Feedback

თბილისის ზღვაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

  /   ნანახია 336 ჯერ

თბილისის ზღვაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

სამაშველო სამსახურის მყვინთავებმა თბილისის ზღვაში დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება გუშინ, 16:00 საათისთვის შევიდა. სამძებრო სამუშაოებიც გუშინ დაიწყო, რომელიც დღეს დილიდან განახლდა. მოზარდს მყვინთავების შვიდკაციანი ჯგუფი ეძებდა.
არსებული ინფორმაციით, 15 წლამდე ბიჭი თბილისის ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.