Feedback

შინდისის გმირები - სინდისის გმირები

  /   ნანახია 418 ჯერ

შინდისის გმირები - სინდისის გმირები

ალეკო ჩინჩალაძე . 07 . 08 . 16

სამშობლოს ძახილზე ტყვიავთან , შინდისთან
სამოთხის სავალი მოკლე გზით გადაჭრეს.
მართალი ყველასთან, საკუთარ სინდისთან.
და ბოლო ძახილით - მამული გადარჩეს!
აზრი აქვს მცირედი ყველეფერს დანარჩენს.
გმირობა ამგვარი უფალმა ინება.
ქვა ქვაზე არ დარჩა . ბიჭები კი დარჩნენ
შინდისის გმირებად , სინდისის გმირებად.
გმირობას გადასცდა იგი , რაც შეძელით.
ვერ შეძლებს ამგვარად , რაც უნდა იჩემოს!
ამოდ გიხმობდით. ამაოდ გეძებდით.-
ზეცისკენ წასულხართ , შინდისის ბიჭებო!