Feedback

ალაბამას შტატის სენატორი შეშფოთებულია, რომ ოლიმპიურ თამაშებში “ჯორჯიის შტატი“ მონაწილეობს

  /   ნანახია 769 ჯერ

ალაბამას შტატის სენატორი შეშფოთებულია, რომ ოლიმპიურ თამაშებში “ჯორჯიის შტატი“ მონაწილეობს

2010olympicwintergamesopeningceremony-georgiaenteringcropped

ალაბამას შტატის სენატორი ფრედ კალაუნი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე „ჯორჯიის შტატს“ მონაწილეობის უფლება მისცეს.

სენატორმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს ღია წერილით მიმართა და ის ფაქტი გააპროტესტა, რომ ზაფხულის ოლიმპიადაზე აშშ-ს მხოლოდ ერთი შტატი – Georgia მონაწილეობს.

„წუხელ ოჯახთან ერთად ოლიმპიურ თამაშებს ვუყურებდი და შევწუხდი, რომ Georgia, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, წლის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენაში მონაწილეობს“, – აღნიშნა კანონმდებელმა.

მისივე განცხადებით, ალაბამას შტატის სპორტსმენები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანები და მებრძოლები არიან.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებისგან ოფიციალური პასუხი ვერ მიიღო, ფრედ კალაუნმა ღია წერილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც სენატორის იდეის მხარდამჭერების რაოდენობა იზრდება.

სენატორის ოფისს ჯორჯიის შტატის ოლიმპიური კომიტეტი დაუკავშირდა და განუმარტა, რომ ისინი ოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობენ.

წყარო  info9.ge