Feedback

სუიციდის მცდელობა რუსთავში!!

  /   ნანახია 663 ჯერ

სუიციდის მცდელობა რუსთავში!!

2016 წლის 16 ივლისს, გვიან ღამით 30 წლამდე მამაკაცი ქალაქის შემოვლით გზაზე (XI- მიკრო-რაიონიდან სასაფლაოებისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი) არსებული ხიდიდან მტკვარში გადახტა. ადგილზე მობილიზებულ იყო სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მამაკაცის წყლიდან ამოყვანა მალევე მოხერხდა, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა მცირე ნაკაწრები სახისა და ტანის არეში. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, საიდანაც თავისივე სურვილით რამოდენიმე წუთში სახლში გაწერეს.