Feedback

ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს

  /   ნანახია 677 ჯერ

ირანში ფერეიდნელმა ქართველებმა ქართულ ანბანს ძეგლი დაუდგეს

“დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას - გუშინ, ფერეიდანში ფერეიდნელმა ქართველებმა ფერეიდუნშაჰრის მთავარ მოედანზე, მიუხედავად ირანელების დიდი წინააღმდეგობისა, ქართული ანბანის ძეგლი დადგეს. 

ბატონი ზვიადის თქმით, „ქართველები ძეგლს მთელი ღამე ყარაულობდნენ, რადგან ჰგონიათ, რომ ირანის უშიშროება ძეგლს დაანგრევს. ფერეიდნელი ქართველი ანდრო ნაგელიანი წერს: მთელის ქალაქში უშიშროების ხალხი დადიან და ქალაქიც ფეხზე დგას ქართველების დასაცავად“.

ძეგლის დაცვის მოთხოვნით ზვიად ტომარაძე მიმართავს საქართველოს საგარეო სამინისტროს: „ყველაფერი იღონოს ფერეიდნელი ქართველების დასაცავად“.  

 

წყარო: http://aww.ge/iranshi-fereidnelma-qartvelebma-mtavar-moedanze-qartuli-anbanis-dzegli-dadges/