Feedback

ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

  /   ნანახია 719 ჯერ

ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

12 ნოემბერს, თელ ავივში გამართულ 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა (-90) ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადამოვლილმა ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი იაჰორ ვარაპაევი დაამარცხა. ბექამ მეტოქე ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ტურნირზე გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი სუფთად მოიგო.

ამრიგად, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. მანამდე ახალგაზრდებში კონტინენტის ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (-81) გახდა.