Feedback

დევიდ კემერონი დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართავს

  /   ნანახია 307 ჯერ

დევიდ კემერონი დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი დღეს გადადგომის შესახებ დედოფალს ოფიციალურად მიმართავს. ამის თაობაზე რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
„ბი-ბი-სი“ ცნობით, კემერონმა ლონდონის რეზიდენციიდან ნივთების გატანა დაიწყო. მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან უკვე ფოტო გადაიღო. ორშაბათს ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად დაამტკიცეს, როს შედეგად ის ავტომატურად გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. გადადგომამდე დევიდ კემერონი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებს შეხვდება და მათ კითხვებს უპასუხებს.