Feedback

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: სასჯელაღსრულების #6 და #8 დაწესებულებებში მსჯავრდებულები შიმშილობენ

  /   ნანახია 497 ჯერ

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე: სასჯელაღსრულების #6 და #8 დაწესებულებებში მსჯავრდებულები შიმშილობენ

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძემ, pres-cavcasia.ge-sსა და ინტერნეტ-ტელევიზია pktv -სთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ განცხადებაში გვიამბო სასჯელაღსრულების #6 და #8 დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა შიმშილობის ფაქტთან დაკავშირებით. გიორგი თევზაძის თქმით, „მსჯავრდებულებისგან მიღებული შეტყობინებით, ამჟამად რუსთავის #6 და გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უვადო შიმშილობა აქვს გამოცხადებული 84 მსჯავრდებულს, რომლებიც მოiთხოვeნ, მათზეც გავრცელდეს ამნისტირების ყველა ის ნორმა, მათ შორის, 2012 წლის ამნისტიის კანონი და საშეღავათო რეგულაციები, როგორც ეს დადგენილია დანარჩენი მსჯავრდებულებისთვის. ასევე მოშიმშილეთა მოთხოვნაა,  გადაიხედოს მათი საქმეები, რამეთუ ეს პირები თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ამ საკითხზე მოშიმშილე პატიმრები და მათი ოჯახის წევრები გეგმავენ, მიმართონ ხელისუფლებას მათ მოთხოვნებზე რეაგირებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის დარეგულირების რეკომენდაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, ადექვატურად მიდგომოდა პრობლემას, რადგან პრობლემა ვერ გადაიჭრება მხოლოდ მისი  გადავადებით დროში. პრობლემას ესაჭიროება სათანადო ანალიზი და დარეგულირება, რასაც დღემდე ამ პირების მიმართ ვერ ვხედავთ. ასევე საყურადღებოა, რომ მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, არ შეიძლება დისკრიმინაციული მიდგომები მსჯარდებულებთან მიმართებაში.

 

ვიმედოვნებთ, უმოკლეს ვადებში,  ხელისუფლების მხრიდან, შესაძლებელი გახდება  უვადოდ მსჯავრდებულთა მოთხოვნების განხილვა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია გეგმავს ამ საკითხზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებას, რის თაობაზეც საზოგადოებას  შესაბამის ინფორმაციებს მივაწვდით “, – აღნიშნულია უფლებადამცველი გიორგი თევზაძის მიერ pres-cavcasia.ge -სა და ინტერნეტ-ტელევიზია pktv-სთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ განცხადებაში.