Feedback

გიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განვიხილავ

  /   ნანახია 444 ჯერ

გიორგი მარგველაშვილი: ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ განვიხილავ

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად მსჯავრდებულის ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხს არ გაინიხილავს, – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადა.
ცნობისთვის, სატრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის მიმართ “დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი.
ივანე მერაბიშვილის არგუმენტი იყო 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტი (ო. ფარცხალაძე − დ. დარბაისელის ეპიზოდი პატიმრის საკნიდან სავარაუდო გაყვანის შესახებ).
აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ − ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4 000 ევროს ოდენობით, თუმცა, თავად ითხოვდა 15 000 ევროს; − მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით, ასევე, გადახდილ იქნეს 4 000-4 000 ევროს ოდენობით, თუმცა, ბრიტანელი ადვოკატი ითხოვდა 5 600 ევროს ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე, ჰონორარის სახით − 35 600 ევროს”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.