება მთელმა მსოფლიომ იცის და რაღა ლუკაშენკომ არ იცის?

 - ლუკაშენკო ჭკვიანია, ლუკაშენკო სხვა თამაშს თამაშობს, მას აინტერესებს, გაიგოს, სინამდვილეში ვინ არის რეალურად საქართველოს ხელისუფლებაში და იმის გაცხადება უნდა, რომ მიშა არის შანტაჟისტი.  ოფიციალურად კი მეგობრის სტატუსით ჩამოვა.

 

 ბიძინა ივანიშვილიც ,,მაგნიტსკის კანონზეადამორჩილებული

 

ბატონო დათო, სინამდვილეში რამდენი მილარდის პატრონია ბიძინა ივანიშვილი, რას ამბობენ თქვენს წრეებში?

 - მე არ ვიცი. მაგრამ  ვიცი, თუ  რას ამბობენ  მოსკოვში:  თუ აქვს 6, ე. ი აქვს 12!

 -  . გაორმაგებულია, და თუ მოსკოველების ამ გამონათქვამით ვიმსჯელებთ, ელემენტარულ არითმეტიკას აქვს ადგილი:  თუ ივანიშვილს აქვს 9 მილიარდი, სინამდვილეში  18 მილიარდის პატრონი ყოფილ...

 - მე მხოლოდ გამონათქვამი გითხარით. ვიღაცეები ამბობენ, ბიძინაზე ‘’მაგნიტსკის კანონი არ მოპქმედებსო’’, ტყუილია, ეს კანონი მოქმედებს ყველა ოლიგარქზე. დაახლოებით ერთი წელია, ამერიკელებმა და ევროპელებმა  შექმნეს  კიდევ ერთი ,,საქველომოქმედო“ფონდი. რამხელა ცინიზმია - პოსტ საბჭოთა ყოფილ ოლიგარქებს ეუბნებიან: 12 მილიარდი გაქვს, 6 მილიარდი ამ ფონდში გადმორიცხე და დანარჩენი მოიხმარე, როგორც გინდაო! - ანუ მოპარულის გადმორიცხვას მოითხოვენ. რაც შეეხება ბიძინას, იგი შევარდნაძის დროიდან აფინასებდა ყველა ძალოვან სტრუქტურას, მათ ხელფასებს, ფორმებს, სწავლებას. მაშინ იყო სპეციალური ფონდი შექმნილი - იარაღის შესყიდვაზეც  ეხმარებოდა შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს. მერე ერთი დიდი ბანკი გაყიდა რუსეთში...

 რატო ფული არ ქონდა?

 - არა მას იქ დაპირისპირება მოუწევდა. შეაცდინეს და გააყიდინეს ბანკი, ეს თანხაც გადაიტანა ევროპაში. ასე რომ, ბიძინაზე ‘’მაგნიტსკის კანონი’’ არ მოქმედებსო, ტყულია! მეორე, როგორც კი ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინამ  საქმის გაკეთება დააპირა, ,,ზემოდან“ დაუკავშირდნენ და კატეგორიულად მოსთხოვეს, შენი საქმე უკვე გაკეთებული გაქვს და შეგიძლია, დაისვენოო! მოკლედ, თითი დაუქნიეს, არ ჩააერიო ამ საქმეშიო.

 - რა საქმეში არ  ჩაერიოო.?

 - აი ,,კოჰაბიტაცია“ ,,ზემოდან „ ამერიკისა და რუსეთის მითითება იყო. მოდით, დღეს ამით დავმთავროთ ეს საუბარი.

 

იმედია, გაგრძელება იქნება