Feedback

ქართველმა კარატისტებმა ევროპირველობაზე წარმატება მოიპოვეს

  /   ნანახია 588 ჯერ

ქართველმა კარატისტებმა ევროპირველობაზე წარმატება მოიპოვეს

ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ 25-26 ნოემბერს, ახალგაზრდა კარატისტებს შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 24 ქვეყნის 362 სპორტსმენმა მიიღო. ევროპირველობაზე მედლების მოსაპოვებლად კადეტები, 22-წლამდე კარატისტები და აბსოლუტური წონითი კატეგორიის სპორტსმენები იბრძოდნენ. ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიეს.

22-წლამდელებში ლევან ვერულიძემ (85 კგ) შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა და ჩემპიონი გახდა;

ლევან ყარამანაშვილმა (+85) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ხოლო კადეტებში გიორგი თებიძემ (-50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო.

როგორც სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სოფიაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად ჩატარდა ევროპის კარატეს ორგანიზაციის (EKO) ასამბლეა, რომელმაც კიდევ ერთხელ, ახალი ვადით პრეზიდენტად აირჩია ჰოლანდიელი კუნ შარენბერგი. ამასთან, აირჩიეს მმართველი საბჭოს 6 წევრი, საიდანაც ერთი ქართველია - სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.