Feedback

ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

  /   ნანახია 503 ჯერ

ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წარმატებით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ბილიკის რეაბილიტაცია უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 12 კვირაში განხორციელდა.
„გუშინ გაიხსნა განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში და ეს არის კიდევ ერთი განახლებული ინფრასტრუქტურა თბილისის აეროპორტში. 70 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა ინვესტორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თვითონ ზოლის განახლება მიმდინარეობდა აეროპორტის ოპერირების დროს, რაც ძალიან იშვიათი პრეცედენტია და უნიკალური გამოცდილება შეიძინა ჩვენმა აეროპორტმა ამ მიმართულებით. 12 კვირის განმავლობაში დასრულდა სამუშაოები. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე დავაანონსეთ, რომ დაიწყო ახალი ტერმინალის მშენებლობა. ასე რომ, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა სულ უფრო და უფრო ვითარდება და ხდება შესაბამისი იმ მზარდი ტურისტული ნაკადისა, რომელიც დღეს საქართველოში შეიმჩნევა. ასევე ახალი ავიარეისები ემატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.