Feedback

”დავიწყეთ ყვირილი მიშა, მიშა და ვიღაცამ გვაგინა. ახლა სად წავიდეთ ვეღარ გავიგეთო” - რა თანხა აიღეს ენმ-ს აქციის მონაწილეებმა

  /   ნანახია 304 ჯერ

”დავიწყეთ ყვირილი მიშა, მიშა და ვიღაცამ გვაგინა. ახლა სად წავიდეთ ვეღარ გავიგეთო” - რა თანხა აიღეს ენმ-ს აქციის მონაწილეებმა

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში აქტიურად განიხილავენ თემას, თუ რამდენი ადამიანი მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე. თუმცა, საინტერესოა, როგორ მოახდინეს ორგანიზატორებმა მონაწილეთა მობილიზება. „ინფო 9“-ს აქციის მონაწილეთა გამოკითხვისას რამდენიმე პირი გამოუტყდა, რომ დედაქალაქის ცენტრში მოწყობილ აქციაზე გასართობად, დაპირებული პატივისცემის და 20-30-ლარიანი გასამრჯელოს აღების ნაცვლად გავიდა.



ჯამბულ გამცემლიძე “ნაციონალური მოძრაობის” გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით პოსტ აქვეყნებს:

”ჩემი სოფლიდან ნაცაქციაზე ხალხი წამოვიდა – მკითხეს, სადაა ვარდების მოედანიო. ვუთხარი, სადაც ზღვა ხალხი იქნება იქ მიდით-მეთქი და რეკავენ – სადგურზე ვართ, ავტობუსის გაჩერებაზე, აქაა ყველაზე მეტი ხალხი და სიტყვით არავინ გამოდისო. ეტყობა ლიდერები დაიჭირეს და ეხლა პოლიციაში წავალთო, მაგათ ვუჩვენებთ სეირსო… ვისა-მეთქი. ვისა და ნაცუფროსებსო, იმიტომ რომ მოგვატყუეს ყველაზე ბევრი ვართო… მერე დავიწყეთ ყვირილი მიშა, მიშა, მიშა და ვიღაც მოვიდა და გვაგინა აქ თქვენი დედა მოვ… და იქ მიშასი, ვეღარ გაიგეთ რომ ოდესაშიაო… სად წევიდეთ ახლა ვეღარ გევიგეთო…”, – წერს გამცემლიძე.