Feedback

პატრულის ზოგიერთ თანამშრომელს ბოკერია და გაბაშვილები თავის უფროსებად წარმოუდგენიათ

  /   ნანახია 441 ჯერ

პატრულის ზოგიერთ თანამშრომელს ბოკერია და გაბაშვილები თავის უფროსებად წარმოუდგენიათ

PKTV პარლამენტთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი შენი უფლებების" თავჯდომარეს ლაშა გოლუბიანს ესაუბრა:

"პარლამენტის გარეთ მომხდარი დაპირისპირება პროვოცირებული და გამოწვეული იყო თავისუფალი ზონის და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გიგა ბოკერია, კოტე და გოკა გაბაშვილები თავს დაესხნენ ლადო სადღობელაშვილს და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. პატრულის თანამშრომლებმა იმის მაგივრად, რომ დაკავებინათ ბოკერია და მამა–შვილი გაბაშვილები, დააკავა ლადო სადღობელაშვილი, რომლის ინტერესებსაც მე ვიცავდი სასამართლო პროცესზე. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ მიმართავს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პატრულის თანამშრომელს, "თქვენიანი ვარო". იქმნება შთაბეჭდილება, ატრულის ზოგიერთ თანამშრომელს ბოკერია და გაბაშვილები თავის უფროსებად წარმოუდგენიათ და ვერ გაბედეს მათი დაკავება" აცხადებს ლაშა გოლუბიანი.