Feedback

გიორგი მაჩაბელი (1885-1935). უნიკალური დოკუმენტური კადრები

  /   ნანახია 515 ჯერ

გიორგი მაჩაბელი (1885-1935). უნიკალური დოკუმენტური კადრები

ქართული არმია | Georgian Army

გიორგი მაჩაბელი (1885-1935). უნიკალური დოკუმენტური კადრები იმ ადამიანზე, რომელმაც პირველად მე-20 საუკუნეში, საკუთარ თაანამებრძოლებთან ერთად წამოაყენა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა. 1914-1918 წლებში იყო გერმანიის და თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი მოღვაწეობა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ განსხვავებით ქართველ სოციალ-დემოკრატთა უპრინციპო პოზიციისაგან, რომლებიც 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომაც 1918 წლის მაისამდე ჯიუტად ებღაუჭებოდნენ რუსეთის მითიურ დემოკრატიას, საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი უკვე პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან მტკიცედ აყენებდა საქართველოს და კავკასიის დამოუკიდებლობის საკითხს ოთხთა კავშირის მთავრობების წინაშე. 20-30-იან წლებში იყო "პრინც მაჩაბლის" სუნამოებისა და პარფიუმერიის მწარმოებელი ფირმის დამაარსებელი და მფლობელი. აფინანსებდა ისეთ ქართულ და კავკასიურ მემარჯვენე ემიგრანტულ ორგანიზაციებს, როგორებიც იყვნენ "თეთრი გიორგი", ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სპირიდონ კედიას დაჯგუფება, ჰაიდარ ბამატის ორგანიზაციას "კავკასია". 1933 წლის აგვისტოში გახდა საფრანგეთში დაარსებული საქართველოს თავადაზნაურთა კავშირის (L'Union de la noblesse géorgien en France) კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ზოგადად ქველმოქმედების გარდა, ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებისადმი მატერიალური დახმარების გაწევა იყო.
წინამდებარე ფილმი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაღებულ რეკლამურ რგოლს, სადაც გიორგი მაჩაბელი პირადად აცნობს ამერიკულ აუდიტორიას საკუთარი ფირმის პარფიუმერიულ სიახლებს.