Feedback

ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი კომენტარი მეუღლის დაკავების შემდეგ

  /   ნანახია 281 ჯერ

 ვახტანგ რჩეულიშვილის პირველი კომენტარი მეუღლის დაკავების შემდეგ

„სალომეს დაჭერით მაიას და რუსუდანს ათქმევინეს, მე დამიჭირეთ, ამას ნუ იჭერთო და ორივე დაიჭირეს – მაიაც და სალომეც“ – ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ჩარკვიანის დაკავება მაია რჩეულიშვილზე ზემოქმედების გამო მოხდა.
„ყველაზე დიდი უკანონობა ის იყო, რომ ეს ახალი საქმე, რაზეც მაია დაიჭირეს და სალომე გამოიყენეს მაიაზე ზემოქმედებისათვის, რომ მაიას ეღიარებინა, რომ კი, ის ჩემს გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებდა, ამისთვის უნდოდათ სალომეს გამოყენება, რომელიც მხოლოდ სახე იყო სარეკლამო კამპანიის და არავითარი მენეჯერი არ იყო. ის არ იღებდა ფინანსურ გადაწყვეტილებებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის გაყიდვის მენეჯერი იყო. რეალურად ხომ ნახეთ რაში გადაიზარდა. სალომეს დაჭერით მაიას და რუსუდანს ათქმევინეს, მე დამიჭირეთ, ამას ნუ იჭერთო და ორივე დაიჭირეს მაიაც და სალომეც“, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.