Feedback

რუსმა ბიზნესმენმა ნასესხები $25,000,000 პოკერის თამაშისას წააგო

  /   ნანახია 712 ჯერ

რუსმა ბიზნესმენმა ნასესხები $25,000,000 პოკერის თამაშისას წააგო

სსრკ-ის სახალხო არტისტი და ცნობილი რუსი მომღერალი იოსიფ კობზონი პოკერთან დაკავშირებული სკანდალის ცენტრალური ფიგურა გახდა. მან ბიზნესმენ ვაგიფ პეისაჰოვს $25,000,000 ასესხა, რომელიც ამ უკანასკნელმა პოკერში წააგო.

პეისაჰოვმა კობზონს $25 მილიონი 2014 წლის თებერვალში „ბიზნესის განვითარებისთვის” სთხოვა, ერთი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ ფული პოკერის თამაშისას დაკარგა.

მომღერლის საჩივრის შემდეგ პეისაჰოვს საერთო რეჟიმის კოლონიაში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ დააკმაყოფილა სესხის მთლიანად ანაზღაურების მოთხოვნაც.

როგორც ჩანს, ვაგიფ პეისაჰოვი პოკერის დიდი მოყვარულია. 2011 წელს მან RPTKiev-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც $500 MiniMain Event Button Win-ის ღონისძიებაში გაიმარჯვა.