Feedback

დემურ ხურცილავა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს - PKTV

  /   ნანახია 488 ჯერ

დემურ ხურცილავა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს - PKTV

აფხაზეთიდან დევნილი დემურ ხურცილავა

20.06.2016 წელი    

 

ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზ. N196-ში დროებით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი საქართველოს მოქალაქის,არასამთავრობო ორგანიზაციის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, აჭარის რეგიონალური სამსახურის უფროსის, დემურ ხურცილავას (პN62001001677, მობ. 595-98-77-98)

 

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

 

                  ბატონო სოზარ!!! თქვენმა უთავბოლო „ოცნების“ ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში ნაცისტების გავლენისგან განთავისუფლება ვერ შესძლო და დევნილთა სამინისტროს ნაცისტური დასახელება შეუნარჩუნა, რაც იმის პირდაპირი დასტურია, რომ თქვენი „ოცნების“ ხელისუფლება, ნაცისტური ხელისუფლებისაგან არაფრით არ განსხვავდება!!! ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ თქვენი კორუმპირებული სამინისტრო შევარდნაძისა და სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმების მიერ ორჯერ გაუბედურებული და ქუჩაში გამოყრილი, უსახლკარო დევნილთა პრობლემატიკის მოგვარებას არ აპირებს, რაც აჭარაში მცხოვრებ უსახლკარო დევნილთა მიმართ, თქვენი კორუმპირებული უზნეო სამინისტროს,  არაადეკვატურმა გულგრილობამ და უსამართლობამ მთლიანად დაადასტურა!!!.... აჭარის რეგიონის გარდა, თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს უსახლკარო დევნილებისთვის ბინების მშენებლობის პროცესები, რაც ლეგიტიმურად გვაფიქრებინებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანების დამკვიდრება აჭარის რეგიონში, თქვენი „ოცნების“ მთავრობისათვის მიუღებელია, რაც ევრო-ამერიკელ იმპერიალისტთა, მზაკვრული თურქიზაციის პოლიტიკის გაგრძელებაა!!!......

                ბატონო სოზარ!!! ეს განცხადება უცვლელი სახით გავრცელდება სოციალურ ქსელებში და ჟურნალისტურ ფედერაციებში, რადგან მასში აჭარის რეგიონში მცხოვრებ უსახლკარო დევნილთა გაუსაძლისი პრობლემები ობიექტურად არის ასახული, რათა მსოფლიომ რეალურად დაინახოს თქვენი კორუმპირებული სამინისტროსა და თქვენი „ოცნების“ ხელისუფლების რეალური სახე!!!... ნაციონალ-ფაშისტები მიხვდნენ რა მათ მიერ 2006 წელს დაშვებულ უმძიმეს შეცდომას, 2009 წლის 28 მაისის, ნაციონალური მთავრობის მეთაურის N403-ე განკარგულების საფუძველზე, თუნდაც შერჩევითი „სამართლის“ გამოყენებით მათ მიერ 2006 წელს ქუჩაში გამოყრილი რამდენიმე ათასი დევნილები ბინებით დააკმაყოფილეს თბილისში, ფოთში, ქობულეთში, ჩაქვსა და ბათუმში და ეს უტყუარი ფაქტებია ბატონებო!!!.......თქვენი „ოცნების“ მთავრობების მეთაურებმა კი 2013 წლის 23 მაისის N483-ე და 2015 წლის 4 თებერვლის N127-ე არაადამიანური განკარგულებებით ნაცისტების მიერ 2006 წელს ჩადენილი ვანდალიზმი „დააკანონეს“ და უსახლკარო დევნილთა ლეგიტიმური „ოცნებები“ სამუდამოდ დაასამარეს!!!...იმავდროულად გაცნობებთ, რომ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმების მიერ ორჯერ გაუბედურებულ და დევნილებად გადაქცეულ უსახლკარო დევნილებზე, კანონიერად დადგენილი სახელმწიფო კომპენსაცია არავის არ გაუცია! 2006 წელს ნაციონალ-ფაშისტებმა შავი ფული თაღლითურად გაათეთრეს, დევნილები თაღლითურად გააცურეს, ამიტომ თქვენი უმოქმედობით მათი თანამონაწილეები ბრძანდებით!!! თქვენი „ოცნების“ ხელისუფლებისა და დევნილთა კორუმპირებული სამინისტროს დღევანდელი უმოქმედობა და აჭარის რეგიონში მცხოვრები უმძიმეს სიტუაციაში მყოფი უსახლკარო დევნილთა პრობლემატიკის გაყინვა, უსახლკარო დევნილთა მზაკვრულ სოციალურ გენოციდზე მიანიშნებს, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რადგან ეს სამართლიანი და ობიექტური ინფორმაციებია!!!

                  ბატონო სოზარ!!! გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ, თქვენი კორუმპირებული სამინისტრო, ნაციონალების მიერ 2010-12 წლებში ბინებით დაკმაყოფილებულ ჩვენი კატეგორის ე.წ. „კომპენსირებულ“ დევნილებზე, აპირებს აღნიშნული ბინების „დაკანონებას“ რაც ჩვენს მიერ შეფასებული იქნება, როგორც შერჩევითი „სამართლის“ ოცნებური გამოვლინება და სათანადო ფაქტობრივი მასალები დაუყოვნებლივ გადაიგზავნება სათანადო ორგანოებში!!!..... გირჩევთ ასეთი უგუნურებისგან თავი შეიკავოთ და თქვენი ხელისუფლება არ დააზარალოთ!!!....... იმავდროულად გირჩევთ უგუნურ და აბსოლუტურად არაადეკვატურ პოლიტიკურ განცხადებებს თავი დაანებოთ და დღევანდელი მდგომარეობით ნამდვილად უსახლკარო დევნილებს დროზე მიხედოთ და...არაკომპენსირებულ მრავალ-ბინიან ბობოლა „დევნილებს“ საცხოვრებელი ბინები დღეს არ სჭირდებათ თქვე უგუნურებო!!! შესაძლოა თქვენი სამინისტროს კანცელარია დევნილთა უმნიშვნელოვანეს განცხადებებს საერთოდ გიმალავთ ან შესაძლოა თქვენ მათ არც კითხულობთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სოციალურ ქსელებში არაფერი არ დაიმალება  „მეოცნებე“ ბატონებო!!!... ჩვენ გვექმნება ლეგიტიმური შთაბეჭდილება, რომ თქვენი „ოცნების“ ხელისუფლებისა და თქვენი უზნეო სამინისტროს სახით, ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოს პოლიტიკური სექტანტები ჰყავს!!!

                ბატონო სოზარ!!! ქობულეთში დაახლოებით 50-დე ნამდვილად უსახლკარო დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა სიები მე გადაცემული მაქვს თქვენი მოადგილისთვის, რომლისგანაც ბოლო პერიოდში ჩამი-ჩუმიც კი არ ისმის, რაც თქვენი სამინისტროს უმოქმედობაზე მიანიშნებს!!! ქობულეთში დღევანდელი მდგომარეობით სანაპირო ზოლში 2 კარკასულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა დგას, რომელთა დროული გარემონტება ქობულეთში მცხოვრებ უსახლკარო დევნილთა უმძიმეს პრობლემას მოხსნიდა!!!...ერთი მათგანი მე ვანახე თქვენს მოადგილეს მ. ცოტნიაშვილს და აჭარის ეკონომიკის სამინისტროში გავარკვიეთ, ქობულეთში მდინარე კინტრიშის ზღვასთან შესართავის ტერიტორიაზე მდგომი კომუნისტური პერიოდის კარკასული შენობა დღეს ბათუმის მერიას ეკუთვნის და ფაქტიურად უპატრონოდ არის მიტოვებული!!! მეორე შენობაში დევნილები ცხოვრობდნენ, მისი რუსული დასახებაა ე.წ. „ცენრტროსოიუზი“, სადაც ადრე 60-დე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, 2010 წელს დაიხურა, დღეს ისიც კარკასულ მდგომარეობაშია და  უპატრონოდ არის მიტოვებული!!! თქვენ რომ რამის გამკეთებელი იყოთ, ამ 2 კარკასულ მდგომარეობაში მყოფი შენობიდან, ერთს მაინც ნორმალურად გაურემონტებდით ნამდვილად უსახლკარო დევნილებს და ქობულეთში უსახლკარო დევნილების პრობლემა საერთოდ დაიხურებოდა!!! აჭარაში საკურორტო სეზონის მოახლოვებასთან ერთად, უსახლკარო დევნილთა ცხოვრება გაუსაძლისი ხდება, რადგან მათ მიერ დაქირავებული ან დაგირავებული ბინის მეპატრონეები მათ უსამართლოდ ავიწროვებენ და თქვენი კორუმპირებული სამინისტრო კი მარადიულად დასაქმებულ ბობოლა „დევნილებზე“ უფრო მეტად ზრუნავს: „ჩვენ ბინიან დევნილებსაც ბინებს მივცემთო“, ეს თქვენი წინასაარჩევნო უგუნური და სოციალური თვალსაზრისით აბსოლუტურად უსამართლო განცხადებაა ბატონო სოზარ!!!...გირჩევთ პროვოკაციული და უგუნური განცხადებები დროზე შეწყვიტოთ ბატონებო!!!...

               ბატონო სოზარ!!!...ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ მხოლოდ თქვენი ძალებით თქვენ ვერ შესძლებთ უსახლკარო დევნილთა პრობლემების მოგვარებას აჭარაში, მაგრამ ამ პრობლემატიკის საერთოდ გაყინვა აჭარაში სოციალური სამართლის იგნორირებაა და მას გაუთვალისწინებელი შედეგები აუცილებლად მოჰყვება!!!...სხვა რეგიონებში დევნილთა პრობლემების მოგვარება ნელი ტემპით მიმდინარეობს, აჭარის რეგიონში კი საერთოდ გაყინულია, რაც უსახლკარო დევნილთა უფლებების უხეში დარღვევაა, რასაც წინასაარჩევნოდ ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვება!!!... მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობის მეთაურისგან პრინციპულად მოითხოვოთ უსახლკარო დევნილთა პრობლემების უპირობო და დროული მოგვარება აჭარის რეგიონში და დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ აფხაზეთიდან დევნილი უსახლკარო მოსახლეობის მზაკვრული,  უზნეო სოციალური გენოციდი ბატონებო!!!...დევნილ მოსახლეობას დღეს თავშესაფრები მაინც მიეცით დროულად და თუ რამის გამკეთებელი ხართ, მერე ღირსეული ცხოვრებისეული პირობებით უზრუნველყავით ისინი, რადგან ამ საკითხების დროულად მოგვარება თქვენი ხელისუფლების მოვალეობაა!!! ჩვენ უახლოეს პერიოდში ბათუმში ვაპირებთ უვადო შიმშილობის აქციის დაწყებას, რასაც შესაბამისი მოთხოვნები მოჰყვება, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური კორპუსის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესების საგანი გახდება ბატონებო!!!..... მოითხოვეთ და მოგეცემათ, ბრძანებს უფალი!!! დემურ ხურცილავა. პN6200100167. მ. 595-98-77-98.