Feedback

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის მაგისტრალზე!!

  /   ნანახია 350 ჯერ

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-მარნეულის მაგისტრალზე!!

2016 წლის 18 ივლისს თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე, ზემო ფონიჭალიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, ავტობუსი ტრაილერს დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ავტობუსის მძროლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ავარიის დროს ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ. ავტობუსს სომხური სანომრე ნიშანი აქვს. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.