Feedback

საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო

  /   ნანახია 847 ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო

12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2 ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.