Feedback

დემურ ხურცილავა: გ ო ლ გ ო თ ა ს გ ზ ა მ ჭ უ ბ ე რ ზ ე გ ა ი ა რ ა...

  /   ნანახია 1159 ჯერ

დემურ ხურცილავა: გ ო ლ გ ო თ ა ს  გ ზ ა მ  ჭ უ ბ ე რ ზ ე  გ ა ი ა რ ა...

აფხაზეთის ტრაგედიის სცენარები ვაშინგტონში დაიწერა, მასონურ კრემლთან შეთანხმდა, პუტჩისტურ თბილისში დაიგეგმა და 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განხორციელდა, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფით დასრულდა! საქართველოს დაუძინებელმა მტერმა ედუარდ შევარდნაძემ, მართლმადიდებელი საქართველოსა და რუსეთის სამუდამოდ მტრულად გადაკიდების, მზაკვრული მასონურ-ამერიკული გეგმა „წარმატებით“ განახორციელა და ჩვენი ქვეყნის ძირძველი კუთხის აფხაზეთის ქართველობა ჭუბერზე გამავალ გოლგოთას გზას გაუყენა, აფხაზეთის ქართველობა ჯოჯოხეთს გამოატარა, აფხაზეთი ქართველობისგან მთლიანად დაცალა და მაშინდელ წითელ მასონურ რუსეთს ლანგრით მიართვა! 1993 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთი საბოლოოდ დაეცა,რის გამოც 300 ათასამდე ეთნიკური ქართველი თავის ისტორიულ სამშობლოში დევნილად იქცა და მათი ჯოჯოხეთური ყოფა დღემდე გრძელდება!!! ჭუბერის უღელტეხილზე შევარდნაძის ავანტიურისტული პოლიტიკის შედეგად გაუბედურებულ დევნილებს საშინელმა ყინვებმა მოუსწრო, რის შედგადაც უამრავი ადამიანი გზაში დაიღუპა!!! აფხაზეთში მოღალატური პოლიტიკის განხორციელებისთვის საქართველოს მაშინდელი მოღალატეებისათვის, სამწუხაროდ დღემდე პასუხი არავის მოუთხოვია, რის გამოც უამრავი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი დარჩა! 

300 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მიმოფანტეს, რათა ერთიანი საპროტესტო მუხტი არ შეკრულიყო!!! დევნილთა უმრავლესობა ე.წ. კომპაქტურ ჩასახლებებში, სასტუმროებსა და ყოფილ დასასვენებელ სახლებში ჩაასახლეს!!! დევნილთა ერთი ნაწილი ე.წ. კერძო სექტორში დარჩა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა 1993 წელსვე დატოვა საქართველო! 1993-2006 წლებში აფხაზეთიდან დევნილებმა ფაქტიურად შესძლეს ნაწილობრივი ადაპტაცია და ფაქტიურად შეეგუენ თავიანთ დევნილთა ყოფას!!! ამ ხნის მანძილზე „სახელმწიფოს“ მიერ გაუბედურებული დევნილების თავზე უამრავმა უბედურებამ გადაიარა, მაგრამ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ ღირსეულად გაუძლო ყველა სიძნელეს!!! ამ ხნის მანძილზე საქართველოს ანტიეროვნულ ხელისუფლებებს, უსახლკარო დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებაზე და მათ დასაქმებაზე არც უფიქრია, თუმცა საქართველომ ამ ხნის მანძილზე მრავალმილიარდიანი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო!!! სამწუხაროდ დღემდე საქართველოს პროკურატურა არ დაინტერესებულა, სად და ვის მიერ იქნა დატაცებული დევნილებისთვის გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებანი!!! საქართველო რომ დღემდე არშემდგარი ქვეყანაა, ამაზე ნათლად მიუთითებს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები!!!
როგორც ზემოთ ავღნიშნე აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ თავისი შრომით შესძლო ნაწილობრივი ადაპტაცია, მაგრამ არავინ ელოდა, რომ სააკაშვილის ნაციონალ-ფაშისტური რეჟიმი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას თავზე ახალ უბედურებას დაატეხავდა!!! 2006 წელს აჭარის სანაპირო ზოლის „პრივატიზაციის“ საბაბით,საქართველოს მეორე დაუძინებელმა მტერმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, ვანდალური მეთოდებით, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების გარეშე, ძალადურად თავსმოხვეული ე.წ. „კომპენსაციის“ სანაცვლოდ გამოყარა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან, რის გამოც დევნილთა 90% ბინები ვერ შეიძინა და ფაქტიურად ქუჩაში დარჩა!!! ქობულეთის მაგალითზე შემიძლია უზუსტესი ინფორმაცია მოგაწოდოთ!!! ქობულეთში აფხაზეთიდან დევნილები 2006 წლამდე ცხოვრობდნენ: „ტალღაში“, „ჩირაღდანში“, „ჰორიზონტში“, „ტურბაზაში“ და „აისში“! 2006 წელს თანამედროვე ვანდალებმა, უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილი „სპეციალისტების“ საშუალებით ბარბაროსულად ააფეთქეს, ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტები, სადაც დღემდე...აგურიც კი არ დადებულა, რაც ნათლად ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილმა აფხაზეთის დევნილი მოსახლეობის მიმართ განახორციელა ტერორიტული აქტი, რომელიც დევნილთა სამუდამოდ „გასაჩუმებლად“ იყო გამოყენებული!!! ჩვენი დარღვეული უფლებების უპირობო აღდგენის მიზნით მე არაერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობის კანცელარიას, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე რეალური და ადეკვატური პასუხები არცერთი სახელმწიფო ორგანოებიდან არ მიგვიღია ბატონებო!!!
საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, 2006 წლის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებიდან მასიური გამოყრის გამო დევნილთა და ფინანსთა სამინისტროებიდან გამოითხოვა სათანადო საბუთები, რითაც მტკიცდება, რომ არსად არ არსებობს დევნილთა გამოსახლების ოქმები!!! დევნილებსა და პოტენციურ „ინვესტორს“ შორის ინდუვიდუალური ხელშეკრულებები ბუნებაში არ არსებობს!!! საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა არ იციან, თუ ვინ დაადგინა და ვინ გასცა ე.წ. „კომპენსაცია“ 7.000 დოლარის ოდენობით!!! აქედან გამომდინარე ბესელიას კომიტეტმა მასალები თბილისისა და აჭარის პროკურატურებს გადაუგზავნა, მაგრამ სამწუხაროდ რეალური შედეგები დღემდე არ ჩანს!!! სააკაშვილის ნაციონალური რეჟიმის მიერ 2006 წელს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ვანდალური აქტის გამო მე ქობულეთში ვარ დაკითხული საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა მას შემდეგ არავინ არ შემხმიანებია!!!
2012 წელს ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, დევნილ მოსახლეობას ახალი იმედები გაუჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მთავრობის მეთაურის 2013 წლის 23 მაისის N483-ე განკარგულების საფუძველზე, 2006 წლის დევნილთა მასიური გამოყრის შედეგად ე.წ. „კომპენსირებული“ დევნილები გრძელვადიანად დაკმაყოფილებულად ითვლებიან, რაც ჩვენი აზრით სააკაშვილის ბარბაროსული აქტის ლეგიტიმაციაა ბატონებო!!! 2006 წლის ტერორისტული აქტის შემდეგ, ქუჩაში გამოყრილი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის 90% დღემდე ქირით ან გირაოთი ცხოვრობს, რის გამოც ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს დღევანდელ ხელისუფლებასაც რეალურად გააზრებული არა აქვს!!! 2006 წლიდან მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებიგან ჩვენი უხეშად დარღვეული უფლებების უპირობო აღდგენას, მაგრამ ჩვენი განმკითხავი სამწუხაროდ დღესაც არავინაა ბატონებო!!! მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ 1. ე.წ. პრო-დასავლური პოლიტიკური კურსით ჩვენი, ქართულ-აფხაზური პრობლემა არასოდეს არ მოგვარდება!!! 2. ე.წ. „კომპენსირებული“ უსახლკარო და უმუშევარი დევნილები 45-ლარიანი „შემწეობით“ საცხოვრებელ ბინებს ვერასოდეს შეიძენენ! 3. ჩემს მიერ აღნიშნული გაურკვეველი, ბუნდოვანი და უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ე.წ.„კომპენსირებულ“ დევნიელბს გარდაუვალი სოციალური გენოციდი ემუქრებათ!
მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოებს, საქართველოს სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეროვნული პოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებს,საქართველოს დევნილთა სამინისტროს,ჟურნალისტურ კორპუსს და საქართველოს მთავრობის კანცელარიას, გარდაუვალ სოციალურ გენოციდს გადაარჩინეთ ე.წ. „კომპენსირებული“ დევნილები, უპირობოდ აღუდგინეთ მათ არაკომპენსირებულთა სტატუსი, რომელიც მათ სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა „კომპენსირებულთა“ სტატუსით ძალადურად შეუცვალა!!! აქვე მონდა გითხრათ, რომ აჭარაში სულ დარჩენილია 400-დე ნამდვილად უსახლკარო ოჯახი, ხოლო ქობულეთში დაახლოებით 50-დე უსახლკარო დევნილი ოჯახი!!! სურვილისა და კეთილი ნების შემთხვევაში მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ სამწუხაროდ დევნილთა სამინისტროს არსად არ ეჩქარება! აჭარაში მცხოვრები დევნილები საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ყოველ წელს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დამატებით პრობლემებს აწყდებიან, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა დევნილებს, მათ მიერ დაქირავებული ან დაგირავებული ბინების უპირობო დაცლას აიძულებს ზაფხულში, რაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგებით დასრულდეს!!! სამწუხაროდ დღევანდელი დევნილთა მინისტრი არ ფლობს რეალურ სიტუაციას რეგიონებში, რადგან დევნილთა სამინისტროს დღესაც თავისი რეგიონალური სრულუფლებიანი წარმომადგენლობები არა ჰყავს!!! სამწუხაროდ აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ე.წ. რეგიონალური წარმომადგენლების სახით, რეგიონებში დღესაც ნაციონალ-ფაშისტური „სპეც.კადრები“ ჰყავთ „ჩანერგილი“, რომლებიც დევნილთა სამინისტროსთან „კოჰაბიტაციურად საქმიანობენ“!!!
ერთი სიტყვით აჭარაში მცხოვრები უსახლკარო დევნილთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რასაც დღევანდელი ხელისუფლებაც რეალურად ვერ აცნობიერებს, რაც აფხაზეთიდან დევნილთა ლეგიტიმურ პროტესტს იწვევს, მაგრამ მომავლის პერსპექტივები არ სჩანს ბატონებო!!!

პატივისცემით და კეთილი სურვილებით დემურ ხურცილავა