Feedback

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

  /   ნანახია 480 ჯერ

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი 

საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალი იაგო შარაძისა  და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე  მიმდინარეობს. 

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს.

"გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში, შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.

საქმის გარემოებების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა.

სამძებრო ღონისძიებები პირად კონტროლზე ჰყავთ აყვანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივით, სამაშველო ოპერაციაში ჩართულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალები, რომლებიც საქართველოში ,,Jackal Stone 2016” ორმხრივი წვრთნების ფარგლებში იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით. სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია."- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.